"მინდა მჯეროდეს, რომ გიორგი ჭანტურია თავის სიტყვას კიდევ იტყვის"
სეზონის დაწყებამდე ფავორიტობის რამდენიმე კანდიდატს განიხილავდნენ, მაგრამ მათ შორის თბილისის "ლოკომოტივს" არავინ ახსენებდა. არადა, ეროვნულ ლიგაში 5 ტურის შემდეგ "რკინიგზელები" 10 ქულით პირველ ადგილზე არიან და ძალიან ლამაზ, შედეგიან ფეხბურთს თამაშობენ.

ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდთან "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა საინტერესო განცხადებები გააკეთა:

"მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ და ვფიქრობ, სეზონის სტარტს გუნდი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა ფიზიკურად, ტექნიკურ-ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად. სრული კმაყოფილების საფუძველი მაინც არ მაქვს, რადგან "ლოკომოტივს" გრძელი სათადარიგოთა სკამი არ აქვს, ყველა სასურველი ფეხბურთელის დამატება ვერ შევძელით და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ვიზრუნებთ.

"საბურთალოსთან" მარცხიც მოკლე სკამმა გამოიწვია - ცვლილებების განხორციელების შემდეგ ჩვენი თამაშის ხარისხი, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა. მაგრამ "ლოკომოტივის" სისტემა მუშაობს და ახალ თაობებს ზრდის.

ცხადია, ვისურვებდით, რომ ასაკობრივ ნაკრებებსა და უცხოურ კლუბებში ჩვენი მეტი აღზრდილი მოხვდეს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მთავარ გუნდში ჩვენი აღზრდილები დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანს: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაა. დარწმუნებული ვარ, ამას წარმატებით გავართმევთ თავს და სეზონის ბოლოს ღირსეულ პოზიციაზე ვიქნებით", - ამბობს დევდარიანი.

მან ახლებური ფორმატით მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზეც ილაპარაკა:

"ძალიან დაძაბული მატჩებია, თითოეულ ქულას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუმცა დაძაბულობა დონეს ყოველთვის არ აღნიშნავს. ერთი ხელის მოსმით დონის ამაღლება წარმოუდგენელიც არის. იმედია, ჩვენი ჩემპიონატი აღმასვლის გზას ეტაპობრივად დაადგება.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის გაშუქებას დიდი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდება. თანამედროვე მიდგომებისა და შეფუთვის გარეშე ხომ პროგრესზე საუბარიც ზედმეტია. დადებითი ტენდენციები საგრძნობია, მე კი ორ ძირითად ასპექტს გამოვყოფ - მსაჯობის დონე ამაღლებულია. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული და ამის გამო ვერავის გავკიცხავ, მიკერძოებას კი ვეღარ ვამჩნევ;

მეორე სასიამოვნო ტენდენცია - ეროვნულ ლიგაში გარიგების ეჭვი ერთ მატჩსაც კი არ დაჰკრავდა. ამის არდანახვა არ შეიძლება.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს წინსვლისთვის საჭირო ნიადაგის მომზადებას. კარგია, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ამხელა ყურადღება ექცევა. ხალხი სტადიონზე უნდა დაბრუნდეს, ეს პროგრესისთვის დიდი ბიძგი იქნება. წლებია, უამრავი პრობლემაა ბავშვთა ფეხბურთში, ქართულმა ფეხბურთმა სტადიონები დაკარგა. ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ.

ირგვლივ სულ ნეგატივია - თამაშები მოვიგეთ და ინტერნეტში ჩემი მისამართით მაინც ნეგატიურ კომენტარებს ვკითხულობ. წარმოდგენაც არ მინდა, რას წავიკითხავ წაგების შემთხვევაში. ეს მიდგომა ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს".

კითხვაზე - თუ ფიქრობს სანაკრებო ფეხბურთში დაბრუნებაზე, თბილისური კლუბის დამრიგებელმა უპასუხა:

"ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივია საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. სანაკრებო საქმიანობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. როცა ეს შანსი მეძლეოდა, მთელი სულითა და გულით ვცდილობდი საქართველოს წარმოჩენას. სხვა საქმეა, როგორ გამომდიოდა...

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, "ლოკომოტივში" მუშაობა ჩემთვის არანაკლები გამოწვევაა და როგორც მწვრთნელს, შემიძლია ვთქვა, რომ აქ საკუთარი თავის რეალიზება შემიძლია".

დევდარიანის თქმით, თურქეთის სუპერლიგის "ტრაბზონში" გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ შესძინა:

"შოთა არველაძემ საშუალება მომცა, ახალი გამოწვევა მიმეღო. ახლოდან ვნახე სხვა ფეხბურთი, სხვა დონე, სხვა სისწრაფეები, სხვა წნეხი. საწყენია, რომ ჩემი თურქული კარიერა დიდხანს არ გაგრძელდა, იყო გულისწყვეტის მომენტებიც, რის გარეშეც ფეხბურთი არ არსებობს.

მთლიანობაში, იქ გატარებულმა პერიოდმა ბევრი მასწავლა და ჩემი, როგორც მწვრთნელისა და ადამიანის თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა".

გამოცდილი სპეციალისტი ბევრი ცნობილი მოთამაშის ბავშვობის მწვრთნელი ყოფილა. სამწუხაროდ, მათმა ნაწილმა შესაძლებლობების რეალიზება სრულად ვერ შეძლო, ნაწილმა კი იმედები საერთოდ ვერ გაამართლა. დევდარიანი ღიად ლაპარაკობს, ვის პროგრესს გამოარჩევდა და ყველაზე მეტად ვისზე სწყდება გული:

"ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ გოჩა ხოჯავამ და გიორგი ჭანტურიამ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს. მე ხომ ყველაზე უკეთ ვიცი, ხოჯავა რა შესაძლებლობების პატრონი იყო. სამწუხაროდ, მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება.

მართალია, ჭანტურიამ წლები გაანიავა, მაგრამ მისი იმედი ჯერ არ დამიკარგავს და მინდა მჯეროდეს, რომ თავის სიტყვას კიდევ იტყვის. საწყენია, რომ ახლა მძიმე ტრავმის გამო ვერ თამაშობს. ვისურვებდი, რომ ეს დაბრკოლება გადალახოს და ბოლოს და ბოლოს, დაგვანახებს, რომ მის მიმართ ამხელა მოლოდინი ფუჭად არ გვქონია.

რაც შეეხება წარმატებულთა კატეგორიას: ქართული ფეხბურთისთვის მესი და რონალდო არ გამიზრდია, მაგრამ ღმერთია მოწმე, საქმეს პირნათლად ვემსახურებოდი და ნიჭიერი ბიჭების ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის არაფერი დამიშურებია.

ბედნიერი ვარ, რომ ვაკო ყაზაიშვილსა და დავით ხოჭოლავას დღეს წარმატებული კარიერა აქვთ, საქართველოს ჩემპიონატში გამოირჩევა გიორგი ხარაიშვილი, წინ მიიწევენ ჯიმი ტაბიძე და ლაშა პარუნაშვილი. მჯერა, რომ ჩემი იმედების გამართლებას ლუკა ზარანდიაც დაიწყებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
კარგი რაა გელა,უფულობის გამო დაეშალა გუნდი არველაძეს და ხელფასიც მე მგონი არ აუღია,თუ კომპენსაცია,ზუსტად არ მახსოვს და დევდარიანიც საქმეზე ორიენტირებული მწვრთნელია,სად ნახე,სად გამოეკიდა გიორგი ფულსა და თანამდებობას?კარგს რომ არ დაუნახავ ადამიანს,მერე მისგან ცუდი აღარ უნდა გეწყინოს,მაგრამ დევდარიანს ეგეც არასოდეს უკადრია,ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი. კარგი მწვრთნელი და ადამიანია გიორგი დევდარიანი და წარმატებებს ვუსურვებ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.
kaxa
წარმატებები გიო. ჩემპიონის ტიტული მომელოცოს. გაიხარე.
gori
როგორ მენატრება დევდარიანის დილა
dato
გიორგი შენ მართლა მაგარი კაცი ხარ, მერე მაგარი მწვრთნელი, შენი იმედი ყველა ჭეშმარიტ ქომაგს აქვს. გაიხარე და გაახარე ქართველი ქართული ფეხბურთით, ახალი ვარსკვლავებით. შენი გვჯერა ჩვენ.
კახა ქირია
შურიანი და ბოროტ ადამიანები არ გამოილევა,ასე რომ არ მიაქციო ყურადღებ.მთავარია შენ ხომ იცი რა და როგორ,უფლის წინაშე ვიყოთ მართლები.ყოველთვის მომწონდა თავის ხედვებით და საქმისადმი მიდგომით.წარმატებები!!!
status quo
სამწუხაროდ,დევდარიანი დაუფასებელი მწვრთნელია.ვენგერივით, ჩააბარეთ ერთი გუნდი და რამდენიმე წელი არ გაიხედოთ მისკენ....
fexburteli
ყველასგან გამორჩეული პირში გეტყვის რას ფიქრობს შენზე და ხისტი ხასიათი ჩვენში ცუდი გონიათ წარმატებები ჩემო უფროსო მეგობარო
ქომაგი
ამი გაწვრთნილი გუნდის თბილისის თამაშის ნახვა მართლაც რირდა სტადიონზე, მოძრაობდნენ, უბურთოდ თუ ბურთიანაც და განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. მახსოვს ლეგიასთან თბილისში 0-1 წააგეს მაგრამ ისე ითამაშეს, ბოლოს მაყურებელმა ჩვენები მიუხედავად წაგების თავდადებისა და სწორი ფეხბურთისათვის ფეხზე ამდგარმა ტაშით გააცილა...
mamuka09ze
მე ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს, ის მომავალშ ნაკრების მწვრთნელადაც მესახება. დადებითი აურის მატარებელი კაცია.
gela
რეზო ცჰაცკობის რამოგახსენო მაგრამ ერტი ვიცი რომარველაძეებმა მოკლევადიანი ფული აშოვნინეს ეჰჰ საცოდავო ქართულო ფეხბურთო ამ მართლა ვიგინდარა მცვრთნელების ხელშისაიდან მოვიდნენ ვინ მოიკვანა
Rezo
ყველაზე წესიერი და პატიოსანი მწვრთნელია,ვერავინ იტყვის რომ ჩაწყობით სასტავში ვინმე აუყვანია ან დაუჩაგრია კარგი ფეხბურთელი,ფეხბურთიც კარგად ესმის და გაგრია არაა ბევრივით-წარმატებებს ვუსურვებ
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები
ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ქართველები ევროპა ლიგაზე - კიტეიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა
შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება
უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...