ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
სწორი გადაწყვეტილებაა. მოტივაცია ზოგჯერ უფრო მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე სახელი გვარი. გადაღლილია ტიპი და კიდე ახალგაზრდულის ჩემპიონატი მთლად გამოაცლიდა ყველაფერს, ვერ მიცემდა ნაკრებს იმას რაც უნდა მიეცა და მერე დაიწყებდნენ მის კრიტიკას ფეხებს უფრთხილდება, არ თამაშობს გულით და ა.შ.
lm
15 ივნისი 2023 16:23
8
გული მწყდება მაგრამ პატივს ვცემ ხვიჩას გადაწყვეტილებას, მან უკეთ იცის რა ჯობია მისთვის და შესაბამისად საქართველოსთვის.
გიგი
15 ივნისი 2023 16:12
8
გული კი-დამწყდა მაგრამ, შენიც მესმის, ისედაც გეტყობოდა დაღლა ბოლო ორითვეა!! წარმატებები ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდი
beqa
15 ივნისი 2023 16:06
10
ასეც ვვარაუდობდი და ასეც უნდა ყოფილიყო. გაუმარჯოს ხვიჩას, მართლა ჭკვიანი კაცი ხარ
პატრიოტი
15 ივნისი 2023 16:49
22
ჭკვიანი სადაა? Წადით და ირბინეთ ნაპოლიში, 3 თამაში უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში ხო? და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში რო გასულიყო ნაპოლი, ეგეც 3 თამაში იყო და უარს იტყოდა დაღლილი ვარო? Მთელი საქართველო დაგაბოლათ ხო, ეგრეა ეგრე, ნაპოლიში ირბინეთ და საქართველო დაიკიდეთ აბა რაა
Georgian
15 ივნისი 2023 18:08
7
აქ ვიღაცამ დაწერა რომ ხვიჩა უკვე არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი, დამერწმუნეთ ერთ რამეში, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ერთი სეზონით ვერასოდეს გახდება, მაგას მინიმუმ 3 სეზონი ჭირდება, ბევრი გვინახავს "ერთი სეზონის ვარსკვლავები"... არანაირი გამართლება არა აქვს რომ U21 საქართველოს ნაკრებს არ ეხმარება, მინიმუმ სტადიონებს გადაავსებდა მაგისი თამაში, არ მინდა რომ მომავალ წელს მას ეს ისე შემოუტრიალოს ბუნებამ რო მომავალ სეზონში ნაპოლიში მისი გოლი ან ასისტი სანატრელი გაგვიხდეს, ეს ხშირად მოსვლიათ ბევრს.
Georgian
15 ივნისი 2023 20:25
8
მოკლედ ამის ფეხბურთი დამთავრებულია როგორც ჩანს. 22 წლის ბიჭი რო იტყვის დავიხალეო როცა მესი და ნეიმარი 24 საათი მოედანზე იყვნენ ოლიმპიადაზე თამაშობდნენ და რავი ყველგან თავის ქვეყნის გამო. ამან დავიხალეო. ამიტომაა საქართველოში ფეხბურთი გასაუქმებელი. არაა ეს ჩვენი საქმე არა. შენგელია როგორ თამაშობდა ნაკრებისთვის და ერთი წკუტუნიც არ უთქვია დავიხალეო. ამას აწი ვინც უქომაგებს იმან არ თქვას ქართველი ვარო. ახლა თუ არ გამოადექი ქვეყანას ვის რათ უნდა შენი ნაპოლი თორე ეგეც ახლა ქართული გუნდი არ იყოს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15 ივნისი 2023 16:06
58
მოდი ჩემო ძმაო შენს “გუბერნიას” მიხედე რა. ხვიჩა 4 წელია ეროვნული ნაკრების წევრია და რატომ უნდა თამაშობდეს 21-ებში ვერ ვხვდები. მესიზე რომ აპელირებ, მასე აკეთებდა ისიც?! თუ რამე შეგვიძლია და პრეტენზია გვაქვს ამ დონეზე, ვითამაშოთ იმ ბიჭებით ვის მხრებზეც დღემდე ახალგაზრდული ნაკრები მოდის.
გიორგი
15 ივნისი 2023 16:16
6
შენი კომენარის გარეშე ხომ ვერც-ერთი სტატია ვერ ჩაივლის. :)
არ გინდა ცავატანემ, ნუ საუბრობ ქართველი გულშემატკივრების სახელით.
gubernia-ს
15 ივნისი 2023 16:40
6
ყველა გამოხმაურება
დაიწყება ახლა ლანძღვა და პატრიოტიზმის ნაკლებობაზე საუბარი. მე ის მიკვირს ქართველმა კაცმა აქამდე ტრავმა რომ არ მიიღო ამხელა დატვირთვების შემდეგ. პირველი სეზონი უმაღლეს დონეზე, ამას ყველა ვერ უძლებს.
Lasha
15 ივნისი 2023 16:04
8
მართლა მესმის.. ასე მომქაანცვლელი სეზონის შემდეგ ზნელია და კიდე მაგრად გაუმარტლა ტრამვა რო არ მიიხო.... მაგრამ ტუ დაეხმარებოდა 21 ებს გმირობა იქნებოდა>>>
jima
15 ივნისი 2023 18:10
1
სწორი გადაწყვეტილებაა.
წარმატებები ხვიჩას, ქართულ ფეხბურთს და ყველა ქართველს.
დიდება საქართველოს!
ქ. გ.
15 ივნისი 2023 16:18
8
3 თამაში უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში ხო? და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში რო გასულიყო ნაპოლი, ეგეც 3 თამაში იყო და უარს იტყოდა დაღლილი ვარო? Ნაპოლიში დარბის ხალხი და საქართველოს ასეთი შანსი არასოდეს ქონია
Georgian
15 ივნისი 2023 19:31
6
ხვიჩა, შენ კიპრს და შოტლანდიას მოუგე და ვინაა რამეზე ხმის ამომღები?!
სტუმარი
15 ივნისი 2023 16:37
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული