საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრები – 21 წლის გიორგი კორსანტია და 22 წლის გიორგი ტურძილაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებენ. ნაკრებთან ერთად თსუ-შიც თანაგუნდელმა პერსპექტიულმა კალათბურთელებმა კონტრაქტი საფრანგეთის MN 1 დივიზიონის გუნდებთან გააფორმეს. გიორგი ტურძილაძემ კლუბ “რუეილის” მაისურა მოირგო, ხოლო გიორგი კორსანტიამ – “კაენის”.

ორივე გუნდი საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონში თამაშობს და ამბიციიდან გამომდინარე, საფეხურით მაღლა მდგომ, PRO B-ში გადასვლას უმიზნებენ. შეგახსენებთ, რომ ორივე კალათბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გასულ თებერვალს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, შვეიცარიასთან ჰქონდა. ტურძილაძე სუპერლიგის ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატ თსუ-ს ქულებში (16.8) ლიდერობდა, ხოლო კორსანტია – მოხსნებში (11.5). ორივე მათგანს წარმატებული სეზონი ჰქონდათ და ცხადია, როგორც ქართული, ისე უცხოური კლუბებისგანაც არაერთი შემოთავაზება მიიღეს.

ორივე მათგანს საკუთარ კლუბში არაერთი ლეგიონერი დახვდება. კორსანტიას გუნდში 2 ლიეტუველი და 5 აფრიკელი კალათბურთელია, ხოლო ტურძილაძის “რუეილში” ამერიკელი, ბოსნიელი და შვეიცარიელი კალათბურთელები არიან.

გიორგი კორსანტია:

“წლევანდელმა კარგად ჩატარებულმა სეზონმა და ეროვნული ნაკრების რიგებში გამოჩენამ განაპირობა ევროპის სხვადასხვა გუნდის დაინტერესება, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანი შევაჩერე საფრანგეთში მოასპარეზე გუნდ "კაენზე", რომელთანაც უკვე გავაფორმე კონტრაქტი და შემდეგ სეზონში მის ღირსებას დავიცავ. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდ თსუ-ს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ კარიერულ წინსვლაში”.

გიორგი ტურძილაძე:

“2 კვირის წინ დამიკავშირდა ფრანგული კლუბი, რომელთანაც 2 დღის წინ გავაფორმე ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ნაკრებში გამოვლილმა პერიოდმა. იმ ორმა თამაშმა, სადაც, ასე ვთქვათ, უფრო გამოვჩნდი. ეს გუნდი არ არის პირველი დივიზიონის და მე მქონდა სხვა, უფრო ძლიერი დივიზიონებიდან შემოთავაზება, მაგრამ ამჯერად ვარჩიე ეს ლიგა, რომელიც რანგით მესამეა საფრანგეთში. ეს არ არის სუსტი დივიზიონი. ჩემთვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი იქ, რის შემდეგაც, უფრო რეალური შემოთავაზება მექნება ტოპ-ლიგებიდან”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

emba
სომხეთის მესამე დივიზიონის ცუმბიურლიუკში გადასულიყვნენ სჯობდა:)))))
ბმბ
ტურძილაძე ძალიან მომეწონა სერბეთთან, ისეთ რამეებს შემთხვევით ვერ გააკეთებ, ძალიან სასარგებლო იყო, წარმატებები!!!
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა
კორსანტიას ორმაგი დუბლი და "გოსტივარის" გასვლითი გამარჯვება
კორსანტიას 19 ქულა და 13 მოხსნა "გოსტივარს" სტუმრად გასამარჯვებლად არ ეყო
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში