"ანტუან გრიზმანი უკვე კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის დონისაა"

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ბაკარი სანიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ ჟურნალისტებთან მის გუნდელ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ივლისს,თბილისის დროით 23:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან.

"კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესოც არა. მან ბევრი იმუშავა იმ ყველაფრის მისაღწევად, რაც დღეს აქვს. ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება. მისი მარტო დატოვება წამიერადაც კი არ შეიძლება - ახლოს უნდა იყო და დიდი სივრცე არ უნდა დაუტოვო.

ჩემი აზრით, ზუსტად
იმავე დონეზეა ანტუან გრიზმანიც. ის მესის და რონალდოს დონის ფორვარდია უკვე. ეს ჩემპიონატი მისთვის რევანშად გამოდგა იმ ხალხთან, ვინც წარსულში ფრანგულ აკადემიაში არ მიიღო ის. რთული გზა განვლო და დაიმსახურა იქ ყოფნა, სადაც დღესაა", - ციტირებს მცველს AS-ი.

აქვე გეტყვით, რომ 6 გატანილი გოლით, ანტუან გრიზმანი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული