რამაზ სვანაძე: ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ, მაგრამ მაინც მჯერა ჩემი გუნდის

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში სტუმრად თურქ თანატოლებთან 0:1 დამარცხების შემდეგ, nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სხვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ გააკეთეს:

რამაზ სვანაძე: "პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა.

ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ 2 მატჩი წავაგეთ, მეორე ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩი უგოლოდ დავასრულეთ. აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად
უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთე შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ - 2 მატჩი წავაგეთ, მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი ჩავარდნები აღარ დაგვემართოს".

გიორგი გაგუა: "ეს შეკრება რა თქმა უნდა უარყოფითად შეფასდება, რადგან ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ ეს საჭიროც იყო რაღაც დონეზე იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით, თუ რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვაქვს გამოსასწორებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ვიფიქროთ, მხოლოდ მომავალზე."

მკითხველის კომენტარები / 7 /
მთავარია, თქვენ მოეშვათ პოლიტიკური განცხადებების კეთებას და ფეხბურთზე გადაერთოთ, თორემ მაგ ბიჭებმა ინგლისი დაამარცხეს და არც თურქეთს და პორტუგალიას დამართებდნენ კარგ დღეს. თუ პოლიტიკური განცხადებების კეთება გხიბლავთ არც ეგ არის პრობლემა ბევრი ყოფილი ფეხბურთელია დღეს პოლიტიკაში ჰოდა ყოფილი მწვრთნელი როცა გახდებით მაშინ შეგიძლიათ ცადოთ, ახლა კი მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრეთ. 2 წაგება ნამდვილად არ არის ტრაგედია მითუმეტეს ნიჭიერი ბიჭები გვყავს და გვჯერა მომავალი ჩვენია! წინ საქართველო!!!
ბატონ რამაზს
04:38 28-09-2022
12
შენ არ იყავი ნაკრების მწვრთნელობაზე რომ ქონდა პრეტენზია შე მკვეხარა შენა
mamuka
09:29 28-09-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული