ცნობილი მწვრთნელის აზრით, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ადგილობრივი სპეციალისტის დანიშვნა აჯობებს
სანამ საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება, ეს თემა ჩვენს ფეხბურთში ყველაზე აქტუალური იქნება. შექმნილ სიტუაციაზე აზრის გაზიარება ცნობილ ქართველ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს ვთხოვეთ და მერე ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებსაც გადავწვდით.

მუმლაძეს ქართველი ქომაგის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის "დინამოში", "ვიტ ჯორჯიაში", რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახადა, იმუშავა ქუთაისის "ტორპედოში"...

ახლა გამოცდილი სპეციალისტი "მცხეთაში" საკლუბო ჩინოსნის რანგში მუშაობს...

- საინტერესოა თქვენი აზრი: ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის უცხოელი მწვრთნელი იქნება უკეთესი თუ ქართველი?

- ჩემი აზრით, ახლა საქართველოს ნაკრებში გამართლებული იქნება ქართველი სპეციალისტის დანიშვნა. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? დავიწყოთ იქიდან, რომ შექმნილ სიტუაციაში დაახლოებით ვიცით ის თანხა, რომელიც გვაქვს და ისიც ვიცით, რამდენი სჭირდება კვალიფიციურ უცხოელ მწვრთნელს...

გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დროის ფაქტორი. ქართველ მწვრთნელს ამომწურავი ინფორმაცია ექნება ნაკრების თითოეული წევრის შესახებ, ეცოდინება ეროვნული ჩემპიონატის ავ-კარგი...

უცხოელი მწვრთნელის მოყვანა, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს გარკვეული გათვლის საფუძველზე და არა სპონტანურად. უცხოელი რომ მოგყავს, შენ უკვე ბოლომდე მზად უნდა იყო შედეგის დასადებად...

ამის დროც მოვა. ახლა კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართველი მწვრთნელის დანიშვნა მიმაჩნია მართებულად, ისევ და ისევ - შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

- თქვენ დროის ფაქტორი ახსენეთ...

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ეს დრო უცხოელი სპეციალისტის სასარგებლოდ სულაც არ იმუშავებს. უმოკლეს ხანში მას სიტუაციაში გარკვევა ძალიან გაუჭირდება.

- გეგულებათ ისეთი ქართველი მწვრთნელი, რომელიც ეროვნულ გუნდს წარმატებით გაუძღვება?

- კი, ოღონდ მე მწვრთნელი ვარ და ჩემი მხრიდან კანდიდატურების ჩამოთვლა არ იქნება მთლად გამართლებული. საღად მოაზროვნე ყველა ადამიანმა იცის, ვინ შეიძლება განვიხილოთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

- ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე გკითხავთ. როგორ გესახებათ "გზა ხსნისა"?

- ფეხბურთის ფედერაციაში ახალი თაობა მოვიდა და ამ ხალხის მეიმედება. ერთიცაა - თუ სისტემამ არ შეუწყო ხელი, ერთი კაცი მარტო ვერაფერს შეცვლის. დავწეროთ კარგი პროგრამა - ერთია და მეორეა - მისი შესრულება.

ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთს სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს, თორემ ისე რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენლად მეჩვენება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლება მალევე ვისაუბროთ ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან პროგრესზე.

- სხვადასხვა დროს თქვენ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუკვალეთ გზა დიდ ფეხბურთში. როგორ ფიქრობთ, კარგი თაობა მოდის?

- მართლაც კარგი თაობა მოდის და მჯერა, რომ ეს თაობა მალე ქართული ფეხბურთის კრიზისს დაგვავიწყებს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართულ ფეხბურთს განვითარების მხრივ პაუზა ჰქონდა აღებული და სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად ეს გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა გამოიარა საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში. რამდენი ომი გამოვიარეთ, რა ტერიტორიებია დროებით დაკარგული... ახლა სხვა რეალობაა. აღარ არის ის დრო, რაც იყო.

- ცალკე უნდა გკითხოთ რეგიონულ ლიგებზე. მისი ფუნქცია რანგით მაღალი ლიგებისთვის ფეხბურთელების მიწოდება უნდა იყოს. მინახავს ამ ლიგის თამაშები თუნდაც საშუალოევროპულ ქვეყნებში და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი დაბალი ლიგები ვერ უძლებს კრიტიკას...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. რეგიონულმა ლიგამ კადრები უნდა მოუმზადოს რანგით მაღალ ლიგებს. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის ფესვი, რომელიც ქართულ ფეხბურთს აცოცხლებს. დღეს ძალიან სუსტია ჩვენი დაბალი ლიგები და ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ. რაზეა ლაპარაკი - ზოგან ფეხბურთის თამაშიც კი არ შეიძლება.

როცა საკითხი ასე დგას, იქ პროგრესზე ვერ ილაპარაკებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სირბილის სწავლების ცენტრი
კრიზისის დაძლევა თუ გინდათ ფეხბურთელებს ნორმატივების ჩაბარება აიძულეთ და შედეგები გამოაქვეყნეთ:)
ბექა
ეს ,რომ მწვრთნელობაზე თავს დადებს ,მართლა აღარ არის საშველი
jorj
განათლებას არის მისახედი ახალი მწვრთნელები + განათლება ახალი მიდგომები 21 საუკუნეა ჩვენი ფეხბურთი სამწუხაროდ 20 საუკუნის დასაწყისშია დარჩენილი. დაიწყონ ბავშთა ფეხბურთიდან ახლებურად ახალი მიდგომებით.
zaza
ბატონ გუჯას აბსოლუტურად ვეთანხმები.ქუთაისში ამ ბოლო დროს ბევრი მწვრთნელი შეიცვალა და ყველას ვარჯიშებს ვესწრებოდი იმის იმედად რომ იქნებ რაიმე ახალი ვნახო მეთქი მაგრამ არაფერი მსგავსი.იქვე ხელოვნურზე მარტვილის მერანი ვარჯიშობდა სანამ მარტვილში სტადიონს არემონტებდნენ და ასე მეგონა რომ ორივე გუნდს გაიოზ დარსაძე ავარჯიშებდა. აბსოლუტურად ერთი და იგივე, ხშირ შემთხვევაში უაზრო,წიგნებიდან გაზეპირებული ვარჯიშები. არავითარი სიახლე,არავითარი კრეატივი.მერე ერთმანეთში ამხანაგური ითამაშეს და არც ერთი ამ ვითომ ვარჯიშებიდან არ გამოუყენებიათ.რა აზრი აქვს ვარჯიშს თუ მას თამაშის დროს არ გამოიყენებ?ქართული ფეხბურთის კრიზისის მთავარი მიზეზი სწორედ მწვრთნელების ძალიან დაბალი დონეა და პირველ რიგში სწორედ ამას უნდა მიეხედოს.
გუჯა კახაძე
ფეხბურთელი აკეთებს იმას, რასაც მწვრთნელი ასწავლის. კრიზისის მიზეზი მწვრთნელებში ეძებეთ!
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
რამაზ მუმლაძე: თამაშს ერთი კაცი არ აგებს...
...უცნობი ისტორია ჯაბა კანკავაზე - გერმანია-საქართველო სპეციალისტის თვალით
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ევროთასები 2017/18. ჩვენ და სლოვაკები: აქაც უარყოფითი ბალანსი...
წარმოგიდგენთ ევროს გრანდებს. იტალიის ნაკრებს გაგაცნობთ რამაზ მუმლაძე
ბედის საძიებლად ესპანეთში - გეგი ვეკუა უკვე კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება
რამაზ მუმლაძე: ევროთასების წილისყრამ ოპტიმისტურად განმაწყო!
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ