სერბეთის პრიმერა ლიგის გუნდის, "შაბაცის" ღირსებას ქართველი წყალბურთელები დაიცავენ
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი მესხი ორი წელიწადია, სერბეთის პრიმერა ლიგაში გამოდის. ჯერ ნოვი სადის "დუნავში" თამაშობდა, შემდეგ ამავე ქალაქის "ვოივოდინაში" მიიწვიეს. მის შემადგენლობაში წლეულს გიორგიმ სერბეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

პირველ ადგილზე ბელგრადის "პარტიზანი" გავიდა, ბრინჯაოს მედალი "ცრვენა ზვეზდას" ხვდა. მეოთხე ადგილი ქალაქ შაბაცის ამავე სახელწოდების გუნდს ერგო.

და აი, ახალი სეზონი მესხმა სწორედ ამ კლუბში დაიწყო. მასთან ერთადაა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი ნიკოლოზ შუშიაშვილიც.

"შაბაცი" 1990 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინათ ქალაქში საცურაო აუზი დახურეს, კლუბს პრობლემები შეექმნა და მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. ჯერ ნოვი სადს შეაფარა თავი, ბოლო სამი სეზონი ქალაქ ობრენოვაცის აუზში ატარებდა საშინაო შეხვედრებს. ამ ცოტა ხნის წინათ კი დამთავრდა ქალაქის დახურული საცურაო აუზის რეკონსტრუქცია და გუნდიც მშობლიურ ბუდეს დაუბრუნდა. მის მესვეურებს ახალ სეზონში დიდი მიზნები აქვთ დასახული: ორ ფრონტზე იბრძოლებენ - სერბეთის პრიმერა ლიგასა და ადრიატიკის ლიგაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტოპ-გუნდები თამაშობენ ამიტომაც გაძლიერება გადაწყვიტეს.

- წლეულს, სეზონის ბოლოს ნოვი სადში "შაბაცის" ძლევის შემდეგ "ვოივოდინამ", რომლის შემადგენლობაშიც მე გამოვდიოდი, სერბეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, - გვითხრა გიორგი მესხმა, რომელსაც გუშინ სერბეთში შევეხმიანეთ. - სწორედ მაშინ გადაწყდა ჩემი "შაბაცში" გადასვლის საკითხიც, რადგან ახალ კლუბში ბევრად უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ქალაქის რეკონსტრუირებული საცურაო აუზი ერთ-ერთი საუკეთესოა არამხოლოდ სერბეთში.

მე და ნიკა შუშიაშვილი აქ სექტემბრის დასაწყისში ჩამოვედით. ოროთახიანი ბინა დაგვიქირავეს. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ამხანაგურ მატჩში სერბეთის პრიმერალიგის წევრ "ვალიევოს" ვუმასპინძლეთ და დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. სამი ბურთი მე გავიტანე.

კარგი მწვრთნელი გვყავს. სეზონს 7 ოქტომბერს დავიწყებთ - ადრიატიკის ლიგაზე შინ ხორვატიის "სოლარის" შევხვდებით. ვეცდებით, წყალბურთს მონატრებული შაბაცის ქომაგები გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
გიორგი მესხისა და ნიკოლოზ შუშიაშვილის დებიუტი "შაბაცში" ადრიატიკის თასზე შედგა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
U19. წყალბურთი: ფინალურ ეტაპზე საქართველო და სლოვაკეთი ითამაშებენ
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები: ლეგიონიც მოგვიმრავლდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!