შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი გიგა კუხალაშვილი კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს. გთავაზობთ მას უცვლელად:

"მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ჩვენი ექიმების სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვირუსთან ბრძოლაში და საჯაროდ გამოვხატო მათ მიმართ ჩემი აღფრთოვანება. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე არ ველოდი ჩვენი მედიცინასგან ასეთ შედეგებს მტერთან - სახელად "კორონასთან" ბრძოლაში; მტერთან, რომელიც დღეს ებრძვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კაცობრიობას! ქედს ვიხდი თქვენ წინაშე!

მე არასდროს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება და ყოველთვის ვიკავებ თავს ამა თუ იმ პარტიის შესახებ საუბარზე, მაგრამ დღეს მინდა გამოვეხმაურო როგორც მმართველი, ასევე სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ქმედებებსა და განცხადებებს. თურმე ვირუსი ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ მომესმინა სიტყვები: "დღეს ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე". ალბათ სადმე პარალელური სამყაროს საქართველოში (თუკი ასეთი არსებობს), არ არის ოპოზიცია და პოზიცია და ყველას ერთი გეზი აქვთ აღებული, იყოს ეს თუნდაც სწორი და თუნდაც არასწორი გზა. მე ვწერ ამას, როგორც ერთიანობას მოწყურებული ადამიანი!

ასევე, ჩემთვის რა თქმა უნდა გასაგებია და სრულიად ვეთანხმები იმას, როდესაც არ ასაჯაროებენ იმ პიროვნებების პირად მონაცემებს, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს, მაგრამ მე მოვითხოვ და ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ გასაჯაროვდეს ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი თავისი ფოტოებით, რომლებიც შეგნებულად არღვევენ კარანტინისა და შიდა იზოლაციის წესებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიცნობდეთ ამ პრო#ებს! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის არ უნდა ჩამოვართვათ ხელი, როგორც ვაჟკაცს და ვის არ უნდა ვუწოდოთ ქართველი მანდილოსანი. 3000 ლარი ჯარიმის სახით - ეს არის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის საფასური, რომელიც სრულიად შეუსაბამოა დანაშაულთან ქვეყნისა და ერის წინაშე!" - დაწერა მებრძოლმა საკუთარ "ფეისბუქანგარიშზე".

ნიკა
ყოჩაღ გიგა. მე ცოტას დავამატებ, ეგეთ არსებებზე როგორც ცოფიან ძაღლზე ისე უნდა ფიქრობდეს ყველა. სადაც გადაეყრება ადამიანს უნდა ჰქონდეს მათი ლიკვიდაციის უფლება. აუცილებელი არ არის ტყვიით ან დანით მომკლას ვინმემ, ამისთვის უბრალოდ დაინფიცირებული არსების შეხვედრაც კმარა. რა აზრი აქვს რითი დამიპირებ მოკვლას? მათი ლიკვიდაცია თავდაცვისას აუცილებელი მოგერიების მიზნით. ეს არის მაგათი დიაგნოზი და სამართალი.
giga
ნარკოტიკის გამავრცელებელზე დიდი სასჯელი უნდა იყოს
გვერდშიდგომა
მართალია ეს კაცი!!!
ავთანდილი
აუცილებელია ეგ...
საზოგადოება
ერთი რინგი დავდგათ ინფექციურში.დვალიშვილი,დოლიძე და ეს კაცური კაცი ვამორიგეოთ შიგნით და ვინც კარანტინს დაარღვევს 5 წუთით შევუგდოთ ამ ბიჭებს :-)ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.ყველაფერი მაგრად იქნება
J
კარგი კაცი ხარ
Jk
კარგი კაცი ხარ
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
გიგა კუხალაშვილი: საქართველოს დროშა ყველგან თან დამაქვს
თბილისში MMA GFC-ის ვერსიით ჩატარებულ ტურნირზე 13 ბრძოლიდან 10-ში ქართველმა გაიმარჯვა
გიგა კუხალაშვილი ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლაზე: ვნახავთ ტონის მოგლეჯილ ხელს ან დაღესტნელის დაბნეულ სახეს
Palitravideo.ge: MMA-ს ორთაბრძოლის ექსკლუზიური კადრები რუსთავის ციხიდან [VIDEO]
შერეული ორთაბრძოლების ქართველმა სპორტსმენებმა მედლები ევრომაიდანს უძღვნეს
ვინ-ჩუნის ოსტატმა MMA-ს მებრძოლი გამოიწვია და 6 წამში ყრუდ დანოკაუტდა [VIDEO]
ინგილო მებრძოლმა ეკატერინბურგში რუსი მეტოქე დაამარცხა და ქართული დროშა ააფრიალა [VIDEO]
ურჩხული "ვენომი", სასტიკი ბეინი და შეუპოვარი მეომარი - ტომ ჰარდის სხეულის ტრანსფორმაცია