საქართველოს 15 წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე რაგბის სკოლების მსოფლიო თასის მეორე სათამაშო დღეს პირველი შეხვედრა დათმო, მეორე მოიგო და 7 სექტემბერს მე-5 ადგილის ფინალში ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ ახალი ზელანდიის და რუმინეთის გუნდები დაამარცხა, ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და თასის 1/4-ფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის, მე-7 გუნდის სტატუსით გავიდა.

1/4-ფინალში ახალი ზელანდიის მეორე გუნდი შეგვხვდა. მეტოქემ თამაში ხისტად დაიწყო და მატჩის დებიუტშივე ორი ბიჭი ლურჯი ბარათით გამოგვაკლდა. ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ტურნირზე ვეღარ ითამაშებენ.

საბოლოოდ ზელანდიელებმა 3-1 მოიგეს და მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადავინაცვლეთ. იქ მონაკოს 7-კაცა შეგვხვდა, რომელმაც თავის ჯგუფში უელსი ჩატოვა და 9-4 დავამარცხეთ. შედეგად, მე-5 ადგილის ფინალში 7 სექტემბერს ინგლისის სკოლას ვეთამაშებით.

15-წლამდელთა 7-კაცას სასკოლო მსოფლიო თასზე თამაშობენ: ნიკოლოზ გოგუაძე (აკადემია), ილია გოგუაძე (აკადემია), ნიკოლოზ ჯანგულაშვილი (ლომები), საბა ცინცაძე (ხვამლი), გიორგი ირემაძე (ხვამლი), რევაზ ცხვედიანი (ხვამლი), გაბრიელ ჩიქოვანი (რაშები), დაჩი ოყროშიძე (რაშები), გიორგი გაბუნია (ლელო), საბა ჭინჭარაული (ლელო), ანდრია კუნჭულია (ლელო), გიორგი ხონელიძე (ლელო), თედორე სვანიძე (ბათუმი), ნიკოლოზ აბაკელია (სოხუმი), გიორგი ქევანიშვილი (აია).

მთავარი მწვრთნელი: გია ლაბაძე

მწვრთნელი: ნიკოლოზ ჩიტალაძე

წყარო: Rugby.ge

სოსო
გია ლაბაძე,ამ ბიჭებისაგან,მაგარ მორაგბეებს გამოგვიზრდის.წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს,აქაც და მომავალშიც!
სოსო
მეტოქე ხისტი იყო და ორმა ქართველმა,"ლურჯი ბარათით"დატოვა მოედანი,ანგარიში კი,3-1 დაფიქსირდაო.იქნებ განმარტოთ,რა არის "ლურჯი ბარათი",ან კიდევ, 3-1 რას ნიშნავს?!აქამდე არასოდეს შემხვედრია.ქართულმა ჯარმა როგორ ითამაშა ბოლო მატჩი,იქნებ ეგეც დაგეწერათ!
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია