კლივლენდში მოგება დიდი სენსაცია იყო
იმის გათვალისწინებით, როგორ გაანადგურა პირველ ორ მატჩში "კლივლენდმა" "ბოსტონი" მისსავე მოედანზე, აგრეთვე იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ "სელტიქსმა" პლეი ოფის ბოლომდე დაკარგა თავისი ლიდერი აიზია ტომასი, გუშინ ბოსტონელთა მოგება კლივლენდში უდიდეს სენსაციად უნდა შეფასდეს.

ტომასის ადგილი სასტარტოში მარკუს სმარტმა დაიკავა და ამ შეცვლამ გაამართლა. "ბოსტონის" "მეექვსემ" 27 ქულა დააგროვა, შვიდი სამქულიანი ჩააგდო და კარიერაში საუკეთესო ინდივიდუალური გამოსვლა აჩვენა. მაგრამ იმისთვის, რომ ეს სტატისტიკური მიღწევები წყალში არ ჩაყრილიყო, "ბოსტონს" უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა - მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6.5 წუთით ადრე, სტუმრები 21 ქულას აგებდნენ და ყველაფერი ზედიზედ მესამე განადგურებისკენ მიდიოდა.

პირველად ამ პლეი ოფში, "კლივლენდი" თავისი ლიდერის ლებრონ ჯეიმსის გარეშე მიიწევდა წინ. "მეფე" მწყობრში იყო, უბრალოდ, თამაში არ მისდიოდა და "დიდ ტრიოს" სხვა წევრებს მშვიდად უყურებდა - როგორ მიჰყავდათ მათ საქმე მესამე გამარჯვებამდე.

ლებრონის გარეშე მიღწეულმა 20-ქულიანმა უპირატესობამ მასპინძლები მოადუნა და "ბოსტონს" ორი წუთი ეყო თამაშში გარდატეხის შესატანად. მოკლე დროში სმარტმა ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელებს შემდგომ გმირობებზე აღმაფრენა მისცა. "კლივლენდს" სამქულიანების წვიმა დაატყდა თავს, თავად კი ზედიზედ აცილებდა შორეულ ტყორცნებს. სად იყო ამ დროს ლებრონ ჯეიმსი? მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა - 13 ტყორცნიდან მხოლოდ ოთხი მოათავსა კალათში, 11 ქულა დააგროვა და ექვსჯერ დაკარგა ბურთი.

ბოლოსკენ ქულა ქულაში მიდიოდა თამაში. ჰორფორდის სამქულიანს ჯეი არ სმიტმა უპასუხა, იონას ჟერებკოს შორეულ ტყორცნას კი კაირი ირვინგის ფარქვეშ შესვლა მოჰყვა - 108:108. ბოლო შეტევისთვის დრო "ბოსტონს" დარჩა. სტივენსმა გუნდს მარტივი კომბინაცია დაუხაზა. ეივერი ბრედლის რამდენიმე წამი დასჭირდა პერიმეტრზე ასასვლელად, ტრისტან ტომპსონის ჩამოსაცილებლად და ღია სამქულიანის სასროლად - 111:108 და "ბოსტონმა" პლეი ოფის მთავარი სენსაცია მოახდინა.

"კლივლენდმა" მიმდინარე პლეი ოფში პირველად წააგო და შეწყდა მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია.

კლივლენდი-ბოსტონი 108:111

35:24, 31:26, 21:32, 21:29

კ: ირვინგი (29+7 პასი), ლავი (28+10 მოხსნა), ტომპსონი (18+13 მოხსნა), სმიტი (13+8 მოხსნა), ჯეიმსი (11+6 პასი).

ბ: სმარტი (27+7 პასი), ბრედლი (20), ჰორფორდი (16+6 პასი), ოლინიკი (15), კრაუდერი (14+11 მოხსნა), ჟერებკო (10).

სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

david
რამდენიმე დღე მოგეცადათ და მერე დაგეწერათ ამის შესახებ. მეტი ყურადღება კალათბურთს. მეტი ყურადღება კალათბურთს. მეტი ყურადღება კალათბურთს.
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
მარკუს სმარტი: "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ დედამ დამირეკა, ის მიყვიროდა და მეჩხუბებოდა
ირვინგმა ყოფილი გუნდი დაასამარა, "ბრუკლინის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
"მათ გუნდს სისუსტე არ გააჩნია..." - კარი სუპერფინალის წინ მეტოქეს აფასებს
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია