U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა.

პოლონეთთან 0:3 წაგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მობილიზება და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრები ნიკოლაიშვილმა დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა ჩიქოვანმა კი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღეს მონტენეგრომ პოლონეთს 1:0 მოუგო და ჯგუფში გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა - 4 ქულით ლიდერი მონტენეგროა, პოლონეთს და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო 1 ქულით აუტსაიდერი სლოვაკეთია. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.

ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონტენეგროსთან ჩაატარებს.

თბილისი.
„მიხეილ მესხი 2“

საქართველო - სლოვაკეთი 2:0
გოლები: 1:0 ნიკოლაიშვილი (67), 2:0 ჩიქოვანი (90)

საქართველო: ხელაშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ტყეშელაშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 59), ბერელიძე, ნაჭყებია (წულაია 75), სალია (ჩიქოვანი 82)

altU19. საქართველოს ნაკრებმა ელიტ-რაუნდი წაგებით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნორმალური ბიჭები ჩანან და ნორმალური მწვრთნელის ხელში პოლონეთთან არ წააგებდნენ . ამის ერთი მაგალითია საურის დაყენება პირველ თამაშში.ბელგიაში მოთამაშე ყავლაშვილი ცუდი მეკარეა თუ ფირცხალაიშვილის სქემაში არ ჯდება ?
ახლა 17 წლამდელები , მოაშორეთ ( ასე ჯერ არ მითქვამს , მაგრამ ამოვიდა ყელში ) ეგ ჩიტაურია თუ ვიღაც !!! ვისი ნათესავია , ვინ არის ეგეთი , რომ დააქცია ამდენი წლებია თავისი ასაკობრივი და კიდევ მაგას ატენიან ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს? ნამუსი მაგას რომ არა აქვს ფაქტია , მაგრამ ყველას როგორ კიდია მაგ ნაკრების ბედი ?



zaza
22:24 22-03-2025
0
დღეს მომეწონა ბიჭების თამაში განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ვერ მივხვდი პოლონეთთან რა დაემაეთად ძალიან ცუდად ითამაშეს, 17 წლამდელების ორი 0-3 მეტისმეტი იყო თან რა გუნდებთან... ეს იმის ბრალია რომ შემოდგომაზე ჩაგდებული თამაშების მერე არაფერი შეცვლილა, იგივე მწვრთნელი და იგივე შემადგენლობა, დავიჯერო ამ ასაკში არ მოიძებნებოდა ნორმალური ლეგიონერი? მაგრამ ამ ბოლო წლებში 17 და 19 წლიანებში ლეგიონერების იგნორირება მიდის რატომღაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისინიც ერთი-ორი თვის წასულები რომ ქვია ისეთები გამოიძახეს 19 ში... და არავითარი შედეგიც აღარ მოდის უკვე კარგახანია.
Givi
22:26 22-03-2025
3

სიახლეები პოპულარული