კლუბები რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებენ - ქართულ ფეხბურთში დღეისთვის არსებული "ტემპერატურა" კიდევ უფრო აიწევს
"ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მან მკაცრად გააკრიტიკა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე, ვინც ახლა ზვიად სიჭინავას მაგივრობას სწევს და აღმასკომის სხდომასაც უძღვებოდა.

სულ მალე, იმ კლუბების ნაწილი, რომელიც ვერ გახდა ფეხბურთის ფედერაციის წევრი, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს. არსებული წესდებით, ყრილობა იმ შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური, თუ მას 35 სუბიექტიდან 18 მაინც დაესწრება.

ასეთია დღევანდელი მოცემულობა. რიგგარეშე ყრილობის მოწვევა კი, ასევე ფედერაციის წესდებით, შეიძლება მისი წევრების 1/5-მა მოითხოვოს.

კოკაიას თქმით, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებენ თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", "კოლხეთი", "სამტრედია", "ტორპედო" და "დილა", რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთში დღეისთვის არსებული "ტემპერატურა" უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აიწევს.

ახლა კი სიტყვა მივცეთ ილია კოკაიას:

- მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა აღმასკომის სხდომა. თავის დროზე, მე უარი ვთქვი ამ აღმასკომის წევრობაზე, მაგრამ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების გამო, მაინც მივედი იქ და რაც ვნახე, ნამდვილად არ ველოდი - აღმასკომმა აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო იმ კლუბებთან დაკავშირებით, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტად გაწევრებას ითხოვდნენ.

ამ "სხადნიაკს" უძღვებოდა ჩვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნება - ალექსანდრე ჩივაძე. კიდევ ვიმეორებ - აღმასკომის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო და არღვევს ყველანაირ კანონმდებლობას, მათ შორის - ფიფას წესდებასაც...

ჩივაძე არის კაცი, ვინც უკვე მეორედ, 30 ვერცხლად გაყიდა ქართული ფეხბურთი! თავის დროზე, მან თავისი გამზრდელი ნოდარ ახალკაციც გაყიდა, ჩააბარა რა ქართული ფეხბურთი მერაბ ჟორდანიას კლანს...

აღმასკომის სხდომაზე 3 კლუბი ვიყავით უმცირესობაში - "ზესტაფონი", თბილისის "დინამო" და "ვიტ ჯორჯია". ეს კერძო კლუბებია, რომელთა ხელმძღვანელობამ ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ...

ჩემი ყველაზე დიდი განცვიფრება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას არ ესწრებოდა ფედერაციის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი. იურიდიულ ნიუანსებს სხდომაზე არკვევდა საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იყვნენ ამ სხდომაზე იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები. სად იყო კესო ჩხიკვაძე? - ფედერაციის იურისტი. ჩემი თვალით ვნახე, რომ ის შემოვიდა შენობაში. აი, მერე სად წავიდა, ნამდვილად აღარ ვიცი...

რაც შეეხება რიგგარეშე ყრილობას, ის შეიძლება მოწვეულ იქნას, ოღონდ, მას უნდა ესწრებოდეს 35 სუბიექტიდან 18 მაინც. 1/5-ს შეუძლია ყრილობის მოწვევა...

ახლა, მე თქვენ გეკითხებით - არის თუ არა საფეხბურთო საზოგადოება კლუბი "საბურთალო"? "ლოკომოტივი"? ბათუმის "დინამო"? "დილა"? "ჩიხურა"? "შუქურა"? აქ ხომ საუბარია ბოლო დროს ძალზე წარმატებულ ქართულ კლუბებზეც, რომლებიც ევროთასებზე თამაშობდნენ?..

შეიძლება, ყველა კლუბს, რომელსაც წევრობა სურდა, დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა, მაგრამ ამ 4-5 კლუბს უთუოდ წესრიგში ჰქონდათ ყველაფერი...

გვერდს ვერ ავუვლი იმას, რაც ხდება გურიაში. ამ მხარის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გამგეობის წევრების აზრი არ გაითვალისწინა და ერთპიროვნულად დანიშნა დელეგატი, რაც დებულების დარღვევაა...

კიდევ ერთი, ძალიან არასასიამოვნო ფაქტის თაობაზეც უნდა გითხრათ. ამ არჩევნებზე ხმის უფლება აქვს ერთ სუბიექტს, რომელსაც აქვს ჩვენი კლუბის დავალიანება და ეს ვალი აღიარებულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ. არ ვიცი, ან დამალა იმ პიროვნებამ ამ ვალის არსებობა, ან სხვა რაღაც მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ ის ავარჯიშებდა რამდენიმე გუნდს, ან ფედერაცია გარიგებაში შევიდა მასთან...

- ვინ გყავთ მხედველობაში?

- თაღლითი ხვიჩა ქასრაშვილი. ის სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელია. არ ვიცი, რა კავშირი აქვს საერთოდ სამცხე-ჯავახეთთან ქასრაშვილს.

- ასე, შეიძლება მოჭიდავეც იყოს წარმოდგენილი...

- რა თქმა უნდა, შეიძლება. უბრალოდ, ქასრაშვილს აქვს პრობლემა და ეს პრობლემა არ უნდა დაიმალოს. ჩვენ ხომ შეგვიჩერეს უფლებამოსილება ვალის გამო?

ძალიან ვწუხვარ, რომ აღმასკომზე იყო ორი მთავარი "ვიოლინო" - დიმიტრი ბოკერია და გია ფირცხალავა. ვინ არის გია ფირცხალავა? რა როლი აქვს მას ქართულ ფეხბურთში? ეს კაცი გამუდმებით ანგრევს ქართულ ფეხბურთს. ეს არის ადამიანი, რომელმაც დაშალა პროფლიგა...

- რატომ დატოვეთ აღმასკომის სხდომა?

- ასე ჩავთვალე საჭიროდ. იქ აღარ იყო ჩემი ადგილი. მე ძალიან მეცოდება რომან ფიფია. კაცი ჩემი კონკურენტი იყო და თუ დავბრუნდი, კიდევ კონკურენციაში უნდა ვიყოთ. ის ათეულობით მილიონს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში და მის აზრს არ უსმენენ. თან ვინ არ უსმენს ფიფიას და მისნაირ ხალხს? ის ადამიანები, ვინც კერძო ინვესტორის მიერ გადახდილი ფულით იღებენ ხელფასს...

ხომ ყველამ ვიცით, იმერეთის რამდენი კლუბი თამაშობს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. როცა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი იღებდა გადაწყვეტილებას, ვისთვის მიეცა ხმა, ვის ჰკითხა? კარგი, მე არაფერი გამიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ "ტორპედო"? "ტორპედოს" ჰკითხა? "ჩიხურას" ჰკითხა? ან "სამტრედიას" და "საპოვნელას"?..

იცით, რა პასუხი გამცა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა? რეზი არველაძეს იმიტომ ვაძლევ ხმას, რომ ჩემმა შვილიშვილმა, როცა გაიზრდება, არ მითხრას - არველაძე რატომ არ აირჩიეო?!

- მაინც, რატომ დატოვეთ ნაადრევად აღმასკომის სხდომა? არ მოგისმინეს?

- ეგ არაფერ შუაშია. გეტყვით, როგორც იყო. ჩივაძემ მომკიდა ხელი, მიმიყვანა კარებთან და მითხრა - აღარ აქვს აზრი შენს აქ ყოფნას, "გაიასნებულია" ყველაფერიო. მერე კი გადააკეთა, ვითომ რაღაცას იღებდნენ, რაღაც რეზოლუციას... მე კი ვუთხარი, რომ ის არის იუდა, რომელიც მეორედ ყიდის ქართულ ფეხბურთს და დავამატე - აქ საერთოდ აღარ მოვალ-მეთქი...

მე პატივს ვცემ ჩივაძეს და ხურცილავას, მათ ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ დღეს ისინი ანგრევენ ქართულ ფეხბურთს და მე მათ ვერ მოვერიდები!

ეს ბანდიტური დაჯგუფება უკვე ყელშია ამოსული. ახლა, თურმე, რომან ფიფიამ უნდა დააბრუნოს "დინამო"... მალე ჩაიცუცქებიან და ისე წაიყვანენ აღმასკომის სხდომებს...

მე რევაზ არველაძემ თავი ვერ მომაწონა პრეზენტაციაზე. ჩვენი საუკეთესო მსახიობები დაპატიჟეს, იქ ჩემი ადგილი არ არის. რეზიმ ლუდის სმა იცის კარგად, სიმღერის კონკურსებში მონაწილეობა... ერთი ბანკირი, ვინც ჩემი მეგობარი და პარტნიორია, არველაძის პრეზენტაციას დაესწრო. მას ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს. ვკითხე, რა გინდოდა იქ-მეთქი. მითხრა, რა კარგად ილაპარაკა, სტივ ჯობსს ჰგავდაო. მე ვუთხარი, მაგან მარტო "პიარი" იცის-მეთქი...

მე არავის ბანაკში არ ვარ. მე მინდა, რომ ქართულ ფეხბურთში უკეთესობა იყოს. დღეს მე მომწონს ის გეზი და მიმართულება, რომელიც არჩეული აქვს ახალგაზრდა თაობას...

რაც შეეხება უეფას წერილს, ისეთი ენით თარგმნეს, რომ შემექმნა შთაბეჭდილება, საერთოდ არ ჰყავთ მთარგმნელი. უეფა გვეუბნება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა. მათ ვერ დაინახეს სახელმწიფოს მხრიდან არჩევნებში ჩარევა...

მე ყოველთვის ვიყავი ზვიად სიჭინავას ოპონენტი. არ იყო მისი არც ერთი გადაწყვეტილება, მე რომ არ გამეკრიტიკებინას. ახლა მივხვდი, ვისთან უწევდა მას ურთიერთობა ამ 6 წლის განმავლობაში. ვერ ერეოდა ამ ხალხს, თუმცა ესეც მისი დანაშაულია...

"ლელო" მზადაა, ამ თემასთან დაკავშირებით, სურვილის შემთხვევაში, აზრის დაფიქსირების საშუალება მისცეს ალექსანდრე ჩივაძეს და ნებისმიერ ზემოთ ნახსენებ პიროვნებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

grigori
ჩივაძე და ხურცილავა დიდებული ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორუფცია და ქართული ფეხბურთის განადგურება ეპატიოს.დიდი ხანია რომის პაპი ინდულგენციებს არ ყიდის.
shoda
ჩემო ლუკა ,არ გეწყინოს და სიზმარში ხომ არ ბრძანდებით? საზოგადოებაში სადაც დოლარი ყველაფერს ნიშნავს, სადაც ყველაფერი იყიდება, იყიდება ზნეობა, კაცობა, ქალობა და სინდისიც კი, როგორ შეიძლება გამჭვირვალეობაზე ილაპარაკო?
ლუკა
ეს პიროვნებები არ არიან უკვე საინტერესო. მათ ნათქვამებს და კლოუნობას ნაკლები აზრი აქვს. ახლა ყურადღების ცენტრში ქართული ფეხბურთი უნდა დადგეს. ამ ძველი აზროვნების სკანდალისტების და კორუმპირებული ჩუმჩუმელა ჩინოვნიკების დრო წავიდა. ქართული ფეხბურთის სათავეებთან ახალი თაობის ადამიანები უნდა მოვიდნენ და დაიწყონ ახალი, სუფთა, გამჭვირვალე რეფორმები.
Lado
ერთი ვიცი რომ თუ ქართულ კლუბებს კერძო ინვესტორი არ ეყოლა არაფერი ეშველება სადაც კონკურენციაა ჯანსაღი არ გამოვა არაფერი და კოკაიას იმდენი აქვს გაკეტებული სხვამ გააკეთოს და მერე ილაპარაკონ.წადიტ ზესტაფონში და ნახეთ თუუ არ იცით
beno
სწორი თქვა კოკაიამაც და ქეცბაიამაც ვეტერანებთან მიმართებაში ....რა დამსახურებაც არ უნდა ქონდეს ჩივაძეს მომავალ თაობაში შეიძლება ისეთი გამოჩნდეს ვისაც მაგაზე მეტი დამსახურება აქვს და ზუსტად ამას მინიმუმ ხელს არ უწყობენ
mamulo
კოკაია რომ ... რად უნდა ლაპარაკი და მეორეც ჩივაძე არ არის მისი საგინებელი,უფრო დიდი დამსახურება აქვს ვიდრე კოკაიას.ერთი იმით თუ დაინტერესდა ვინმე საიდან იშოვნა მილიონები კოკაიამ.ეხლა რომ გვამადლის ხალხის ქონების მუქთად ხელში ჩაგდებით ნაშოვნი ფულის ფეხბურთში ჩადებას
ako
გიორგი-ს. მერე არ შეიძლებოდა სხვა სიყყვები მოეძებნა საკრიტიკოთ. ქრისტიან კაცს რომ იუდას უწოდებ....მე ჩივაძის ადგილზე ყოველგვარ ქრისტიანულ მოძღვრებას დავივიწყებდი და კოკაიას, ამ უაზრო და ხეპრე წარმონაქმს სახეს ავახევდი. მან ყველა ქრთველ გუშემატრკივარს სახეში გაგვარტყა. ....
giorgi
კოკაია გრცხვენოდეს!!!
გიორგი
ერთია რა დამსახურება ქონდა წრსულში ჩივაძეს და არველაძეებს და მეორე რასაკეთებენ დგეს. ეს ხელმძღვანელობა უკვე 10 წელია ფედერაციის წელმძღვანელობაშია და წინსვლა არფერი არჩანს და ეხლა კიდე 4წელი უნდათ ჯიბეების გასქელება.
shoda
ერთი ახალგაზრდა ლანძღავს ჩივაძეს და ხურცილავას და მათ საბჭოურ მენტალიტეტზე ქილიკობს! იცის კი ამ ახალგაზრდამ რა მენტალიტეტისა და კაცობის მატარებლები არიან მურთაზი და ალექსანდრე? ასეთი ხალხი პირველ რიგში თავიანთ უგნურობას წარმოაჩენენ!
shoda
ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ? ეს ხალხი რომ მიუშვა გადაბილწავენ ყველაფერს! -კოკაიას რა პირიდან ამოსდის ჩივაძისა და ხურცილავას ლანძღვა! -ჩივაძეს და ხურცილავას იმდენი დამსახურება აქვთ, რომ კოკაიას თუ დავუმატებთ ყველა ამ ტუტუცი კომენტარების ავტორებს, კოჭამდე ვერ მისწვდებიან!
oto
ცჰივადზედ მარტლა ....
davidbe
მართალი კოკაია!!!!ვეტარანები უსირცხვილო და კორუმპირებულები გახდნენ სამწუხაროდ!!!
ნოდო
სახელმწიფო არ ერევა და აშავებს უნდა ჩაერიოს კი არა სულ კინწისკვრით უნდა გაყაროს ეგენი ფედერაციიდან. ფული უნდათ კონტროლი არა. პლატინი, პლატინი არ იყო ორითვის უკან რომ ამბობდა ფიფას პრეზიდენტს ვურჩიე წასულიყო იმიტომ კი არა მემინდა პრეზიდენტობაო, აი თუ არ უნდოდა მაგ მაფიოზს, გამოჩნდა ახლა ხომ.
elguja
ადრე დავწერე და ახლაც ვამბობ:გამართოს ღია ეთერი რომელიმე არხზე კანდიდატებსა და გულშემატკივრებს შორის,თორემ აქ წერე და იკითხე,მაფიოზ ფედერაციას სულ ფეხებზე კიდია ხალხის აზრი!იქ ილაპარაკოს ჩივაძემ და არველაძემ როგორ დაასამარეს ფეხბურთი!
ნიკოლოზ
ვინც ასე ლანძღავთ ჩივაძეს, ერთხელ მაინც თუ დასწრებიხართ საქართველოს ჩემპიონატის თამაშს, 1ლარი თუ გადაგიხდიათ ბილეთში,რამე თუ გაგიკეთებიათ ფეხბურთისთვის? თქვენნაირს ბევრს ვიცნობ, საკუთარ უმოქმედობას სხვას რომ აბრალებს
R
მინდა ძირეული რეფორმები ფეხბურთში, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. კორუფციამ დააკნინა ქართული ფეხბურთი. ძველი შემადგენლობა უნდა წავიდეს.
qutaisi
tელი საქარტველო გამოდიტ კანონის დაცვიტ მოეწყოს მიტინგი პეხბურტის გადასარცენად ვაცვენოტ ერის ზალა დაინახონ მაგ უსირცხვილოებმა რომ საქარტველო აქ არის დროზე მოეგეტ გონს სანამ დიდი არეულობა დაიწყება არველაზებო პირადიად არ გერციტ წადიტ დროზე პეხბირტიდან
დათო
არ ვარ არველაძის მხარდამჭერი, მაგრამ სხვა რომ მოვა ის არ გააკეთებს ფულს? ეშველება ვითომ ფეხბურთს? ის ახალი ფეხბურთელს გააჩენს? მე მაინც მგონია , რომ კლანებს შორის მიდის ბრძოლა, ვინაიდან მუქთა ფული კეთდება მანდ.სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კი არა ყველაფერი უნდა გაუკონტროლოს.
ავთო
ჩვენმა ფეხბურთის მვეტერანებმა – ჩივაძემ, ხურცილავამ, ბარქაიამ და სხვებმა თავი შეირცხვინეს – ისე მიიღეს გადაწვეტილება, რომ სხვა კანდიდატებისათვის არც კი მოუსმენიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეკრულები არიან არველაძესთან ფულის საკეთებლად. ამ იუდებისაგან უნდა გავწმინდოთ სფფ!
giorgi
ამაზრზენია ჩივაძეც და ხურცილავაც, არველაძეებზე აღარც ვლაპარაკობ, რიჟას სინდისი არც მოეკითხება. მე არ მახსოვს ჩივაძე ტელევიზიით გამოსულიყო და ქართული ფეხბურთის ბედზე ელაპარაკა, თუ არ მოეტხოვებოდა მითუმეტეს იმ სიტუაციაში რომელშიც ჩვენ ვართ,მაგრამ საბჭოური მენტალიტეტის მატარებელია და არ თვლის თავს ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულად, მაგას გონია რახან მაგარი ფეხბურთელი იყო მთელი ცხოვრება ხელის გულზე უნდა ვატაროთ. კი ბატონო პატივისცემას იმსახურებს თავისი წარსულით, მაგრამ აწმყოში რას აკეთებს?! იმის შიშით რომ ერთი ადგილი გაუცივდება ქართულ ფეხბურთს ყინავს, მართალი იყო ქეცბა მაგათ რომ შეულაგა.
tengo
კოკაია, შუა სეზონშო რომ გუნდი დაშალე, ეგეც ჩივაძის ბრალია ? თავი იმიტომ აქვს ადამიანს , რომ იფიქრო და თანხები სწორად გაანაწილო.
gogi
ჩივაძეს უნდა სცხვენოდე
გგ
გუშინაც დავწერე არველაძეზე ადრე ჩივაძეა მაქედან ....იუდაც მსუქუია მაგაზე ნათქვამი. ერთმა ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ადრე ფედერაციის წინ უთხრა .... რო ზვანია არსებობდეს შენ გენერლობა გეკუთვნისო.... დასკვნები თქვენთვის მომინდვია
Zviad
Vიღაცამ თავი მოაბას რო ერთად გავიდეთ და დავგმოთ ფედერაციის საქციელი.ფიფაც დაინახავს რო არანაირი ავტორიტეტი არა აქვს ხალხში ამ ფედერაციას.მივიდა იმ დონემდე რო შეიძლება ფეხბურთი მართლა მოკვდეს და ახალგაზრდობაც სხვა რამით დაკავდეს.არა და მსოფლიოში ნომერ 1სპორტია ფეხბურთი.დავდგეთ მომავალი თაობისთვის ერთად და არ მივცეთ არველაძის ნაირ ფულის ტომრებს დაასამარონ ფეხბურთი!!!
Unknown
მოგვენატრა ნამდვილი ფეხბურთი, კველა ნორმალურად თამაშობს, ნახეთ ალბანეთი,ისლანდია, ფარერებიც კი,ერთი ჩვენ არ გვეშველა და არც გვეშველება,თუ ეგენი არ მოცილდნენ და ის ხალხი არ მოვიდა ვინც ჩაობიდან ამოიკვანს ფეხბურთს!
დაგი.
გახსნეს თავისი მაღაზიები გაახსნევინეს ვეტერანებსაც მოიმადლიერეს ახლობლები და სულ არ აინტერესებთ ქართული ფეხბურთი. აბა რა გააკეთა 2 ვადით ანუ 8წწ არველაძეებმა ქართული ფეხბურთისათვის. გამოვიდეთ და ხმა ამოვიღოთ ნაც-არველაძეების წინააღმდეგ. გაუმარჯოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და მის მხარდამჭერებს.
ასლანი
სანამ დროა გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ფეხბურთი ამ მართლა იუდებიდან არველაძეებიან-ჩივაძეებიან-ხურცილავებიდან და ფირცხალავებიდან.და კიდევ ვინც მაგათთან ერთად ძოვს.ერთად შევესიოთ ფედერაციასთან და ნახავთ როგორ დაფრთხებიან ტურები და მოვიყვანოთ ჩვენი ლევან კობიაშვილი წესიერი კაცი.
Giorgi
მარტო არველაძეები არა ჩივაძის თამადობით ეს სტარიკი მაფიოზები არიან პირველ რიგში მოსაცილებლები. ფედერაციის პრეზიდენტები იცვლებიან მარა ეგ ჩამპალი სასტავი რო სუ იქ არი მაგიტო ინგრევა ფეხბურთი. ქეცბაიამ სწორად ლანძღა ეგენი თავის დროზე მარა ვინ მოუსმინა. წარსულის გამო ფეხბურთი მაგათი მუდმივი საკუთრება ხო არ არი კაცო წაეთრიონ სახლებში და შაბათ კვირას მივიდნენ დინამოს თამაშებზე ასე თუ ვერ ელევიან ფეხბურთს. მაგათი ვადაგასული მოსაზრებების და სიღორის გამოა ფეხბურთი რო აღარ არსებობს საქართველოში.
Nukri
მცხვენია ცხოვრება ისეთ ხალხის გარშემო ვინც ანგრევს ქართულ ფეხბურთს,თუმცა არა მარტო ფეხბურთს....ნახეთ რა გუნდები თამაშობენ ლიგაზე კაზახების აზერების და რავიცი უსახელო ფეხბურთი რომ საერთოდ არ გაეგებათ,ახლა გვაქვს შანსი, რომ ჩვენც გავიხაროთ ქარ:ფეხბურთით,მაგრამ ამასაც გვისპობენ, მართალს ამბობს კოკაია,თუ არველაძეს აირჩევენ დაღუპავს ფეხბურთს და ვიქნებით სულ ტყუილ მოლოდინში,ამიტომ ხმა ამოვიღოთ და ეს ююю ჩამოვაშოროთ ქართულ ფეხბურთს სანამ დროაა..............
murtalo
შესაძლოა კკოკაია არ მოგწონდეს, მაგრამ 100%-ით მართალია ეს კაცი. მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და ქართულ ფეხბურთს თუკი რამის შნო გვაქვს, არადა ასე ჩამპალი სააფეხბურთო მეურნეობა გვექნება კიდევ დიდ ხანს. ჩვენ უნდა "გავუიასნოთ" რომ არა ვართ ბოლომდე ჩმორები!
ავთო.
ერთი რამ ვერ გამიგია. სახელმწიფო არ ჩაერიოს და ჩვენ რასაც გვინდა იმას ვიზამთ თუ რაა ესენი-არველაძეები შეკრული არიან პლატინისთნ ვითომ ის სუფთა იყოს იმასაც გასვრილთან ყოფნა ურჩევნია ვიდრე ახალთან.ამიტომ ხალხი უნდა გამოვიდეს ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს და მოვაშოროთ არველაძეები ძალით მოსვლა რომ უნდათ და ლევან კობიაშვილს დავუდგეთ გვერდით.აბა ყველა ფედერაციასთან ბიჭებო არ გავატანინოთ მათ თავისი.
იკა
მემგონი საჭირო იქნება ხალხის მკაცრი რეაქცია, თორემ უამისოდ ჩაივლის არჩევნები ისე როგორც უნდათ არვეარლაძეებს და მომავალ ჩემპიონატში აღარ იქნება დინამო ვიტჯორჯია და სხვა კერძო კლუბები
Gogita
სახელმწიფოა დამნაშავე
lelo
ერთი გამოსალია მხოლოთ, რაც შეიძლება ბევრი ხალხი უნდა შეიკრიფოს ფედერაციასთან მოთხოვნით გადადგეს ფედერაციის მთლიანი შემადგენლობა!!!
dato
იუდა აბა რა არის! ხურცილავა ჩივაძე კაკილაშვილი არველაძეები და სხვა ფულისტები რომლებსაც თავისი კეთილდღეობა ურჩევნიათ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას! არ ასვენებთ აზრი რომ შეიძლება მატზე მეტს ვინმემ მიაღწიოს! და ამასთან სტადიონზე თავიანთი ავეჯის მაღაიზები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ვიდრე სტადიონის გარემონტება! ქართული ფეხბურთის მუწუკები! დიდი ფეხბურთი ითამაშეს და მადლობა მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას რომ ქართული სპორტი მათი საკუთრება გახდა!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
ნერვიულობის მეტყობა რამე?!. ლევან კობიაშვილი "ლელოს" სტუმარია
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
რამდენი უნდა იყოს საქართველოში ფეხბურთელის მინიმალური და მაქსიმალური ხელფასი
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
კესო ჩხიკვაძე: "ზესტაფონის" დავალიანება სფფ-ს რატომ უნდა დაკისრებოდა?
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა
Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ
პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს
ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
ᓔᓕᓠᓝᓢᓣᓠᓜᓘᓠᓔᓑᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓘ" ᓠᓕᓐ ᓬᓚᓘᓡ ᓨᓔᓛᓓᓔᓒ...
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
როცა ბარიერი კანონმდებლობაა... ფეხბურთელებს მინიმალური ხელფასი ვერ დაუწესდებათ
...ეს იქნება რევოლუცია ქართულ ფეხბურთში! რევაზ არველაძე "ლელოს" სტუმარია
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
აღმასაკომმა ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
სადებიუტო სუპერგოლი - ინტერვიუ თორნიკე მოსიაშვილთან [VIDEO]
დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მამუკა კვარაცხელიამ ფედერაციას წითელი ბარათი უჩვენა
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
ბოლნისის ”სიონი” - მუდმივი ცვალებადობა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო