29 ნოემბერს დარჩენილმა 2-მა წყვილმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ითამაშა
28 ნომებრს რეგიონებში სტარტი აიღო საქართველოს თასის 2015 წლის გათამაშებამ, 29 ნოემბერს კი დარჩენილმა 2-მა წყვილმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ითამაშა. ორივე შეხვედრაში ფავორიტებმა მოიპოვეს გამარჯვებები.

დღის პირველ მატჩში "რუსთავმა" "მგზავრები-არმია" დიდი სხვაობით - 91:63 დაამარცხა. არადა, თამაშის პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. "რუსთავს" თავიდანვე ჰქონდა უპირატესობა, თუმცა მასპინძლები მათ დიდი გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 30:22 მოიგეს, მეორე პერიოდი კი 1 ქულით დათმეს და შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 44:37.

დიდი შესვენების შემდეგ რუსთაველები კიდევ უფრო უკეთ ათამაშდნენ. ჭოჭუას და დვალიშვილის ეფექტური და ზუსტი თამაშის წყალობით მესამე პერიოდის ბოლოს სტუმართა ლიდერობამ 15-ქულას მიაღწია. "მგზავრები" ურთულესი ამოცანის წინაშე იდგნენ და აშკარა იყო, მათ მინიმალური შანსი ჰქონდათ. ასეც მოხდა, ბოლო პერიოდში, როცა რუსთაველთა უპირატესობამ 20-ქულას გადააჭარბა, თამაშმა აზრი დაკარგა. საბოლოოდ, სტუმრებმა 91:63 იმარჯვეს და ნახევარფინალში გასასვლელად ერთი მოგება სჭირდებათ.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც "რუსთავს" 27 ქულით და 8 მოხსნით ულიდერა, 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვილმა, ჰაიდენ ჰამსის ანგარიშზე კი 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

"მგზავრებში" ორმა კალათბურთელმა დაძლია 10-ქულიანი ზღვარი - ტატო ჩაჩიაბაიამ და ოთარ ბულიავამ 16-16 ქულა დააგროვეს, ამ უკანსკნელმა 16 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც მიითვალა.

მგზავრები-არმია - რუსთავი 63:91

22-30; 15-14; 11-19; 15-28

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი): "რა დავალებაც ჰქონდათ ბიჭებს პირველ ტაიმში შეასრულეს და ეს ანგარიშსაც ეტყობოდა. მესამე პერიოდიდან კი გუნდი აირია. ზედიზედ 8 შეტევა ვერ გამოვიყენეთ და დაცვაშიც უამრავი შეცდომა დავუშვით. მივულოცავ "რუსთავის" გუნდს გამარჯვებას".

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "ასეთი სხვაობით გამარჯვებას არ ველოდით. "მგზავრები-არმია" ახლადშექმნილი გუნდია, თუმცა მათგან წინაღმდეგობას ველოდით და ასეც მოხდა, ბოლოს მაინც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა ყველაფერი. მივულოცავ ჩემს ბიჭებს, კარგად ითამაშეს. ეს მხოლოდ პირველი თამაშია და ამით არაფერი მთავრდება, საპასუხო შეხვედრა რუსთავში გვაქვს 1 კვირის შემდეგ და ვეცდებით, მეორე მატჩიც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ".

დღის მეორე შეხვედრა ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ფავორიტად მიჩნეულ "დინამოს" ახალგაზრდა "ოლიმპის" დამარცხება გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვებას მაინც მიაღწია - 65:60.

მთელი პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია. გიორგი გამყრელიძის გარეშე მოთამაშე "დინამომ" პირველი ათწუთეული მინიმალური სხვაობით 17-15 მოიგო. მეორე პერიოდში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ, უპირატესობა "ოლიმპს" დარჩა და დიდ შესვენებაზე ისინი 1 ქულით ლიდერობდნენ - 32:31.

სიტუაცია არც მესამე მეოთხედში შეიცვალა და ცხადი იყო, ყველაფერს ბოლო წუთები გადაწყვეტდა. "ოლიმპი" გუნდურად თამაშობდა, რომელიმე კონკრეტული მოთამაშის გამოყოფა რთულია, მათი შედეგიანობის წყალობით თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "ოლიმპი" 6 ქულით დაწინაურდა - 58:52. სწორედ ამ დროს მოხდა მთავარი გარდატეხა, "დინამო" ზუსტად თამაშობდა დაცვაში, მეტოქეს შეცდომებიც დააშვებინა, გამოცდილების და კლასის ხარჯზე, ბესიკ ლეჟავას და ილია ლონდარიძის ლიდერობით 12:0 გაქცევა მოაწყო(64:58) და თამაშის ბედიც გადაწყვიტა. დარჩენილ 40 წამში "ოლიმპელებს" თამაშის შემოსაბრუნებლად ძალა აღარ ეყოთ.

ილია ლონდარიძემ გამარჯვებულებს 21ქულით და 8 მოხსნით ულიდერა, ბესილ ლეჟავამ კი 19 ქულა მიითვალა. ოლიმპელთა რიგებში კი 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ირაკლი ალხანაიძემ მიაღწია.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 6 დეკემბერს, ისევ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

დინამო - ოლიმპი 65:60

17-15; 14-17; 13-14; 21-14

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ბევრი პრობლემა გვქონდა, გვაკლდა ლაშა გამყრელიძე, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ასეთი დანაკლისის მიუხედავად უნდა შეძლონ ბიჭებმა ის, რასაც მათგან ვითხოვ. "ოლიმპის" წინააღმდეგ რთულია დალაგებული თამაში და ყოველთვის ვაფრთხილებ ბიჭებს, რომ ამ დროს ბევრს ნიშნავს ინდივიდულიზმი. თუ ინდივიდუალურად წავაგეთ, თამაშის მოგება ძალიან რთულია. გავაანალიზებთ დღევანდელ შეცდომებს და მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის".

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "უკვე დამღლელია ასეთი წაგებები. 32, 37, 35 წუთი კარგად ვთამაშობთ და ბოლოს მაინც ვაგებთ, კონცენტრაცია გვეკარგება, ვერ ვისწავლეთ მოგება. იმედია ვისწავლით გამარჯვებასაც, თუმცა ისეთი გამოცდილი მოთამაშე არ ჰყავდა მოწინააღმდეგეს, როგორიც გამყრელიძეა და ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი. ძალიან ცუდად ითამაშა ჩვენმა 1-ლმა ნომერმა".

წყარო: superleague.ge

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"რუსთავმა" საქართველოს თასის ნახევარფინალი ბოლო წამებზე გაინაღდა
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
სუპერლიგა. XI ტური: "დინამოს" დაგეგმილი და "ოლიმპის" ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
საკალათბურთო გუნდი "ვითა" - სუპერლიგისა და ვითიბი ლიგისკენ
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
საქართველოს თასის გათამაშება მერვედფინალური სერიებით დაიწყო
თასის გათამაშების სამი 1/4-ფინალისტი ცნობილია
"მგზავრები-არმიამ" ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
სუპერლიგა: "ქუთაისს" მე-5 ადგილი არ დაანებეს
"ქუთაისს" "მგზავრები-არმიას" დამარცხება გაუჭირდა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა