უეფამ ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, უეფას ვერსიით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.

ექსპერტთა ჯგუფმა, სერ ალექს ფერგიუსონის, ალენ ჟირესის, დევიდ მოიესისა და სხვა ცნობილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, უპირატესობა გრიზმანს მიანიჭა, რომელმაც ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]

10 ივლისს გამართულ ევრო 2016-ის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ანტონიო ედერმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გივი-ს. გივია, აბა კარგად "იმასქენი" და მიხვდები, რა სისულელეც დააბრეხვე? მიდი აბა!!!! ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულში ხომ არ გერევა შემთხვევით? კი ხომ!!! თუმცა რა გასაკვირია, ქართველები ხომ ყველაფერში მაგრად ვერკვევით და ყველაფერს მომენტალურად და დაუფიქრებლად ვაიასნებთ!!!
bakur
09:45 12-07-2016
0
გივი! სანამ მესი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, მანამდე არაფერი გვეტკინოს მე და შენ და ყველა კაი ადამიანს კიდე)))
გივი-ს
08:14 12-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული