ქართველ ძიუდოისტს ოქროსკენ გზა უცნობმა იაპონელმა, 20 წლის მომავალმა გამარჯვებულმა ტაკანორი ნაგასემ გადაუღობა
ვერც ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) შეძლო იმ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა, რომ ქართველებს უჭირთ ძიგორო კანოს ტურნირის მოგება - ბრინჯაოს დასჯერდა.

დამამშვიდებლის ფინალში მას სულ 35 წამი ეყო ამერიკელი ტრევის სტევენსის დასამარცხებლად, როცა საიპონედ ამოუსვა.

ჭრიკიშვილი თითქოს იოლ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ სწორედ უცნობმა იაპონელმა, 20 წლის მომავალმა გამარჯვებულმა ტაკანორი ნაგასემ გადაუღობა ოქროსკენ მიმავალი გზა მეოთხედფინალში და დამამშვიდებელში გაუშვა.

მანამ ჩვენებურმა ისლანდიელი იური სვეინბჯორნი დააიპონა, ახალგაზრდებში ბერძენთა სამგზის ევროპის ჩემპიონ გეორგიოს აზოიდისს კი ვაზარით მოუგო, სანუგეშოში კი მათ სერბი ევროპის ვიცე-ჩემპიონი სრდან მრვალჯევიჩიც მიაყოლა.

ამავე წონაში სტევენსმა დაგვიმარცხა ახალგაზრდა უშანგი მარგიანი, ვინც მანამდე შეძლო და ვაზარით დაჯაბნა ყაზახი დაულეტხან ჟაკიპოვი.

წარუმატებლად გამოვიდა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა დებიუტანტი ფრიდონ გიგანი (73), თუმცა ამაში გასაკვირიც არაფერია - ის მასპინძელთა ლიდერს, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანსა და მსოფლიოს ჩემპიონს, ამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულ რიკი ნაკაიას ხვდებოდა და წმინდად დამარცხდა.

კანოს ტურნირი 1 დეკემბერს მთავრდება, დასკვნით დღეს ი ოთხი ქართველი იჭიდავებს. ვალერი ლიპარტელიანი (90) პირველ წრეში თავისუფალია, მისი მეტოქე კი იაპონელი ჰიროტაკა კატოსა და შვედი იოაკიმ დვარბიხის შეხვედრაში გაირკვევა.

ალექსანდრე მსხალაძის (100) პირველი მეტოქე მასპინძელთა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ტაკეში ონო იქნება.

მძიმე წონაში გიორგი ზაქარიაძე პირველ წრეში გერმანელ სვენ ჰაინლეს შეხვდება, ლევან მატიაშვილი კი ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება და მასპინძელთა ლიდერს, იაპონიის ორგზის გამარჯვებულ რიუ სიჩინოეს დაეჭიდება.

რეზი ჩეჩელაშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი საქართველოში ყველაზე დიდი სპორცმენია ასევე ღვინიაშვილიც შავდათუაშვილი დაყველა სხვა მეც ასევე ძიუდოისტი ვარ და მინდა რომ მათნაირად ჩემპიონი ვიყო გისურვებთ წარმატებებს 2016 წლის ოლიმპიადაზე მე ვარ 10 წლის რეზი ჩეჩელაშვილი და მინა თქევნსავით წარმატებული სპორცმენი გავხდე
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
გამარჯვებით დაწყებული ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს U18 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
0:4 - "დილა" სახლში "აპოლონს" ვერ გაუმკლავდა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
პსჟ ზაბარნის შეძენას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს სთავაზობს
[VIDEO] როგორ აღნიშნა ილია თოფურიამ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
მარაკეშის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ფინალში რუს დენის იარცევს ეჭიდავება [VIDEO]
სამბო. მინსკის ტურნირი: ქართული ფინალები, 2 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ლევან მატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
საქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
თეიმურაზ ნოზაძე, ნიკო ჭიკაიძე და ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ᓫᕘᓣᕓᓝᓘᓡᓢ
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ძიგორო კანოს ტურნირი: მარცხიანი დასაწყისი
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..