12 პლეი ოფში: რა გადაწყდა უკვე ევრო 2016-ზე?

AutoSharing Option
24-გუნდიანი ჩემპიონატის და ფორმატის გამო ბევრი უცნაურობა უკვე მოხდა საფრანგეთში. მაშ რა გადაწყდა ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე უკვე, E და F ჯგუფებში ბოლო ტურების წინ:

* მერვედფინალის 16 მონაწილიდან 12-ის ვინაობა ცნობილია.

* პირველი ადგილებით მერვედფინალში გავიდნენ: საფრანგეთი, უელსი, გერმანია, ხორვატია და იტალია.

* მეორე ადგილებით გავიდნენ: შვეიცარია, ინგლისი, პოლონეთი და ესპანეთი.

* მესამე ადგილოსნებიდან პლეი ოფი გაინაღდეს: სლოვაკეთმა და ჩრდილო ირლანდიამ.

* ასევე გაინაღდა საგზური უნგრეთის ნაკრებმა, რომელსაც ჯერ არ დაუსრულებია ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

* უკვე ცნობილია ორი მერვედფინალური
წყვილი: 25 ივნისს სენტ ეტიენში შვეიცარიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო 27 ივნისს "სტად დე ფრანსზე" ერთმანეთის პირისპირ იტალია და ესპანეთი დადგებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
და უცნაურობა რაში გამოიხატება?
Kote
11:15 22-06-2016
0
მოვიდა საფეხბურთო იტალიის აღსასრულის დღე... ☺ მერე იძახონ, ფორცა რაგაცი და ათასი სისულელეები
ნჯანკა
13:32 22-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული