"საბურთალოს" 17 წლის ფეხბურთელმა გიორგი ნიკოლაიშვილმა მიმდინარე თვეში "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშა. როგორც გავარკვიეთ, მიუნხენურ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

გიორგის მისი მწვრთნელები შრომისმოყვარე და პერსპექტიულ ფეხბურთელად ახასიათებენ. სწორედ მისი შრომისმოყვარეობა გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი "რეკორდმაისტერმა" უამრავ მოთამაშეს შორის გამოარჩია.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" თავადაც დიდებული აკადემია აქვს, რომელსაც უამრავი ცნობილი ფეხბურთელი აღუზრდია, ისეთები, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, ფილიპ ლამი და დიტმარ ჰამანი არიან.

ნიკოლაიშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია, მას საქართველოს 16, 17 და 18+წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, იგი გერმანიაშია დაბადებული და 5 წლის ასაკამდე სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობდა. შესაბამისად, გიორგის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ "ბაიერნს" ნიკოლაიშვილის გაფორმება 18 წლამდეც შეუძლია.

შეგახსენებთ, "ბაიერნის" რიგებში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე ირიცხება, 18 წლის ნახევარმცველი ამჟამად იჯარის წესით "ადმირაშია" განათხოვრებული.

იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთოდ გადაწყდება და ნიკოლაიშვილს მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ვიხილავთ.

ფოტო: Nakrebi.ge

Dato
სასწაულები ხართ რაა ბეკენბაუერის და ჰამანის გარდა ბაიერნის აკადემიაში არავინ გაგიგიათ?
მორიელი
რა თქმა უნდა კეთდება. მერე ზოგს გერმანიაში ეწვევიან, ზოგს იტალიაში ინტერვიუს ასაღებად და აწყობთ ყველანაირად
ჟორა
არ ეღირსა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ფეხბურთისთვის მოიცლის თუ არა, ტალანტები ისეთები გვყავს ციდან ვარსკვლავებს გლეჯენ.
ლაშა
უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბავშვების პიარში სერიოზული ფული კეთდება! ალბათ ღირს კარიერის ასაწყობად.
las
ისე ამ სინჯებზე წასული ახალგაზრდების დიდად არ მეიმედება. მათი აბსოლიტური უმრავლესობა ფულიანი პატრონის გაქაჩულია. სინჯებზე წასვლასაც ისინი უწყობენ. ამის ბრალია მერე რო უშვებენ უმეტესობას იქიდან. სამწუხაროდ საქართველოში ფეხბურთი ვერ გახდა ბიზნესი. პატონი თუ არ გყავს ვერაფერს მიაღწევ. მარტო შენი ნიჭი არავის უნდა აქ. კვარასაც ყავდა პატრონი, მამამისმა გაუკვალა გზა. აქ დიდი ფეხბურთელი რო გახდე უნდა დაემთხვეს ნიჭი, შრომისმოყვარეობა და კარგი პატრონი. იმიტომაც არის ფეხბურთი აქ ქაქში :)
როლანდა მასწავლებელი
გენაცვალე მიხო. შენ კი იყავი უნიჭო და ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვს
თემო
მადლობა ზურა, კაი კაცი ხარ
zura
travma qonda exla moirchina da bolo 1 tamashi itamasha am sezonshi jer
Dato
შენ ზარმაცი ხარ? თუ ქართველი არ ხარ?
საქართველო
გენაცვალე ბუბუ, მაყურებინე ალიანც არენაზე შენი თამაში.
თემო
პარკაძეზე რა ისმის? გაქრა ეგ ბავშვი. არა და აჟიოტაჟი იყო...
სოსო
ალბათ იმიტომ,რომ მძლეოსნობა,ფაქტობრივად ამოგდებულია სკოლებიდან და აღარც სპორტის მასწავლებლებს შეუძლიათ,თუნდაც საწყისი და უმარტივესი უნარების სწავლება,სპორტის სხვადასხვა სახეობაში.სკოლა სოფელში დავამთავრე და ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი,სირბილსაც გვასწავლიდა,სიმაღლეზე თუ სიგრძეზე ხტომასაც,ტყორცნებსაც,შტანგასაც,ჭიდაობასაც და ტანვარჯიშის მინიმალურ ცოდნასაც კი.სკოლაში ყველა სახეობის იარაღი გვქონდა და ეს,საბჭოთა კავშირის დროს.ეგ კი არა,უამინდობის დროს,სპორტის სხვადასხვა სახეობაში,საწყის წესებს,მოედნის ზომებს და სხვა თეორიულ ინფორმაციასაც გვაწვდიდა,დიდ შესვენებაზე კი,სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი,გამახნევებელი ვარჯიშის ჩასატარებლად გამოვყავდით,სკოლის მოედანზე.ამას,სკოლის დირექციაც აკონტროლებდა და კლასში,ვერავინ დარჩებოდა.ძირითადად,მაშინაც ფეხბურთს,ან კალათბურთს ვთამაშობდით,მაგრამ თამაშის დაწყებამდე,გასახურებელ ტანვარჯიშულ ვარჯიშებს სავალდებულოდ გვაკეთებინებდნენ, ვირბენდით უკვე შემდეგ გვიშვებდნენ სათამაშოდ.დღეს ჩემ სკოლაში,სპორტის მასავლებლად,გოგონა მუშაობს,რომელიც ზუსტად ვიცი,რომ სკოლაში სწავლის დროს,მოედანზე,სათამაშოდაც კი არ შედიოდა.
გია
2024 წლის 14 იანვარს დაბრუნდა გიორგი გერმანიიდან, სავარაუდოდ ბოლომდე ვერ მიჰყევით სიახლეებს.
ბრაზი
შრომისმოყვარეობა ყველა ნორმალური ქართველის ხასიათშია. ზარმაცი და უქნარა ერი აროდეს ვყოფილვართ.სხვაგვარად ჩვენი ბურდღა არ იქნებოდა ახლა დედამიწაზე- არც ტვინის განძრევა გვეშლებოდა,არც ხმლის ქნევა და არც გუთნის,ბარ-თოხისა და სხვა შრომის იარაღთა მარდად და დროულად გამოყენება. ზარმაცნი და უქნარანიც საკმაოდა გვყავს,სამწუხაროდ,მაგრამ ეს უკეთური თვისება ვერაფრით იქნება ჩვენი ხასიათის ძირითადი მახასიათებელი.ნურავის ნუ შეეშლება ეს!
guja kakhadze
გიორგის წარმატებას ვუსურვებ და უკვე მრავალი წელია ერთი კითხვა მაწუხებს: რატომ უძნელდებათ სირბილი ქართველ ფეხბურთელებს და თუ უცხოელებს მოსწონთ ჩვენი ფეხბურთელი რატომ იწუნებენ ცუდი სირბილის გამო და რატომ არ/ვერ ასწავლიან სწორად სირბილს?
Givi
სასიხარულოა ნამდვილად, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გაჟღერდა სხვა ქართულ სპორტულ საიტებზე, უფრო მეტიც მეორე ქართველიც იყო წასული სინჯებზე და ორივე დაიბარეს ისევ, სამწუხაროდ მეორე ტრავმის გამო ვერ ჩავიდა ახლა...ასე რომ ახალი ამბავი არ არის და რატომ გებულობთ ასე დაგვიანებით?
მეთოფე
ქართველი და შრომისმოყვარე? საინტერესოა ისე ბაიერნს უჭირს მცველის ამბავში...
ვანჩოპე
საინტერესოა, აქამდე არ ვიცოდი ამ ბიჭის შესახებ წარმატებები გიოს!!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა - საიბარი "ბაიერნისკენ" მიიწევს