ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი

გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის ანგარიში ქომაგებს
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა. "ბორჯღალოსნების" ექვსწლიანი ჰეგემონია ბუქარესტში დასრულდა. წინ ივნისის ტესტებია. იქამდე კი ევროპის 18-წლამდელთა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებია. დასასრულს უახლოვდება საქართველოს ჩემპიონატის გათამაშებაც.

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ქომაგებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

არასწორი სელექცია?

ვიგრძენი, რომ სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა ქომაგებთან და მედიასთან არის საჭირო შეხვედრა. ვფიქრობ, ინფორმაციისა და აზრთა გაცვლა ყველასთვის სასარგებლო იქნება.

მინდა დავიწყო იმ ნეგატივით, რომელიც ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშმა დატოვა. საქმე მარტო მარცხში არ არის. მთავარი ისაა, რომ გუნდის თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი არც ჩვენთვის, არც ქომაგებისთვის და არც თვითონ მორაგბეებისთვის.

ცხადია, გვქონდა მილტონ ჰეიგთან საუბარი ამ თემაზე. მან თქვა, რომ ნაკრებში საჭიროა როტაცია და ახალგაზრდა მორაგბეების გამოცდა. დიახ, ახლა რომ არ გამოგვეცადა ახალგაზრდა მორაგბეები, ჩვენ ვკარგავდით ერთ წელიწადს მსოფლიოს თასისთვის მზადების კონტექსტში. თუმცა, ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდის პირობებშიც შეიძლებოდა უკეთ თამაში და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგება.

ცხადია, აზრთა სხვადასხვაობაა თვით მწვრთნელთა შტაბშიც შერჩეულ ტაქტიკასა და სელექციაზეც. ეს მუშა პროცესია.

მილტონ ჰეიგთან კონტრაქტი 2+2 წელიწადია. წლის ბოლოს გავაკეთებთ ანალიზს და გადავწყვეტთ, განვაგრძოთ მასთან კონტრაქტი თუ არა. არ მინდა, ეს ნათქვამი ისე გაიგოთ, თითქოს რაგბის კავშირს ჰეიგის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. იმას, რაც ზემოთ ვთქვი, კონტრაქტი გვავალდებულებს.

დანაპირები არ შესრულდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მზადება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ შეგვისრულა დანაპირები და ახალი ათი სავარჯიშო სარაგბო მოედნის მოწყობა ვერ მოხერხდა. თუმცა, გვპირდებიან, რომ ეს პროექტი ერთი წლის განმავლობაში ორ ეტაპად მაინც განხორციელდება. დამატებით კიდევ ათი სარაგბო ბაზა ათეულობით ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენას ნიშნავს.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ფეხბურთის ფედერაციას, ძმებ კოკაიებს, თენგიზ სულაქველიძეს და კარლო მჭედლიძეს, რომლებმაც თავიანთი ბაზები დაგვითმეს მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდებისთვის სავარჯიშოდ.

მატჩები გაიმართება ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში. თბილისში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მეორე მხრიდან ტრიბუნა ემატება. მატჩების ნაწილი ვაკის სტადიონზე გაიმართება. ქუთაისში კი მატჩებს "აია არენა" უმასპინძლებს.

თამამად შემიძლია გთხრათ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ქართულმა პროექტმა გაამართლა. ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი თანამოაზრეები არიან, ძალიან გაიზარდნენ. გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომლებმაც შარშანაც ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. მათ უკვე აქვთ გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ეს გუნდი, ამჯერად, უფრო ხარისხიან თამაშსაც აჩვენებს.

ძალიან კარგი გუნდი გვყავს წლეულს 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე. კარგი თაობაა, რომელიც, იმედი მაქვს, უფრო მაღალი დონის რაგბის ითამაშებს. ხვალ პირველი თამაში აქვთ კანადასთან და ვნახოთ, რა მოხდება.

ბიუჯეტი პრობლემურია

შარშან ბიუჯეტი 14 მილიონამდე გვქონდა. წლეულს გაზრდილი განაცხადი გავაკეთეთ, დაახლოებით 25 მილიონამდე მოვითხოვეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ინფლაციით გამოწვეული დანაკლისი შეგვევსო და გუნდებისთვის საბაზო დაფინანსება გაგვეზარდა, მაგრამ იგივე დაგვიტოვეს. ამჟამად კლუბების საბაზო დაფინანსება 400 ათასი ლარია, პრემიის სახით კი, 500 ათასი თამაშდება.

შემოდგომიდან ტელეკომპანია "რაგბი ტივი" საქართველოს ჩემპიონატის ყველა მატჩს გადასცემს. შესაბამისად, გაჩნდება სარეკლამო არეალი, რომელიც კლუბებს შეუძლიათ პოტენციურ სპონსორებს შესთავაზონ. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ "რაგბი ტივის" ხელს, რათა განვითარდეს და ამით რაგბის პოპულარიზაცია, გნებავთ, დაფინანსება გაიზარდოს.

აქვე მინდა ერთი სიახლე გავთქვა: ჩვენი ძალებით მოვიძიეთ სპონსორი და საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება ფასიანი. ანუ გამარჯვებული მიიღებს სოლიდურ თანხას. რამდენი იქნება საპრემიო თანხა და ვინ არის სპონსორი, მოგვიანებით გაცხადდება.

შესაბამისად, ჩემპიონ გუნდს მიეცემა შანსი, ევროთასების გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა.

გვეღირსება ჩელენჯ კაპი?

ჩელენჯ კაპის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ადგილი გვაქვს. აქამდე მასზე უარს ვამბობდით და ჩვენს კვოტას სხვა იყენებდა. ამჯერად ორგანიზატორებს მონაწილეობაზე თანხმობა შევუთვალეთ. ამას რომ ვაკეთებდით, ზურგს არაფერი გვიმაგრებდა.

მართალია, ჯერ ახალ ფორმატზე მუშაობენ და ის ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფინანსების გარეშე იქ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე სწორედ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება. ამასთან ერთად, შესაძლოა გამოჩნდნენ სპონსორები, დაგვეხმაროს თბილისის მერია და ასე შემდეგ. მთავარია, ჩვენ ბრძოლაში ვართ, უკან არ ვიხევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

ჰეიგი ძალიან მაგარია, მელიტონა კი არა სვანიძეა გასაშვები, მოვიდა და დიწყო ერევდარევა, რა უნდა მაგის ძმიშვილის ნაკრებში? ნიჟარაძე ამას აკეთებდა? მოიყვანა თავის ახლობლები და ახლა ჰეიგს აბრალებს. სირცხვილია, დააბრუნეთ ნიჟარაძე

• giorgi

ჰეიგი ძალიან მაგარია, მელიტონა კი არა სვანიძეა გასაშვები, მოვიდა და დიწყო ერევდარევა, რა უნდა მაგის ძმიშვილის ნაკრებში? ნიჟარაძე ამას აკეთებდა? მოიყვანა თავის ახლობლები და ახლა ჰეიგს აბრალებს. სირცხვილია, დააბრუნეთ ნიჟარაძე

• ნნ

მიდი მილტონ მიაწექი. მწვრთნელი არაა შესაცვლელი, უფრო ფედრაციის გეგმებია საინტერესო საკლუბო რაგბის განვითარების კუთხით. თაობათა ცვლა არ ხდება ესე მარტივად და ჯობია სახდელი ეხლა მოვიხადოთ და მსოფლიოზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ, ვიდრე რუბინეთის დაჯაბვნას შევალით ყველაფერი.

• avlip qizikski

Nakrebis tamashi ratqmaunda,ar mogvewona wels da ragac martlac unda sheicvalos da gamoswordes!!!melitona unda darches chemi azrit,tumca pederaciam kvela mwvrtneli vinc kidanishna,kvela ertmanetze uketesi da chvenze kargad tviton ician da gmertma gaumarjod!

• fan

3 ჯარიმიდან 1 რომ გაეტანა მეკოს ამდენი ამბავი ხომ არ ატყდებოდა? სპორტია ხალხო საგანგაშოდ არა მგონია იყოს საქმე...

• gia

როცა ჰეიგი მოვიდა რუმინეთის დონის გუნდის გვყავდა შეიძლება ოდნავ სუსტიც. დღეს პირველი ნაკრების რომ გავიყვანოთ რუმინეთს შანსი არ ექნება. თამაში გამრავალფეროვნდა და ხარისხმაც აიწია. ეხლა საკლუბო რაგბის დროა, რომ რეზერვი შექმნას და ევროტურნირები დროული და საჭიროა ამისთვის. მე ვფიქრობ ჰეიგს ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს, მაგრამ წლის ბოლოს შეფასება ჯობია. ამ ხელფასზე ნამდვილად ვერ მოვიყვანთ საუკეთესო მწვრთნელებს. პლუს ამ კაცს უყვარს თავისი საქმე და საქართველოც შეუყვარდა, არ არის ეს კაცი დასაკარგი და როცა შევცვლით ერთ დღეს არც მერე უნდა გავუშვათ, სხვა პოზიცია მოვუძებნოთ.

• vato

იქიდან დავიწყებ რომ ჯერ ერთი ბატონი სვანიძე ვერ ილაპარაკებს ქომაგის სახელით, მე მომეწონა ჩვენების თამაში რუმინეთთან და თანაც ძალიან. პროგრესი აშკარაა უკანა ხაზის თამაშში და ხელით შეთამაშებაც წინა წლებზე ბევრად უკეთესია. და რაც მთავარია ამ კაცს უყვარს ჩვენი რაგბი და ამას ვენარაირი ფულით ვერ ვიყიდით ამიტომაც დააცალეთ.

• lagaz

ჰეიგის გაშვება ამ ეტაპზე დიდი შეცდომა იქნება. მინიმალური ანგარიშით რუმინეთთან წაგება, საბაბი არ უნდა გახდეს ჰეიგის გაშვებისთვის.მან იაპონიაში უნდა გაიყვანოს გუნდი მოედანზე.

• mamulo

ჰეიგი ახალგაზრდულისთვის იქნება კარგი.ნაკრებში კი ახალზელანდიელი ძლიერი მწვრთნელია საჭირო,რა თქმა უნდა ჰეიგზე მინიმუმ 5-ჯერ მეტი ხელფასით.ჰეიგის ხელფასი,რამდენადაც ფედერაციის 6 წლის წინანდელი განცხადება მახსოვს, მაშინ როცა მოვიდა თვეში იყო-10 000 დოლარი.ეხლა შეიძლება მოუმატეს,არ ვიცი.

• 1,2,3,5,8...

ფეხით თამაში დასახვეწია და სისწრაფეები მოსამატებელი. ისეთი მწვრთნელებია მოსაძებნი ვინც ამ პრობლემებს მოაგვარებს.

• nugzari

მე მგონი რახან ნაკრების პერსპეტივა არ ჩანს (უფრო მაღალ დონის ტურნირებში მონაწილეობაზე) უნდა დავიწყოთ კლუბების ტამასჰის დონის ამაღლება, საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისათვის. საკლუბო რაგბის დონის ამაღლება ტავისტავად ნაკრების დონესაც აამაღლებს! მწვრთნელი კი , ცჰემი აზრიტ უნდა გამოვცვალოთ ალბატ მაღალი დონის ავსტრალიეკლი სპეციალისტით

• glaxuna

რაღაც ძალიან შეუჩნდნენ მილტონს ჯერ მოთხოვეს-შეთანხმდნენ ახალგაზრდების თამაში-გამოცდა,მერე ცოტა რომ ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ა დ შედეგი ისე არ დადგა,როგორსაც ველოდით...აკრიტიკებენ ?! რუმინეთთან 7-8 წაგება ა რ არის არანაირად საგანგაშო...მით უმეტეს არასრულყოფილი 1-ლი და მე-3-ე ხაზით (!) ჯერ ერთი რუმინეთი არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები და მათაც აქვთ სპორტული ღ ი რ ს ე ბ ა და მით უმეტეს რაგბისადმი...მეორეც, ეს თამაში იყო მათი მ ა ქ ს ი მ უ მ ი,ხოლო საქართველოსათვის ...როტაციული (!) დარწმუნებული ვარ თბილიში მინიმუმ 20 ქულით მოუგებს სწორად მილტონის საქართველოს ნაკრები! ვ წ უ ხ ვ ა რ ხელისუფლება არ ჩაერიოს რაგბის საქმეში,თავისი არაკომპეტენტურობით,ნეპოტიზმით,კარიერისტული ბუნებით ...(ეს უკვე თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო დ გამოჩნდა- 20- წლამდე მსოფლიო ჩემპიონატისადმი უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო დამოკიდებულებით ,თითქმის ა რ ა ფ ე რ ი თუ მიზანმიმართულად ვ ე რ ა ფ ე რ ი გააკეთეს ინფრასტრუქტურისათვის!) ... ან რომელი მაღალკვალიფიციური მწვრთნელით შეცვლა უნდათ ?! რომელიც ისევ შერკინებაზე რომ აიღებს ორიენტირებას..შ ე დ ე გ ე ბ ი ს დადებისათვის ?! და მოედანზეც რომ არ შევა ბიჭებთან ერთად სავარჯიშოდ ?! ანუ ხარისხობრივად რომ რეალურად ჰეიგა-მდე დონეზე დავიდეთ ?! ვწუხვარ იმასაც ,მიზანმიმართულად მთლად არ დ ა ა მ უ ხ რ უ ჭ ო ნ ქართული ეაგბი (დაფინანსება ფაქტიურად შეუმცირეს,ანუ თითქმის გაუნახევრეს,ლარის კურსის დაცემის გამო !) და ურუსეთის დონეზე არ დავიდეთ,ვიმეორებ მ ი ზ ა ნ მ ი მ ა რ თ უ ლ ა დ, რა მიზანიც ა მ ო ძ რ ა ვ ე ბ თ მხოლოდ რუსეთს (!) შეიძ;ება ვაჭარბებ,მაგრამ... ვნახოთ,ვნახოთ ამერიკაში ტურნეს შედეგებიც!

• murtalo

ეროვნული ნაკრების ბევრი ვარცკვლავი სავარაუდოდ სანაკრებო კარიერას მომავალი მსოფლიო თასის გათამაშების შემდეგ დაასრულებს და ზუსტად რომ მილტონ ჰეიგის დამსახურება იქნება რომ ამით გამოწვეულ ცვლილებებს მზადყოფნაში შეხვდება ნაკრები. ჰეიგის გაშვება დღეს შეცდომად მიმაჩნია, ნაკრების მწვრთნელი ჩამოყალიბებულ მორაგბეს ბურთის დაჭერას და გაუმართლებელი ჯარიმების თავიდან აცილებას ვერ ასწავლის, მიუხედავად ამისა ასეთი შეცდომების რაოდენობაც მცირდება. ხელდახელ თამაშში რომ წინსვლაა ესეც თვალსაჩინოა. ჩემი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში ჰეიგი საქართველოდან გასაშვები არაა და თუ შემდეგ ციკლამდე აცალეს, შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს ან სარაგბო აკადემიას ჩავაბარებდი, რომ ის უნარ-ჩვევები, რაც ბავშვობიდან უნდა ჰქონდეთ მორაგბეებს სისხლში გამჯდარი, ბევრად სისტემურ ხასიათს მიიღებს და შედეგებიც არ დააყოვნებს. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში სამუშაოდ არ წამოვლენ თუნდაც ფინანსების და ქვეყანაში სოციალური პრობლემების გამო. აქ შესაძლოა ისეთი მწვრთნელი ჩამოვიდეს, ვისაც უდიდეს ამბიციასთან ერთად სარაგბო სამყაროსათვის ბევრი აქვს დასასაბუთებელი, ამისთვის კი საქართველოს ნაკრები საუკეთესო არჩევანია. ასე რომ ორი წლის თავზე სწორედ ასეთი, ახალგაზრდა მწვრთნელის მოძებნაა საჭირო, რომელიც ტოპ მწვრთნელობაზე აცხადებს პრეტენზიას და ეს დასამტკიცებელი აქვს.

• gogig

რაგბის ევროპის თამაშებში რამდენიმე კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა. მათთვის ეს უდიდესი სკოლა იყო. ივნისის ტესტებშიც უნდა მივცეთ მათ თამაშის საშუალება. მთლიანობაში, თამაშის ხარისხი, რათქმაუნდა არ იყო სასურველი. ამასთან, ნუ იფიქრებთ, რომ ჰეიგის ხელფასით ძალიან მაღალი დონის მწვრთნელის მოწვევას შევძლებთ. ფინანსები გადამწყვეტია ბევრი მიმართულებით. იქნებ მთავრობამ ყური შეიბერტყოს და ფული გამოძებნოს. ნუ დაგვიჩაგრავთ რაგბის - ის ჩვენი თამაშია.

• mamulo

ჩემი აზრით სწორს ამბობს ბატონი გოჩა,განიხილავენ წლის ბოლოს შედეგებს ,თუ როგორ ჩაატარებს ნაკრები წლევანდელ ტესტებს და იმის მიხედვით გადაწყდება წავიდეს თუ დარჩეს ჰეიგი.მე ვფიქრობ ,რომ უნდა წავიდეს,არა წაგების გამო,არამედ ჰეიგმა ამოწურა თავისი თავი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე(6 წელი თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლია საკმაო დროა).საჭიროა ახალი,უფრო მაღალ კვალიფიციური ახალზელანდიელი მწვრთნელი,რათა გაგრძელდეს იგივე სტილის რაგბის თამაში,ოღონდ უფრო მაღალ დონეზე .

• გასაშვებია

მარტო რუმინეთთან თამაში არ არის პრობლემა. ბოლო თამაშები ავიღოთ ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული. გუნდი დგას და არავითარი განვითარება აღარ ეტყობა. არადა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას ქართულ რაგბს. ან დღითიდღე უნდა მოუმატოთ, რომ მსოფლიო რაგბიმ დაინახოს ჩვენი განვითარებს და საშუალება მოგვცეს უფრო მაღალ დონეზე თამაშის, ან პირიქით უკან წავალთ და რუმინეთივით დაგვემართება. დრო იყო რუმინეთი ფრანგებსაც უგებდა და იტალიას ხო საერთოდ არაფრად თვლიდა და დღეს ხომ ხედავთ როგორ ჩამორჩა. მილტონი გასაშვებია, აშკარად არ ყოფნის დონე, გუნდს არავითარი ტაქტიკა არ გააჩნია. მადლობა და გაუშვათ, თორემ უკან დახევს გუნდს.უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება და იგივე ხელფასზე რაც მილტონს აქვს მრავალი ტრენერი მოიძებნება ევროპაშიც და კუნძულებზეც უფრო მაღალი დონის, რომლებიც დიდი სიხარულით იმუშავებენ ჩვენს ნაკრებთან.

• მდა

ფინანსებს გულშემატკივარიც შეაგროვებს საჭიროა შეიქმნას გამჭირვალე ფონდი საიდაც ყველა შენატანი და ხარჯი გამჭირვალედ აისახება. თვეში თითო ლარის შეტანაც რომ შეძლოს ქომაგმა წლის განმავლობაში 10 მილიონით მაინც გავზრდით რაგბის ბიუჯეტს

• მდა

ფინანსებს გულშემატკივარიც შეაგროვებს საჭიროა შეიქმნას გამჭირვალე ფონდი საიდაც ყველა შენატანი და ხარჯი გამჭირვალედ აისახება. თვეში თითო ლარის შეტანაც რომ შეძლოს ქომაგმა წლის განმავლობაში 10 მილიონით მაინც გავზრდით რაგბის ბიუჯეტს

მილტონის გაშვებაზე საუბრი წაგებული თამაშის გამო არასწორია. შარშან მამუკა გოგრგოძემაც იგივე აზრი გამოთქვა როცა ახალგაზრდების როტაციაზე ისაუბრა. ფაქტია ჰეიგის ხელში გუნდმა ყოველმხრიმ მოუმატა. რაც შეეხება ქართული კლუბების ევროტურნირში მონაწილეობას თავისთავად მისასლმებელია. აღნიშნული ინტერესს და მაყურებელთა დასწრებას კიდევ უფრო გაზრდის.

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

საქართველოს რაგბის კავშირმა რიგგარეშე ყრილობაზე ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

დღეს საქართველოს რაგბის კავშირი 2015 წლის რჩეულებს დააჯილდოებს

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

გოჩა სვანიძე: აუდიტის დასკვნას გავასაჯაროებთ

დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო

20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ...

მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა

ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?

"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]

პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან

მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს

საქართველოს რაგბის კავშირი რაგბის განვითარებისთვის მილიონ ლარს მიიღებს

rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ

ზურაბ ამონაშვილი: საფრანგეთთან კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ

გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს

"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე

ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა

ორი კლუბი ევროთასებზე - ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან

რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს

18 წ. | ზურაბ ამონაშვილი: ზედმეტი ემოციებისთვის დავისაჯეთ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან