იბრაჰიმოვიჩი: კიელინისთან პრეტენზიები რომ მქონდეს, ახლა საავადმყოფოში იწვებოდა

AutoSharing Option
შვედეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დღეს, 17 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში იტალიასთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ევრო 2016. II ტური. E ჯგუფი: იტალიის ნაკრები პლეი ოფშია [VIDEO]

"თამაშმა დაგვანახა, რომ ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც იტალიის ნაკრებია, 90 წუთის მანძილზე გვმართებს ბრძოლა. 89 წუთი საკმარისი არაა. კონცენტრაციის შენარჩუნება მთელი მატჩის მანძილზეა აუცილებელი", - განაცხადა შვედმა.

იბრაჰიმოვიჩს ერთ-ერთ სათამაშო მომენტში ჯორჯო კიელინისთან შელაპარაკება მოუვიდა და ჟურნალისტებმა მას ამაზეც ჰკითხეს.

"ყველაფერი რიგზეა. მასთან პრეტენზიები რომ მქონდეს, ახლა საავადმყოფოში
იწვებოდა", - დაამატა ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ ... არ უკბინო კიელინის
Giorgio
18 ივნისი 2016 13:07
0
ამის ბაქი-ბუქმა ხო ტვინი ....რა
musenbazi
18 ივნისი 2016 03:24
0

სიახლეები პოპულარული