დღეს, 7 მარტს, კალიფორნიაში სტარტს აიღებს "ინდიან უელსის" ტურნირი, რომელზეც ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ითამაშებს.

27 წლის ქართველი ასპარეზობაში მეორე წრიდან, 1/32-ფინალიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე ინდოელ პრაინეშ გუნესვარანსა (97-ე ადგილი ATP-ის რეიტინგში) და ფრანგ ბენუა პერის (69) შორის გამარჯვებული იქნება.

1/16-ფინალში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილი შესაძლოა ხორვატ ბორნა ჩორიჩს (11), 1/8-ფინალში - ავსტრიელ დომენიკ ტიემს (8), მეოთხედფინალში კი მსოფლიოს პირველი ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდეს.

"ინდიან უელსს" ტრავმის გამო დააკლდება ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

რაც შეეხება წინა წლებში "ინდიან უელსზე" ბასილაშვილის გამოსვლებს, შარშან ის ტურნირს პირველივე წრეში, ამერიკელ ტენის სანდგრენთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოეთიშა, 2017 წელს კი ასევე პირველ წრეში, ბარბადოსელ დერიენ კინგთან 5:7, 5:7 დამარცხდა.

პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, 27 წლის ქართველი 47 170 აშშ დოლარს და 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს, გათამაშების მთლიანი საპრიზო თანხა კი მიმდინარე წელს 9 035 428 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ბასილაშვილი დუბაის "მასტერსის" მეოთხედფინალში ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა (6:4, 2:6, 6:7).

დათო
02:00 სთ-ზე ( ღამის 2 სთ-ზე) იწყება შეხვედრა!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
ინდოელს ხვდება 10 მარტს, რომელმაც ბენუა პერი ორ სეტაში, 7:6,6:4, დაამარცხა!!! რაც შეეხება ჩორიჩს, ის შეხვდება ივო კარლოვიჩს, რომელმაც ასევე ორ სეტში, 7:6,7:6, დაამარცხა ებდენი!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
ინდოელს ხვდება 10 მარტს, რომელმაც ბენუა პერი ორ სეტაში, 7:6,6:4, დაამარცხა!!! რაც შეეხება ჩორიჩს, ის შეხვდება ივო კარლოვიჩს, რომელმაც ასევე ორ სეტში, 7:6,7:6, დაამარცხა ებდენი!!! წარმატებები ნიკას!!!
semi
ნუ შედარებით უკეთესი ბადეა თუ ჯოკოვიჩამდე გასავლელ გზას შევადარებთ. პენუა გამოვარდება დარწმუნებული ვარ.
დათო
ალბათ ბენუა პერს შეხვდება და წესით უნდა გაიაროს!!! ჩორიჩმა ივო კარლოვიჩს ან ებდენს უნდა მოუგოს, რაც არც ისე მარტივი იქნება!!! ჯოკოვიჩს შეიძლება შეხვდეს 1/4 ფინალში და არა1/8 !!! ჩემი აზრით კარგ ბადეში მოხვდა!!! წარმატებები ნიკას!!!
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
კორონავირუსის გამო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი გაუქმდა - 8 მარტის დაიჯესტი
სერენა უილიამსი ინდიან უელსში ბრუნდება
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნიკოლოზი ძველ ფორმას იბრუნებს - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ასეთი რამ გინახავთ? - ზვერევისა და ალკარასის მატჩი უცნაური მიზეზით შეწყდა [VIDEO]
წელს პირველი გამარჯვება ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში - ბასილაშვილმა მერიდას სძლია და მსოფლიოს მე-6 ნომერზე გავიდა
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
ინდიან უელსის ტურნირზე დასასწრები ბილეთების ფასი გაიზარდა
"არასდროს ვფიქრობ, რომ ჩემი თამაში საკმარისი იქნება ტურნირის მოსაგებად" - კარლოს ალკარასი