ევრო 2016. 1/4-ფინალი. სტატისტიკური შეჯამება: ფრანგული ეტაპი

AutoSharing Option
* ევრო 2016-ზე ნათამაშებია 48 მატჩი, დარჩა 3.
* სულ გავიდა 103 გოლი, საშუალოდ 2,15 გოლი თამაშში.
* ევროპის ჩემპიონატს დაესწრო 2 231 678 ადამიანი, საშუალოდ 46,5 ათასი ადამიანი მატჩზე.
* ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) 4 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია.
* ანტუან გრიზმანის გოლი ისლანდიის კარში ტურნირის მეასე გოლია.

"ლელოს" ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელები უკვე შემოგთავაზეთ, ახლა კი ვნახოთ, როგორი პასუხი აქვს ყველაზე მიუკერძოებელ მხარეს - სტატისტიკას.

სულ ცოტაც და, ევრო 2016 ისტორიის საკუთრება გახდება, თუმცა ეს "ცოტაა" ყველაზე მთავარი - ორი
ნახევარფინალური და ერთი ფინალური მატჩი. ოთხი მატჩიდან გამარჯვებულის ვინაობა 90 წუთში ორ თამაშში გაირკვა - უელსის ნაკრებმა, ყველასთვის მოულოდნელად, 3:1 დაამარცხა ბელგია, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა 5:2 გაანადგურა ისლანდია ტურნირის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში. ორი მატჩის ბედიც მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც პორტუგალიამ პოლონეთს აჯობა, ხოლო გერმანიამ - იტალიას.

ინდივიდუალური სტატისტიკა
გოლები
ტურნირს ერთპიროვნული ლიდერი გამოუჩნდა ბომბარდირთა დავაში - ანტუან გრიზმანი, რომლის გოლიც ისლანდიელთა კარში ტურნირზე საიუბილეო, მე-100 იყო. ამავე დროს, ეს "ატლეტიკოს" შემტევის მეოთხე გოლია ევრო 2016-ზე. მას კუდში ოთხეული მისდევს, რომელთაგანაც ორი თანამემამულეა, ერთს კი შანსი აღარ აქვს, მისი ნაკრები უკვე გავარდა.

4 ანტუან გრიზმანი (საფ)
3 ოლივიე ჟირუ (საფ)
დიმიტრი პაიე (საფ)
ალვარო მორატა (ესპ)
გარეთ ბეილი (უელ)

საგოლე პასები
საგოლე პასებში 4-4 პასით ორი ფეხბურთელი ლიდერობს. მათგან ნახევარფინალში ვერც ერთი ითამაშებს, ბელგიელი ედენ აზარი უკვე სამშობლოში გაფრინდა, ხოლო უელსელი აარონ რემზი პორტუგალიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ევროპის ჩემპიონატზე აღარ არის არც მათი ერთი მდევარი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბომბარდირთა დავის ლიდერ გრიზმანს ორი საგოლე პასიც აქვს "ყულაბაში". ასე რომ, გოლს+პასი სისტემითაც ის ლიდერობს - 6 ქულით.

4 აარონ რემზი (უელ)
ედენ აზარი (ბელ)
3 კევინ დე ბრუინი (ბელ)
2 ანტუან გრიზმანი (საფ)
დიმიტრი პაიე (საფ)
კამილ გროსიცკი (პოლ)
კარი არნასონი (ისლ)
ოლივიე ჟირუ (საფ)

სხვადასხვა
* 9 ფეხბურთელმა ითამაშა ყველაზე მეტი - 510 წუთი. მათ შორის 6 პოლონელია და 3 პორტუგალიელი.

* კრიშტიანო რონალდო კარისკენ საშუალოდ 7,2-ჯერ ურტყამს და ის ამ მაჩვენებლით ლიდერია.

* ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პასი თამაშში კევინ დე ბრუინის ანგარიშზე მოდის - 4,6.

* დრიბლინგის მეფე ევრო 2016-ზე აზარია, ის საშუალოდ 4,8-ჯერ ახორციელებს წარმატებით დრიბლინგს.

* ყველაზე ხშირად დარიო სრნაზე ჯარიმდებოდნენ - 3,8 თამაშში.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყველაზე ხშირად ხვდებოდა თამაშგარე მდგომარეობაში - 2,7-ჯერ.

* ტექნიკური წუნი ყველაზე ხშირად ედერს ჰქონდა - 4 თამაშში.

* პასებით ყველას სჯობს ტონი კროოსი - 109,6 პასი საშუალოდ. კიდევ მხოლოდ გრანიტ ჯაკას აქვს საშუალოდ 100 პასზე მეტი მაჩვენებელი.

* მათ შორის, ვინც საშუალოდ 50 პასზე მეტს აკეთებდა თამაშში, ყველაზე აკურატული სერხიო ბუსკეტსი იყო - 93,4%.

* დარიო სრნა ყველაზე ხშირად აწოდებდა საჯარიმოში - 4,3.

* ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო ივან სტრინიჩმა - 4,3 თამაშში.

* სედრიკ სოარეში მეტოქეთა გადაცემებს საშუალოდ 5,5-ჯერ ჭრის თამაშში.

* ყველაზე ხშირად ჯარიმდება გრაციანო პელე - 3,3-ჯერ.

whoscored.com-ის ტოპ-10
(მთელი ტურნირი)
1. გარეთ ბეილი უელ. 8,41
2. დიმიტრი პაიე საფ. 8,33
3. ლედიან მემუშაი ალბ. 8,02
4. კევინ დე ბრუინი ბელ. 7,97
5. ედენ აზარი ბელ. 7,92
6. ლუკა მოდრიჩი ხორ. 7,84
7. ივან პერიშიჩი ხორ. 7,84
8. ოლივიე ჟირუ საფ. 7,80
9. დარიო სრნა ხორ. 7,73
10. აარონ რემზი უელ. 7,70

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა ქართველი სპორტული ჟურნალისტები კვლავ რონალდოს მიიჩნევენ საუკეთესოდ, როგორც ეს ამას წინათ დაწერეს?
პენსიონერი
13:26 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული