საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 11 თებერვლიდან ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 11 თებერვლიდან ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც იმავდროულად, 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა. თუმცა, "ბორჯღალოსნები" შესარჩევში არ მონაწილეობენ, რადგან 2015 წელს ავტომატურად მოიპოვეს მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 11 თებერვალს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, წლეულს პირველი შემთხვევაა, როცა ერთა თასის მატჩები სრულად არ ემთხვევა ექვსი ერის გათამაშების კალენდარს. ასე, მაგალითად, ევროპის საუკეთესო ექვსეულის გათამაშება 4 თებერვალს იწყება.

ბრიუსელში ბელგიელებთან ჩვენს მატჩს უელსელი ბენ ვაითჰუზი განსჯის. მომდევნო შეხვედრას კი, "ბორჯღალოსნები" 19 თებერვალს, რუსთავში, "რუსთავი არენაზე" გამართავენ გერმანიის ეროვნულ გუნდთან. აქ რეფერი ბელგიელი მაქსიმ ბურლე იქნება, რომელმაც ერთი წლის წინათ თბილისში სწორედ გერმანელებთან დაპირისპირებისას იმსაჯა.

მესამე, მეოთხე და მეხუთე ტურის მატჩებს "ბორჯღალოსნები" მიჯრით გამართავენ. 4 მარტს ჩვენი გუნდი ესპანეთს ეწვევა და ვალიადოლიდთან ახლოს, პატარა ქალაქ მედინა დელ კამპოში დაუპირისპირდება "ლომებს". ამ მატჩის არბიტრი უელსელი კრეიგ ევანსი იქნება.

ერთი კვირის თავზე თბილისში რუსები გვეწვევიან. თამაში ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება. მას ინგლისელი იან ტემპესტი განსჯის.

18 მარტს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის არბიტრის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ერთა თასი

11 თებერვალი

გერმანია-რუმინეთი

ბელგია-საქართველო

ესპანეთი-რუსეთი

18 თებერვალი

რუმინეთი-ესპანეთი

ბელგია-რუსეთი

19 თებერვალი

საქართველო-გერმანია

4 მარტი

ესპანეთი-საქართველო

რუსეთი-რუმინეთი

გერმანია-ბელგია

11 მარტი

გერმანია-ესპანეთი

ბელგია-რუმინეთი

12 მარტი

საქართველო-რუსეთი

18 მარტი

ესპანეთი-ბელგია

რუსეთი-გერმანია

რუმინეთი-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

misha
ჩვენ თუ არ წაგვადება იმათ ხომ წაადგებათ და იქნება შემდგომში ცოტა მეტი წინააღმდეგობა გაგვიწიონ.
J A G A
ეგრეთ წოდებული რაგბის ,,მამები'' მაყუთის გამო, რაგბის განვითარების (საქართველოს ნაკრები მაქვს მხედველობაში) პაესპეკტივას? ხელოვნურად კლავენ DDDDD . . .
Me
ეეჰ ყ ველას მოვუგებთ ზოგს შევარცხვენთ და ესეცდამთავრდება ტურნირი. 5ტური ისე გავიდა არავის არ მოუგია ჩვენთვის ამ გუნდებისგან 2009წლიდან ბოლოს როდის მოგვიგეს აღარ მახსოვს 8წელიწადი ზელანდიასთან, რომ გვათამაშონ ესე ერთს მაინც მოვიგებთ დავითალეთ უკვე რამე სხვა გვინდა ოკიანეთი, ამერიკა საქართველო რუსეთი კაი იქნებოდა ან რამე ესეთი მეორე დონის ევროპის პირველი ოკიანეთის პირველი აფრიკის პირველი ამერიკის პირველი ტურნირი რო იყოს რამე ყველას წაგვადგება
kosta
რუსეთთან და გერმანიასტან თამაში არაფერს მოგვცემს...ძალიან სლაბები არიან
Zura
იმიტომ რომ ეროვნულ სტადიონზე გაცილებით მეტი მაყურებელი ეტევა ! რა შუაშია აქ პოლიტიკა ????
რეზო
არაერთხელ დამარწმუნეთ თქვენს პროფესიალიზმში.ყურადღებიანი ჟურნალისტები ბრძანდებით.გმადლობთ.
svan
მერე იტყვიან პოლიტიკას როგორ ურევთ სპორტშიო..... :დ))) რატომ არის დანიშნული რუსეთის თამაში ეროვნულზე?! არც ვაკეში არც ქუთაისში...
ნოდო
რეზო-ს. ძმურად, გადათარგმნე რის თქმა გინდა!!
უნდა მოუმატოთ
შუაში ვართ გაჭედილები ერთა თასზე 1 თავით მაღლა ვართ,6 ერზე 1 თავით დაბლა.
სხვა დონე გვჭირდება
უკვე მაგარი მოსაწყენი ხდება ჩვენთვის ერთა თასი
რეზო
19 თებერვალს საქართველო ვერ ითამაშებს რუმინეთში,რადგან თამაში აქვს თბილისში გერმანელებთან!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ერთა თასის ფორმატი შეიცვალა, როგორი გუნდით ითამაშებენ "ბორჯღალოსნები"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო