10 ფაქტი "სამეფო კლუბის" ახალწვეულ მატეო კოვაჩიჩზე
ფოტოზე: მატეო კოვაჩიჩი "რეალის" ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს

19 აგვისტოს, მადრიდის "რეალმა" ხორვატი ახალწვეულის - მატეო კოვაჩიჩის პრეზენტაცია მოაწყო. "სამეფო კლუბმა" "ინტერს" ამ ფეხბურთელში 28 მილიონი ევრო გადაუხადა და, შესაძლოა, კიდევ 7.5 მილიონის გაღება მოუწიოს.

მოგიყვებით, რატომ ღირს ეს 21 წლის ბიჭი ასეთი ძვირი...

1. როცა კოვაჩიჩი 13 წლის იყო, მისი პიროვნებით დაინტერესდნენ "შტუტგარტის", "იუვენტუსის", "აიაქსისა" და "ბაიერნის" სკაუტები, მაგრამ ნახევარმცველის ოჯახი ზაგრებში გადავიდა, სადაც მატეომ "დინამოს" სკოლა აირჩია.

2. 2010 წელს, "არსენალის" მთავარი სკაუტი სტივ რაული ზაგრებში ჩავიდა "დინამოს" ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად. ჭორების თანახმად, "მეთოფეები" 20 მილიონ ევროს იხდიდნენ მატეოსა და მცველ ვრშალკოში, მაგრამ უარი მიიღეს. ორნახევარი წლის შემდეგ კოვაჩიჩი "ინტერში" გადავიდა 11 მილიონ ევროდ.

3. 2010 წლის 20 ნოემბერს, კოვაჩიჩს დებიუტი ჰქონდა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში "დრაგოვოლიაცის" წინააღმდეგ და გოლიც გაიტანა (მატჩი 6:0 დასრულდა). 16 წლისა და 198 დღის ასაკში, ის ხორვატიის ლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. იმავე სეზონში, "ლუჩკოს" წინააღმდეგ მატჩში, ლეანდრო კუფრესგან მიიღო კაპიტნის სამკლავური და ზაგრების "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნად იქცა.

ფოტოზე: ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, "ინტერში" კოვაჩიჩს "პროფესორს" უწოდებდნენ

4. 2011 წლის 7 დეკემბერს, კოვაჩიჩმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გოლი გაუტანა "ლიონს". იმ გოლის ავტორი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ტურნირის ისტორიაში - 17 წლის და 215 დღის. იმ გოლმა "დინამოს" ვერ უშველა - ხორვატები 1:7 განადგურდნენ. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა ასაკში გოლი გატანილი აქვს პიტერ ოფორი-კუაიეს - 1997 წლის პირველ ოქტომბერს, მან 17 წლისა და 195 დღის ასაკში გამოიჩინა თავი "რუსენბორგისა" და "ოლიმპიაკოსის" მატჩში (5:1). ეს გოლიც ერთადერთი იყო ბერძნების მხრიდან.

5. 2011 წლის დეკემბერში, როცა კოვაჩიჩი "დინამოში" თამაშობდა, ივიცა ოლიჩმა და ლუკა მოდრიჩმა მატეოს ეროვნული პრიზი გადასცეს - "წლის იმედი". ნახევარმცველმა არ დააღალატა - ერთი წლის შემდეგ "ინტერში" გადავიდა.

6. კოვაჩიჩის კერპები არიან - პირლო და მოდრიჩი. "მომწონს პირლოს თამაში. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ასევე ძალიან მომწონს მოდრიჩი - ჩემი კიდევ ერთი კერპი, - განაცხადა კოვაჩიჩმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში. - მიყვარს მოედნის ცენტრში თამაში, მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა. აქ შესაძლებელია უფრო ხშირად ფლობდე ბურთს. ვფიქრობ, ჩემი მომავალი სწორედ ამ ამპლუაშია".

იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც კარიერა დაასრულეს, კოვაჩიჩისთვის კერპი ზვონიმირ ბობანია. თავად ბობანმა მატეოს უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა, ვიდრე თავად იყო.

7. კოვაჩიჩი მიიჩნევს, რომ კარიერაში საუკეთესო გოლი გასულ სეზონში, სერია A-ს მე-16 ტურში "ლაციოს" კარში გაიტანა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ კარიდან 22 მეტრში მდგარ ხორვატს ფეხზე მოაჯდა ბურთი და ზუსტად გაისროლა მაღალ კუთხეში.

ფოტოზე: პრეზენტაციას 21 წლის ხორვატის შეყვარებულიც ესწრებოდა

8. მატეო კოვაჩიჩი 2014 წელს ნომინირებული იყო Golden Boy-ს პრემიაზე (იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს). მის გარდა, ნომინანტები იყვნენ: ფორვარდი არკადიუშ მილიკი ("აიაქსი"), ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი ("ლივერპული") და ფორვარდი მუნირ ელ-ჰადადი ("ბარსელონა"). პრიზი სტერლინგმა მოიგო.

9. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, "ინტერში" კოვაჩიჩს "პროფესორს" უწოდებდნენ. პირველმა ამგვარი მეტსახელი ნიკო კრანჩარმა მოუგონა - სერბეთის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ. საინტერესო შედარება ჰქონდა ჯოვანი ტრაპატონის - მატეოს კაკასა და კლარენს ზეედორფის ნაზავი უწოდა.

10. 2013 წლის მაისში, "ინტერმა" აუკრძალა კოვაჩიჩს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაში. მილანელთა დირექტორმა მარკო ბრანკამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კოვაჩიჩს გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრება უნდა გაევლო, რათა სწრაფად მორგებოდა იტალიურ ფეხბურთს. არადა, მატეო უკვე ოთხი თვე "ინტერის" წევრი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
კარგია, ......შეყვარებული
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
[PREVIEW] ინგლისური ფინალი თუ "სამეფო კლუბის" მორიგი ტიტულისთვის ბრძოლა?
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა
"დილა", თბილისის "დინამო" თუ უცხოეთი - ალეკო ამისულაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია
კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ტოვებენ
მადრიდის "რეალის" 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 31 აგვისტო
მილიონობით გულშემატკივარს კვარაცხელიასგან მხოლოდ ეს სურს?! - "ტაქტიკური სიმტკიცე" და "გრილიშიზაცია"...
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
"ზენიტის" "ლიონთან" გამარჯვება და უხვგოლიანი "ვალენსია"-"ჩელსი" [VIDEO]
დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
კოვაჩიჩმა შესაძლოა, პრემიერ ლიგაში კლუბი შეიცვალოს
კაკამ მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა
[PREVIEW] "რეალი" "ჩელსის" პირისპირ! პირველი ნახევარფინალის მომავალში
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
ლუის ენრიკეს "ბარსელონადან" პედრო როდრიგესისა და მარკ ბარტრას გაშვება არ უნდა
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
ზურაბ არზიანი კარიერას არმავირის "ტორპედოში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალს" ჩიჩარიტოს გამოსყიდვა 10 მლნ ევრო დაუჯდება
კაკა ბრაზილიაში ქერა მოდელზე დაქორწინდა [PHOTO]
"შენ შეგიძლია ის 03:00 საათზე გააღვიძო და უთხრა..." - კოვაჩიჩის მიმართულებით აღტაცებას მწვრთნელები ვერ მალავენ
საუკეთესო 4 ფეხბურთელი, რომლებმაც კარიერა დაინგრიეს - ვინ არიან ისინი
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს