ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა "არსენალში" დიდ ცვლილებებს გამოიწვევს
"კრისტალ პალასთან" სამარცხვინო წაგების (0:3) შემდეგ "არსენალის" მწვრთნელის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა დღის წესრიგში. სრულიად რეალურია საფრთხე, რომ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან...

ეს კრახი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კლუბის სალარო ვერ მიიღებს სერიოზულ შევსებას. რომ გავიაზროთ, რა დანაკარგებზეა ლაპარაკი, მაგალითად მოვიყვანოთ 2015/16 წლების სეზონი, როცა "არსენალმა", მარტო ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტიდან, 45.6 მილიონი ფუნტი მიიღო. ამ არხის გადაკეტვა ავტომატურად მოასწავებს სახელფასო ფონდის შეკვეცას და ლამის 100-პროცენტიანი ალბათობით - ალექსის სანჩესის გაყიდვას.

უკვე შეიცვალა მწვრთნელთან დამოკიდებულება. თუკი ადრე ითქვა, რომ სეზონის ბოლოს ვენგერი თავად გააკეთებდა განცხადებას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გუშინ დაიწერა, რომ მწვრთნელის საკითხით კლუბის დირექტორატი დაკავდება და საბოლოო ვერდიქტის თაობაზე მაისის მიწურულს გამოცხადდება.

როგორც ჩანს, ვენგერის 21-წლიანი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. თუმცა კლუბს არ სურს, რომ ფრანგ სპეციალისტთან განშორებას სკანდალის სახე მისცეს. ყველა ვარიანტში, მოსიე არსენს ღირსეულად დაემშვიდობებიან. მის მიმართ პატივისცემა აშკარად ჩანს "არსენალის" ბოსების განცხადებებში.

თუმცა თვალს ვერავინ დახუჭავს იმაზე, რომ "არსენალის" მწვრთნელს დაუპირისპირდა ფანების დიდი ჯგუფი, რის დადასტურებადაც ვხედავთ საპროტესტო მსვლელობებსა თუ ბანერებს პრემიერლიგის მატჩებზე. ინტერნეტგამოკითხვით ირკვევა, რომ ვენგერის შეცვლას მოითხოვს გულშემატკივართა 78 პროცენტი.

ცვლილებები აუცილებლად იქნება და, მათ შორის, ხელმძღვანელობაშიც. "დეილი მეილის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პირველი საფეხბურთო დირექტორის (ინგლისური კლუბების იერარქიაში ასეთი თანამდებობაც არის) პოსტზე ჰოლანდიელი მარკ ოვერმარსი ინიშნება.

ის უცხო კაცი არ არის "არსენალში" - 1997-2000 წლებში მან ლონდონური კლუბის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა, 1998 წელს კი გუნდთან ერთად დუბლსაც შესწვდა.

ამ პოსტზე ესოდენ ცნობილი და პატივსაცემი ფიგურის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ "არსენალის" უფროსობა წმინდა სპორტულ მხარეს მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქცევს და ვეღარ იქნება ისე, როგორც - "არსენიზმის" ეპოქაში. მწვრთნელისა და ტრანსფერების საკითხი უშუალოდ ახალი საფეხბურთო დირექტორის მისახედი და პასუხსაგები სფერო იქნება.

გარდა ოვერმარსისა, "არსენალის" უფროსობა დაინტერესებულია "დორტმუნდის" ამჟამინდელი სპორტული დირექტორის (წარსულში - გუნდის კაპიტნის), მიხაელ ცორკის საქმიანობითაც. ისეთი პირი უჩანს, გერმანელი ოვერმარსის კონკურენტი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
[VIDEO] "არსენალი" 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
ოვერმარსი გადადგა - ის თანამშრომლებს თავისი სასქესო ორგანოს სურათებს უგზავნიდა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ოვერმარსი: "აიაქსი" კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის
"აიაქსის" გამარჯვებით გახარებული ოვერმარსი მოედანზე გასრიალდა და ვან დერ სარისგან პანღური მიიღო [VIDEO]
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"ბარსელონას" 10 ყველაზე ძვირი ტრანსფერი - ჩიგრინსკიდან სუარესამდე
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება