ევრო 2016-ის ამბები: ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს

AutoSharing Option
ევროპას იტალია მოიგებ
მარიო ბალოტელიმ, ვინც იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, განაცხადა, რომ კონტინენტის პირველობას "სკუადრა აძურა" მოიგებს.

"დიახ, ევროპის ჩემპიონატს იტალიის ნაკრები მოიგებს. ვის დაამარცხებს ის ფინალში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე მახსოვს, როგორ წავაგეთ ევროპის პირველობის ფინალი 2012 წელს. აღარ მინდა, რომ ასეთი რამ განმეორდეს. მაშინ ყველას ძალიან მაგრად გვეტკინა გული. აღარ მინდა, ეს განმეორდეს", - თქვა ბალოტელიმ.

გრიზმანმა ცეკვა ახსნა
ირლანდიის კარში დუბლის ავტორმა, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ანტუან გრიზმანმა დუბლის შესრულების შემდეგ რომ იცეკვა, ეს
ყველამ ვნახეთ. მაინც რა ცეკვა შეასრულა ფრანგმა? ეს გრიზმანმა თავად ახსნა:

"ეს არის კლიპი დრეიკის სიმღერაზე. მე ძალიან მიყვარს ის და ასე გოლებს ჯერ კიდევ "ატლეტიკოში" აღვნიშნავდი", -თქვა გრიზმანმა.

ნანი პენალტებისათვის მზადაა
პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებების მეოთხედფინალური შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა პორტუგალიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ნანიმ.

"ჩვენ ძალიან რთული მატჩისათვის ვემზადებით. ჩემი აზრით, ეს თამაში ხორვატიასთან მატჩზე უფრო რთული იქნება. ყველაფრისთვის მზად ვართ. პენალტებში ვვარჯიშობთ. თუ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივა, საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. ეს ყოველი შემთხვევისათვის, თორემ არავის უნდა, რომ თამაშის ბედი საფეხბურთო ლატარიამ გადაწყვიტოს", - აღნიშნა ნანიმ.

აზარმა ვარჯიში გამოტოვა
"ეკიპის" ინფორმაციით, ბელგიის ნაკრების ლიდერმა ედენ აზარმა გუშინ გუნდის ვარჯიში გამოტოვა. როგორც ბელგიელთა სამედიცინო შტაბი იტყობინება, სერიოზული არაფერია. უნგრეთთან მოგებულ შეხვედრაში, სადაც ედენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან მხარი დაიშავა. ბელგიელთა სამწვრთნელო შტაბი ელის, რომ აზარი დღევანდელ ვარჯიშს სრული დატვირთვით ჩაატარებს.

როცა ჩემი ძმა ტირის
კრიშტიანო რონალდომ თქვა, რომ მას ხორვატიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვება არ უზეიმია. ამის მიზეზი თავად პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა განმარტა:

"მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ვერ გამოვხატავდი ემოციებს. ლუკა მოდრიჩი ჩემთვის ძმასავითაა. როცა შენი ძმა ტირის, შენ უფლება არ გაქვს, სიხარულით ცას ეწიო. შენი მოვალეობაა, ის ანუგეშო".

ბრიხი განსჯის
პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება, საქართველოს დროით 23 საათზე. შეგახსენებთ, რომ ბრიხმა ევრო 2016-ზე უკვე იმსაჯა ინგლისი-უელსი და შვედეთი-ბელგია. ჯამში, ბრიხმა ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი დაურიგა.

ხორვატიაში დააკავეს
ხორვატიაში ის ფანები დააკავეს, რომელთაც ხორვატია-ჩეხეთის მატჩი კინაღამ ჩაშალეს, მატჩის მიწურულს მათ მოედანზე პეტარდები ისროლეს და ერთი სტიუარდი დააზარალეს. ეს ფანები სათვალთვალო კამერების წყალობით ამოიცნეს. სულ 5 ხულიგანია დაკავებული. ოთხი მათგანი სპლიტში აიყვანეს, მეხუთე კი სპლიტიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანელი მსაჯი. ეს ფაქტიურად პოლონეთის გასვლას ნიშნავს. ყველამ იცის რომ პორტუგალიურ "ავტობუსს" თამაშიდან ძნელად თუ ვინმე მოუგებს.
.........
14:06 29-06-2016
0

სიახლეები პოპულარული