ანტუან გრიზმანი: ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გერმანიასთან ევრო 2016-ის ნახევარფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთი: გრიზმანმა იფრინა, საფრანგეთი ფინალშია [VIDEO]

"ძალიან გახარებულები ვართ. წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა შეგვიძლია ვიზეიმოთ გამარჯვება, მაგრამ უკვე ხვალიდან ფინალისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ. მატჩამდე და მის დროს გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობდით და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. იმედია, ასე იქნება ფინალშიც.

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. წინ კიდევ ერთი მატჩია, რომ ყველაფერი ზეიმით დავასრულოთ. ეს რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ
ჩვენი გამარჯვებები ამაზე არ მთავრდება.

იძულებულები ვიყავით, ფრანგული პუბლიკისთვის მოგვეგო და ვიმედოვნებთ, მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ.

გერმანელებთან გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. თითოეული ფეხბურთელის შრომის წყალობით ევრო 2016-ის ფინალში მოვხვდით.

პლატინიმდე ჯერ შორია, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე მის მიღწევებს მივუახლოვდები", - თქვა გრიზმანმა.

მომზადებულია uefa.com-სა და BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული