პროგრესირებადი ახალგაზრდული ტანდემი - ფრიდონ გიგანსა და ლევან გუგავას მეტი ტურნირი სჭირდებათ
ბოლო უქმეებზე თბილისში ჩატარებული ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი წინამორბედებივით საკმაოდ მაღალი დონისა გამოდგა - მასში 67 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტი გამოდიოდა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. მართალია, არც პირველხარისხოვანი ვარსკვლავები ჩამოსულან, გვაკლდა იაპონიის ნაკრებიც, თუმცა შეჯიბრება სუსტიც ნამდვილად არ იყო.

თბილისის გრან-პრი: სახლიდან ბრაზილიისკენ გავიწიეთ [VIDEO]

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ტურნირმა მაყურებელთა ანშლაგი მაინც ვერ გამოიწვია და ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზიც კი სამი დღის განმავლობაში ბოლომდე არ გავსებულა. არადა, სავსე ტრიბუნები დამატებითი კოზირი იქნებოდა, რათა მომავალ ოლიმპიურ ციკლშიც წარმატებით ვიბრძოლოთ "დიდი პრიზის" სტატუსისთვის.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან მიმდინარე ხელშეკრულებას ამ შეჯიბრებით გაუვიდა ვადა, ახალ ოლიმპიურ ციკლში კი თავიდან უნდა ვიბრძოლოთ ამ სტატუსის მოსაპოვებლად.

სამაგიეროდ, ეს ტურნირი კარგ მოგონებად დარჩებათ ესპანეთის სახელით მოჭიდავე 20 წლის ნიკოლოზ შერაზადაშვილს (90) და 32 წლის გვინეა-ბისაუელ ტატიანა ლიმას (48) - "მამლუქმა" ამ რანგის შეჯიბრებების პირველი მედალი მოიპოვა, აფრიკელი კი პირველად გავიდა ასეთი მაღალი დონის ფინალში.

შერაზადაშვილმა რეიტინგში 120 ქულა შეიმატა და საერთაშორისოში 41-ე ადგილამდე აღზევდა, ოლიმპიურში კი სალიცენზიო 22-კაციან ზონას მიუახლოვდა. თუმცა ესპანეთი უკვე შედის ამ ზონაში - დავიდ რუისი ზუსტად 22-ეა, მაგრამ ამ წარმატებით ჩვენებურმა მასთან სხვაობა 74 ქულამდე შეამცირა და რიო დე ჟანეიროში წასვლის შანსიც მნიშვნელოვნად გაეზარდა.

იმედია, ამას გამოიყენებს კიდეც, თუმცა დარჩენილი სალიცენზიო შეჯიბრებებიდან მადრიდში არც ერთი არ ტარდება, სხვაგან კი ისეთი თბილი ატმოსფერო, რაც თბილისში დახვდა, არსად ექნება - ის ხომ სახლში ჭიდაობდა და მაყურებელიც ოვაციით ხვდებოდა ტატამზე მის ყოველ გამოჩენას. ბრინჯაოს ფინალში გამარჯვების შემდეგ არც თვითონ დაიშურა სამადლობელი ჟესტები ტრიბუნების მიმართ.

გადაჭრილი სალიცენზიო დილემა

თუმცა ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ ამ მედლებით ლიცენზიების დილემაც, ფაქტობრივად, იმ ორ წონაშიც გადავჭერით, სადაც ჯერ კიდევ ვერ გვქონდა მყარი მდგომარეობა - 66-სა და 100-ში.

66-ში ტურნირის გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი კი შედიოდა სალიცენზიო ზონაში, თუმცა მე-20 იყო, ახლა კი საერთაშორისო რეიტინგში მე-19 ადგილამდე აიწია, ოლიმპიურში კი ერთბაშად მე-11 ადგილამდე ამაღლდა.

მადა ჭამაში მოდისო და ასე თუ გააგრძელა, განთესვის რვაკაციან ზონაზეც თავისუფლად შეიძლება ფიქრი. მართალია, ჯერ კიდევ არსებობს ამ ზონიდან გავარდნის შანსიც, რადგან თავად 812 სალიცენზიო ქულის მფლობელი 22-ეადგილოსანს სულ რაღაც 300 ქულით, ანუ მხოლოდ ერთი ტურნირის საჩემპიონო მარაგით უსწრებს, მაგრამ თავად მარგველაშვილის ბოლოდროინდელი დიდი პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ამ მონაპოვარს არათუ არ დაკარგავს, გააუმჯობესებს კიდეც.

100 კილოგრამში ბრინჯაოს მოპოვებით ბექა ღვინიაშვილმა 120 ქულაც შეიმატა და სალიცენზიო რეიტინგში საგზურსაც "კუდზე დააჯდა" - 23-ეა. სადღეისო მდგომარეობით, მას 22-ში შესასვლელად, მინიმუმ, 100 ქულა სჭირდება, რაც ნამდვილად არაა ძნელი მოსაპოვებელი, თუმცა დარჩენილ შეჯიბრებებში მეტოქეებიც ეცდებიან მარაგის გაზრდას.

ღვინიაშვილს დარჩენილ ტურნირებში 1-2 ბრინჯაოც სავსებით ეყოფა, ხოლო არაფერს ვამბობთ უკეთეს შედეგზე. მან უკვე გაუსწრო ალექსანდრე მსხალაძეს და საერთაშორისო რეიტინგში 39-ეა 456 ქულით, მსხალაძე კი 41-ეა 402-ით.

აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ამ წონაში სულ 6 შეჯიბრება ჩაატარა.

ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მწვრთნელები, მაგრამ, ვფიქრობთ, ჩვენმა ტურნირმა მათ 73 კილოგრამში არსებული მძაფრი შიდა კონკურენციის გასარკვევად დიდი გასაღები მისცა: ნუგზარ ტატალაშვილმა შედეგით აჯობა ლაშა შავდათუაშვილს და თავი საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა. თუმცა ვიმეორებთ - ეს კონკურენცია მაინც მწვრთნელთა გადასაწყვეტია.

შვედ მარტინ პაჩეკთან ღვინიაშვილის წაგებისა არ იყოს, 90-ში არჩილ გოგოლაშვილიც შეგეცოდებოდათ ყაზახ სამატ იესენთან მარცხისთვის - ქართველმა ბრუნით ორჯერ დაატრიალა საილეთედ, რომელთაგანაც ტაბლოზე პირველი იპონად (ჰაერში აიტაცა და ბეჭებით გამეტებით დაანარცხა ტატამს), მეორე კი ვაზარად დაუწერეს, მაგრამ არბიტრმა ორივე გააუქმა იმ მოტივით, მანამ "მატე" დავიძახეო. სამაგიეროდ, გოგოლაშვილს გაფრთხილებები ურიგა გულუხვად, ვიდრე არ მოხსნა.

მათ მეტი შანსი სჭირდებათ

სამწუხაროდ, ამ ტურნირზე ჩვენი სათადარიგო ფალავნების უმეტესობამ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, მაგრამ ორი მათგანი სასიამოვნო გამონაკლისია - ბრინჯაოსმედალოსანი ფრიდონ გიგანი 73-ში და ვიცე-ჩემპიონი ლევან გუგავა 81-ში.

ორივე ერთი თაობის სპორტსმენია, თუმცა, ასაკის გარდა, მათ ტექნიკური ჭიდაობისადმი მიდრეკილებაც აერთიანებთ - ბევრ ილეთს აკეთებენ, მათი გამოსვლა მხოლოდ გაფრთხილებებზე არაა აგებული. აქვთ დიდი ჟინი და ბრძოლისუნარიანობა, ფიზიკურადაც კარგ ჯანზე ჩანან, შედეგად კი ძალიან კარგად იჭიდავეს და მაყურებელს დიდი სიამოვნებაც მიანიჭეს.

23 წლის გიგანმა პირველ შეხვედრაში გამოცდილი ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო დაამარცხა ვაზარით, რაც უკვე ეყოფოდა ძალის საზომად, მაგრამ მერე ასევე გამოცდილ პორტუგალიელ ანდრე ალვეშს დააცხრა მასირებული შეტევით და ორი წუთიც არ იყო გასული, როცა ორი ვაზარი აართვა. ის მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა მონღოლ ოდბაიარ განბაატართან, ვინც იმ დღეს ჩვენებიდან მხოლოდ ტატალაშვილმა შეაჩერა ფინალში, გიგანის შემდეგ კი შავდათუაშვილსაც მოუგო. ვფიქრობ, სათანადო გამოცდილების მიღების შემდეგ ის ჩვენებურისთვის გადაულახავი ბარიერი აღარ იქნება.

დამამშვიდებელში გიგანმა კვლავ დამაჯერებლად მოუგო შვედ ტომი მაკიასს და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს. აზოიდისთან გაფრთხილებებით აგებდა, მაგრამ დასრულებამდე 10 წამიც არ რჩებოდა, ვაზარიზე დასცა.

გუგავა ჯერ 20 წლისაა და ასაკობრივ ნაკრებებში ბლომად მედლებიც მოიხვეჭა, თუმცა ერთი მინუსი ისაა, რომ დღემდე დიდი ტურნირების ჩემპიონი ვერ გახდა (თუ გუნდურებს არ ჩავთვლით). არადა, ძალიან სტაბილურია და ვალერი ლიპარტელიანივით (90) ევროპა-მსოფლიოზე ასაკობრივ ნაკრებებში სეზონს არ უშვებს უმედლოდ.

ახლაც 81 კილოგრამში ჩვენგან ყველაზე უკეთ გამოვიდა და უშანგი მარგიანის მარცხის ფონზე (პირველივე შეხვედრა წააგო ყაზახ აზიზ კალკამანულისთან) წონის მეორე ნომრობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. მით უფრო, ბოლომდე ვერც ზებედა რეხვიაშვილმა გაამართლა იმედები - თავიდან კარგად კი დაიწყო და ესპანეთში გადასული შალვა ყალაბეგაშვილი ჩახტომითი კისრულით ვაზარზე წამოიღო, რუს ივან ვორობიოვს გაფრთხილებებით დამაჯერებლად აჯობა, ხოლო ბერძენი ალექსიოს დანაციდისი დააიპონა, ფიზიკურადაც კარგად ჩანდა მომზადებული, არ იღლებოდა, ტექნიკა კი ყოველთვის გამოარჩევდა, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩა: ჯერ რუს ალან ხუბეცოვთან წააგო, დამამშვიდებელში იგივე კალკამანულისი გაფრთხილებებით კი მოახსნევინა, მაგრამ წააგო ბერძენთა ქართველ რომან მასტოპულოსთან.

ამასობაში გუგავა ბრწყინვალე გდებებით მიიკვლევდა გზას ფინალისა და ქომაგთა სიმპათიისკენ. ამ სიმპათიების მოპოვება პირველივე შეხვედრიდან დაიწყო, როცა ლიტველ რამუნას დიბურისთან ვაზარი გაუშვა, მაგრამ ეკვეთა და ორჯერ ანალოგიური სინჯის გდება თავად ჩაუტარა. ამას კიდევ ორჯერ მიაყოლა წმინდა მოგება - უნგრელ საბოლც კრიჟანთან და თურქ ემირან იუსელთან, ვინც, სინამდვილეში, ქართველი იანვარაშვილია. ბულგარელი ივაილო ივანოვი, ალბათ, მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი იყო და მასთან იუკოთი იმარჯვა, ნახევარფინალში კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი მასტოპულოსი დააიპონა. შესაძლოა, ის ფინალში გასვლით დაკმაყოფილდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ხუბეცოვთან თითქოს ძველი შემართება აკლდა.

ვფიქრობ, ამ ორ ახალგაზრდას რაც შეიძლება მეტი ტურნირი სჭირდება და მათგან კარგ რეზერვს მივიღებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგი
რა ზღაპრებს ყვებით, რა გადაწყვიტა ბექამ, 100-ში გადასვლა? 90-ში არ ექნებოდა შანსი და ეხლა მეტი შანსი აქვს?!:):) ნამუსი აღარაა?! ბექა რომ ამ წონის არაა, თვალით მაინც ვერ ხედავთ?!თვითონ გადასწყვიტაო, ეფ საიდან მოიტანეთ... მომადლიერებასავით გაუკეთეს შეთავაზება, 100-ში სცადეო, ოლიმპიადაზე რომ მოხვდეს, იქ შანსი მაინც არ ექნება, 90-ში კი ჰქონდა და მალე გამოჩნდება ლიპარტელიანის დადებული შედეგიც....
გიორგი მეზვრიშვილი
ღვინიაშვილი არავის გადაუყვანია 100 კგ-ში,თვითონ გადაწყვიტა ასე და მწვრთნელებიჩ არ შეეწინარმდეგნენ...თორემ 90ში პირველობისთვის ბრძოლა ვინმემ კი არ დაუშალა... საბოლოოდ ბექა მართალი აღმოჩნდა,90ში შანსი საკმაოდ მცირე ქონდა,ეხლა კი აუცილებლად მოიპოვებს რიოს საგზურს!!!
გიორგი მეზვრიშვილი
შავდათუაშვილს და ტატალაშვილს შორის საკმაოდ მწვავე კონკურენციაა,ჯერ კიდევ არ არის გარკვეული რომელი წავა რიოში,მცირე უპირატესობა აქვს ნუგზარს.რაც შეეხება ვარლამს და ბექას-აქ უპირატესობას და თან საკმაოდ დიდს ფლობს ლიპარტელიანი(გადახედეთ ურთიერთშეხვედრების ბალანსს).ბექას შეეძლო ებრძოლა ნაკრებში პირველობისთვის ,მაგრამ ამის მიღწევა გაუჭირდებოდა და თვითონვე გადაწყვიტა(და არა მწვრთნელებმა ან სხვა ვინმემ) 100 კგ-ში გადასვლა,რადგან ასე უფრო მეტი შანსი ექნებოდა...მართალიც აღმოჩნდა.
გოგი
თუ ტატალაშვილსა და შავდათუაშვილს შორის სადავოა ოლიმპიადაზე გამგზავრება, რატომ არ დასცალდა ღვინიაშვილსაც? რატომ გადაუწურეს იმედი 7-8 თვით ადრე და რატომ აწევინებენ ათმაგ ჯაფას?
მერაბი გ.
ლიცენზიების პრობლემა 66 და 100 კგ–ში გადაჭრილი არაა.მარგველაშვილს უკეთესი შანსი აქვს, მაგრამ კიდევ უნდა ქულები, ღვინიაშვილს კი მინიმუმ 250 ქულა სჭირდება
ძიგარო კანო
დარბაზი როგორ შეივსებოდა? ვიპ ადგილებად იყო ნაქცევი( ვიპ პერსონებისათვის) და არ გვიშვებდნენ ნორმალურ ადგილებზე დასაჯდომად. სადაც დაჯდომის საშუალება იყო იქიდან ყურებას კიდევ დიდეკრანიან ტელევიზორში ყურება ჯობდა. ippon.tv-ზე კიდევ გადახვევების საშუალებაც არის და ყველას სხვატკის ყურებისაც.
ჯონდო
ავტორს: სიტყვა დილემა ბერძნულია, მასში დი-2ს ნიშნავს, და ეს სიტყვა ზოგადად გულისხმობს 2 უხეირო შესაძლებლობიდან 1ის არჩევის აუცილებლობას. მაგალითად, პეტრე ბაგრატიონს ქონდა დილემა, მოეჭრა ფეხი თუ მომკვდარიყო. იქნება აგვიხსნათ, თქვენ რომ სათაურში და სტატიაში ამ სიტყვას იყენებთ რას გულისხმობთ? მე ისე მეჩვენება ეს სტატია საუბედუროდ ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს, ამტომაც გავაუქმეთ ფიზკულტურის ინსტიტუტიო - სპორტის აკადემია რომ დაირქვს მერე ის.
კითხვა ლეგიტიმურია! ტრფიკინგსაც კი დავარქმევდი.)))
თურქები და ბერძნები ცუდად, ძალიან ცუდად იქცევიან, მაგრამ ქართველებიც რომ თანხმდებიან? ანუ, საკუთარი თავის გაყიდვა და ადამიანის ყიდვა საკუთარი ინტერესებისათვის, რით არაა ტრეფიკინგი და სხვა ერის შეურაცყოფა?
რატომ ითხოვენ ბერძნები და თურქები გვარის(ეროვნების?) გადაკეთება-შეცვლას?
რუსი გვარს თუ ცვლის, მხოლოდ "ობ"-ს ამატებს და აქ, მასტოპულოსი, ილიადისი, იუსელი, ბექიროღლუ... ამიტომაც ვერ გაიგებს ნორმალური(!) ევროპა და ერები, რამდენი ცოდვა აქვთ არანორმალურთ, მით უმეტეს გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის წარსულში. შეადარეთ, შერაზადიშვილი, ზანთარაია, ყ ა ლ ა ბ ე გ ა შ ვ ი ლ ი (როგორი გამოსათქმელია?:)).
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
მარაკეშის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ფინალში რუს დენის იარცევს ეჭიდავება [VIDEO]
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
საქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება
ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
თეიმურაზ ნოზაძე, ნიკო ჭიკაიძე და ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ჰავანას გრან-პრი: თითქმის განაღდებული ლიცენზია
ოდიველასი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძის ვერცხლი, ნოდარ ბერიანის ბრინჯაო
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
ევროპის თასი: ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახლა პეტერბურგში გამოცდიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
"რუსებს დღესაც მიაჩნიათ, რომ ქართველი მსაჯი მოვალეა, მათ დაეხმაროს..."
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
"რიოს თამაშების შემდეგ თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა, საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იყო"
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: განსხვავებული მეორე დღე
ისტორიული მედალი ქალებში და ბექა ღვინიაშვილის დუბლი [VIDEO]
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]