პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია.

ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო. ფინალური ბლოკი 21:15 საათიდან დაიწყება.

პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გავიდა ოლიმპიადის ფინალში - ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

altპეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი

იქნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 36 /
ვულოცავ გენოს და სრულიად საქართველოს!ძლივს არ მოვედით ხასიათზე ერთკვირიანი ტანჯვის შემდეგ.ხვალ ჩვენი დღე იქნება!
არდილეს 78
21:27 09-08-2024
1
ფინალში გამარჯვება ლომკაცო!
ირაკლი
21:12 09-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული