პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია.

ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო. ფინალური ბლოკი 21:15 საათიდან დაიწყება.

პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გავიდა ოლიმპიადის ფინალში - ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

altპეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი

იქნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 36 /
10 აგვისტოს საღამო ჩემ თავს და ყველა ქართველს გისურვებთ "უმძიმესი" გადასატანი იყოს: 21სთ-15 წთ-დან გენოს ოქროს ჭიდაობა; 22სთ-30წთ-დან ლაშას ოქროს რეკორდები; 23სთ - 15წთ-დან კვარას ოქროს ტოლფასი გოლები!!!
ღმერთო აგვიხდინე ჩვენი სურვილი!
ვაჟა მასწავლებელი
01:30 10-08-2024
1
გენო კარგ ფორმაშია და ფინალში რომ გავიდა,სრულიად ბუნებრივია.ზარეც ძალიან კარგ ფორმაში ჩანს,თუმცა გენოს გამოცდილება არა აქვს და ეს ჩვენი უპირატესობაა.ხვალ გამარჯვებას ვუსურვებ გენოს.უკვე ორჯერ გაეპარა ოქრო და მესამედ ამას აღარ დაუშვებს.
სოსო
01:22 10-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული