წარმოგიდგენთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელმაც ახლახან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მიანიჭა
დოსიე

ბაჩო მიქავა

დაიბადა: 1994 წლის 1 იანვარს

ამპლუა: მეკარე

სიმაღლე 1.86 სმ

წონა: 78 კგ

კარიერა

2010 რუსთავის "ოლიმპი"

2011 ბოლნისის "სიონი"

2011-12 "გაგრა"

2012-13 "ლოკომოტივი" (20 მატჩი)

2013 "ტორპედო"

ბაჩო მიქავა საქართველოს 19-წლამდელების ნაკრების წევრია, მაგრამ დღემდე ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ის დღეს "ლელოს" სტუმარია.

- შენს შესახებ მოგვიყევი...

- აფხაზეთში, გალში დავიბადე. ჩემი ოჯახი იქ ომის შემდეგაც ცხოვრობდა, მაგრამ მალე მშობლები იძულებულნი გახდნენ, სახლ-კარი მიეტოვებინათ და თბილისში წამოსულიყვნენ. 2 წლიდან აქ ვიზრდები.

- ვარჯიში სად დაიწყე?

- თბილისის "მერანში", სადაც ჩემი მწვრთნელი გურამ ბარამია იყო. მერე საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" გია ცეცაძესთან გადავედი. მანვე რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობაში წამიყვანა. შემდეგ მცირე ხნით ბოლნისის "სიონისა" და "გაგრას" დუბლშემადგენლობებში ვთამაშობდი.

2012 წელს თბილისის "ლოკომოტივში" მიმიწვიეს, სადაც საკმაოდ კარგი სეზონი მქონდა. წლეულს კი ლამის მთელი "ლოკომოტივი" ქუთაისის "ტორპედოში" გადავედით.

სანაკრებო კარიერა კი 17-წლამდელებიდან დავიწყე და მერე 19-წლამდელებშიც მიმიწვიეს.

- პიროვნება, ვინც შენს ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- გურამ ბარამია და გია ცეცაძე. ბარამიამ ფეხბურთის ანბანი და კიდევ ბევრი რამ მასწავლა, რაც მერე და მერე გამომადგა. ჩამოყალიბებასა და წინსვლაში გია ცეცაძე დამეხმარა - დიდ ფეხბურთში სწორედ მან შემადგმევინა ფეხი.

- გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმა მაინც "ლოკომოტივიდან" გაგიცნეს, სადაც ძირითადი მეკარე იყავი...

- დიახ, "ლოკომოტივში" შარშან ზაფხულს მიმიწვიეს. მთელი სეზონი სტაბილურად ვთამაშობდი, სასტარტოს მეკარე გავხდი და მუდმივი პრაქტიკა მქონდა - 30 ტურიდან 20 შეხვედრა ვითამაშე. მწვრთნელების მადლიერი ვარ, რომელთა ნდობასაც ვგრძნობდი. ეს მეკარეებზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს.

- მანამდე სათამაშო პრაქტიკა გაკლდა?

- მანამდე ერთი წელი "გაგრაში" ვიყავი, მაგრამ თამაშები მარტო ჭაბუკთა ლიგაზე მიწევდა, დუბლებში კი მხოლოდ 3 მატჩი ჩავატარე. ამის შემდეგ პირველ ლიგაში გამოსვლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

- ერთადერთი ხარ, ვინც ელიტრაუნდზე არ ითამაშა. საერთოდ, ცნობილია, რომ გუნდში ატმოსფეროს და წარმატებას სკამზე მჯდომის საქციელიც განაპირობებს...

- რა თქმა უნდა, თამაში მინდოდა და გული მწყდებოდა, მოედანზე რომ ვერ გავდიოდი, მაგრამ გაბი თებიძე კარში ისე კარგად იდგა, მწვრთნელი როგორ ან რატომ შეცვლიდა? ან მის კარგ მეკარეობაზე ხომ არ უნდა დავბოღმილიყავი? პირიქით, გუნდი ისაა, სადაც სათადარიგოები მოედანზე მყოფებს გულიანად ქომაგობენ.

ალბათ, ადრე თუ გვიან, მეც მომეცემა თამაშის საშუალება და იმედია, შანსს გამოვიყენებ. ახლა კი მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ამ გუნდის წევრობა დიდი ბედნიერებაა.

- ვიცით, რომ ბელგიასთან ორი ფორმა გქონდა და გამორიცხული არ იყო, წინა ხაზის მოთამაშე შეგეცვალა. სხვა პოზიციაზე ოდესმე გითამაშია?

- დიახ, "მერანში" სამი წელი ცენტრალურ თავდამსხმელად ვთამაშობდი. სხვათა შორის, ერთ სეზონში 21 გოლიც გამიტანია.

- შენი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებისგან რას უნდა ველოდოთ?

- მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. მაიმედებს ჩვენი გუნდის თამაშის სტილი და მოთამაშეთა კლასი. რაც მთავარია, ეს არის გუნდი და არა უბრალოდ 11 მოთამაშე.

სათადარიგოთა სკამიდან რომ ვუყურებდი, მსიამოვნებდა, ისეთ გუნდურ და შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებდით. თუ ჩვენი სტილის ერთგულნი დავრჩებით, არ გამოვრიცხავ, ევროპის ჩემპიონები გავხდეთ. ამაზე ბევრს გაეცინება, მაგრამ შესარჩევ ჯგუფში ინგლისი, ბელგია და შოტლანდია რომ შეგვხვდნენ, ჩვენს შანსებს მაშინაც ნულს უტოლებდნენ.

- კონკურენტ გაბრიელ თებიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- გაბისთან მხოლოდ ძმაკაცობა მაკავშირებს და არა კონკურენცია - ასეთი რამ ჩვენ შორის არ არსებობს! ის ძალიან მაგარი მეკარეა, რაც ამ ელიტრაუნდზეც დააამტკიცა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კარგი მეკარე იქით იყოს, გაბი გულიანი ადამიანია და ურთიერთობა არ ეშლება.

- ქუთაისის "ტორპედოს" პირველი მეკარე ეროვნული ნაკრების კანდიდატი ომარ მიგინეიშვილია. სათადარიგოებში ჯდომის დიდი შანსი გაქვს და ეს რაში გაწყობს?

- ეს არ მადარდებს, პირიქით, ძალიან მომწონს შექმნილი სიტუაცია. ასეთი გამოცდილი მეკარისგან ბევრს ვისწავლი და გავიზრდები. შანსი თუ მომეცემა, ჩემი აზრით, გამოვიყენებ.

- ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობა ძალიან გაახალგაზრდავდა და ასე გუნდს ევროპის ლიგაზე არ გაუჭირდება?

- ქართული გუნდები ვარსკვლავებს ისედაც ვერ წყვეტდნენ და იქნებ ევროპას ჩვენი ახალგაზრდული მონდომება და ნიჭი მაინც ვაჩვენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება

[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?

[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ

[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

Giorgi
ძალიან მაგარი ბიჭია და მაგრად ვგულშემატკივრობ :)
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - ახალგაზრდული რუმინეთს დაუპირისპირდება
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო
"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"სამტრედიაში" სამი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ლოკომოტივი-შუქურა 0:0 - არ იყო მხოლოდ გოლი...
ვასილ მაისურაძე: იმედია, ხარვეზებს გამოვასწორებთ და უმაღლესი ლიგის საგზურს მოვიპოვებთ
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
ლოკომოტივი-დინამო (ზ) 1:1 - ჯერჯერობით, დაუმარცხებლად...
თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს