რომან ფიფია: კიდევ სამ ფეხბურთელზეა მოთხოვნა, უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" ვხვდები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 42 /
jango-ს შე ოჯახ აყვავებულო 4 მილიონი ევრო კი არა შიმშილით კვდება ხალხი და ამათი მაიმუნობის საყურებლად ვის ცალია, დააფინანსე კი არა არ გაჩვენონ სახელი, უბრალოდ სველი წერტილები არა აქვტ სტადიონებზე და რა დაფინანსებაზე ლაპარაკობ?
xxx
19 სექტემბერი 2017 16:40
0
თხა გავყიდე თხა ვიყიდე გაგიგონიათ? ეეეეეეეეეეეეე, ეგაა რომანას ქმედება
pato
19 სექტემბერი 2017 16:37
1
არ არის ეს კაცი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. თავის ჯიბის გულშემატკივარი ნაღდად არის. შენ ოჯახ დალაცვილო, ამ პატარა ბიჭებს კაპიკებში რომ ყიდი, არ ჯობია ათამაშე ერთი წელი მაინც ევრო თასებზე, იქნებ უფრო კაი გუნდმა იყიდოს კაი ფასად.
ალეკო
14 სექტემბერი 2017 11:02
2
მადლობა გადავუხადოთ ბატონ რომანს იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ქართული ფეხბურთისა და არამხოლოდ ფეხბურთის განვითარებაში დებს
გიორგი
14 სექტემბერი 2017 09:30
11
და ფეხბურთის ფედერაციასაც რა თქმა უნდა
erihaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
19 სექტემბერი 2017 16:34
0
რომან გამოდი გიცანი:))
დიტო
14 სექტემბერი 2017 21:54
1
ყველა გამოხმაურება
თუმცა გუნდი მაგისია და უნდა გაყიდის ხალხს და უნდა გაწელავს :-D
Zorbegi
13 სექტემბერი 2017 17:49
0
ფიფია როგორაა იცით? ზღვაზე რომაა სიმინდიიი ცივი ფანტა კოკა კოლააა
Zorbegi
13 სექტემბერი 2017 17:45
2
ხოხ, მართლაა ზორბეგი? შენ დაკვირვებული კაცი ჩანხარ და ასე გააგრძელე, დააკვირდი ზღვაზე ხალხს და მერე აქანე რომ მოხვალ გვასტავლე რააა/
g.v.g.
19 სექტემბერი 2017 09:00
0
ადრე ბატონი ფიფია ამბობდა რომ ლიგა იყო მისთვის პრიორიტეტი და ყველაფერს გააკეთებდა,რომ ლიგაზე გაეყვანა გუნდი,მაგრამ არ იყვენ ქართველი ფეხბურთელები სათანადო დონის და უცხოელები კიდევ ე.წ კარგი ლეგიონერები აქ არ ჩამოდიოდნენ და ამიტომ იყო წარუმატებლობა და ამის გამოსასწორებლად გაკეთდა აკადემია რომ ნიჭიერი ახალგაზრდებით დაეკომპლექტებინათ გუნდი მართლაც ძალიან კარგი გუნდი შედგა სეზონის დასაწყისში კარგი მწვრთნელის ხელში გუნდში იყვნენ ლიდერები არაბული,ჩაკვეტაძე ,ლოჩონაშვილი,ლობჟანიძე და სხვები გუნდი კარგ გამართულ ფეხბურთს თამაშობდა გოლებიც გაქონდათ თამაშებსაც იგებდნენ და რაღაც იმედის სხივი გაგვიჩნდა გულშემატკივრებს რომ ლიგაზე ან ევროპაზე ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიანთქო მაგრამ დღეს ვხედავ რომ ზ.ა აღაცერთი ფეხბურთელი აღარ არის გუნდში და კიდევ 3 გაყიდვასაც აპირებენ და კითხვა მიჩნდება ფიფია ქართული ფეხბურთი და დინამოს მომავალი რომ ადარდებდეს და აინტერესებდეს ასეთ პოლიტიკას გაატარებდა თუ პირიქით შეცდებოდა რომ ყველა ქართველი ფეხბურთელი ვინც კი თამაშობს და აქვს ტალანტი შეგროვებინა გუნდში ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა ჩვენს გარდა რომლის გუნდიც არ მოხვედრილა ლიგაზე ან ევროპაზე აზერბაიჯანული ყაზახური კვიპროსული და ბელორუსიული გუნდები გადიან რეგულარულად და ჩვენ პირველივე ეტაპზე ვარდებით უკვე ბოლო 3 წელია ესეთი პოლიტიკა ქართულ ფეხბურთს არ ადგება არც კლუბს და არც ნაკრებს ესეთი პოლიტიკა კონკრეტული პიროვენებებს ჯიბებს ადგება მხოლოდ.
daTo
13 სექტემბერი 2017 17:20
0
საღი აზროვნება გაქვს დათო. ნეტა ყველა ეგრე ფიქრობდეს.
თემო
14 სექტემბერი 2017 02:25
0
ეს ბიჭები თავიანთ თავენს კი უშვეიან, მარა დინამოს რაღა ეშველება? ასე თუ მალ-მალე გაყიდა ფიფიამ ფეხბურთეები და მისი შემცველი არ მოიყვანა, ეს რა გამოვა. ის ხალხი კაპიკებში იყიდის ჩვენ ხალხს და მერე კაი მილიონებში გაყიდიან თუ გაამართლა. ესაა მათი მიზანი. ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს რა ეშველება? უკვე ბოლოადგილოსანსაც რომ ძლივს გადაურჩა. გაგვცეს პასუხი ფიფიამ. ამდენი წელი თალში ნაცარს რომ გვაყრის
manchester 1
13 სექტემბერი 2017 16:13
0
ილუზიებში ნუ წავალთ ეს ბიჭი ჯერ არ არის ბაიერნის დონის ფეხბურთელი იქ დაიჩაგრებოდა გენტის დონისაც არ არის ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ბევრი უკლია განვითარება სჭირდება შეუძლია რომ მაღალ დონეზე ითამაშოს გენტში ექნება შანსი რომ აჩვენოს თავის შესაძლებლობები და დაიმკვიდროს თავი ევროპაში ეხლა უკვე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ბელგის ჩემპიონატიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოხვდა გრანდში და დღეს დიდ ფეხბურთს თამაშობს
giorgi
13 სექტემბერი 2017 16:09
1
გენტში,რომელსაც ამ სეზონში ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგია,ჩაკვეტაძეს პროგრესო ექნება?..უკეთესს კლუბში,უფრო მეტად კვალიფიცირებული მწვრთნელის ხელძღვანელოით მეტი შანსი არ ექნებოდა პროგრესის?
,,ლა განტუაზ,,?
13 სექტემბერი 2017 16:19
1
ბაიენრი ბაიერნი რომ ამბობთ თქვენი აზრით 18 წლის ქართველ ფეხბურთელს დინამოდან მისულს ბაიერნის პირველ გუნდში ძირითადში დაყენებდა ვინმე? სათადარიგოზეც არ დასვამდნენ იქნებოდა მე-2 ან მე-3 გუნდში დუბლებში და იქ მოუწევდა ახალგაზრდულ ლიგაში წლები თამაში და ბოლოს ან მოხვდებოდა ან არაა ბაიერნის ძირითადში გაიხსენეთ 17 წლის იყო ლევან ყენია როცა შალკეში გადავიდა და მთელი საქართველო ზეიმობდა ამ ამბავს ლევანზე უფრო დიდი იმედები მყარდებოდა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა გადავიდა შალკეში და იქ დასრულდა მისი კარიერა იმიტომ რომ იმ დონეზე ვერ შეძლო თამაში და ვარჯიში რა დონესაც მოითხოვდა გერმანის ჩემპიონატი აგერ 2 წლის წინ პაპუნაშვილი გადავიდა ვერდერში და დუბლებშიც კი ძირითადში ვერ ხვდებოდა მასაც არაფერი გამოუვიდა ჯერ ფეხბურთელი ხომ უნდა გაიზარდოს რაღაცა ისწავლოს განვითარდეს და ამისთვის ბელგიას მშვენიერი ჩემპიონატი აქვს.
giorgi
13 სექტემბერი 2017 15:52
1
ვეთანხმები გიორგის.. მე გერმანიაში ვცხოვრობ და აღფრთოვანებული ვარ აქაური ინფრასტრუქტურით და პირობებით, ზე ქვეყანაა ფეხბურთის განვითარების და ფეხბურთელის აღზრდის მხრივ. არიან ფიზიკურად ძლიერები და ბავშვობიდანვე აჩვევენ ძალისმიერი ფეხბურთის თამაშს, ბრძოლას, შრომას.. ფსიქოლოგიურადაც მუშაობენ.. ჩემი შვილი 8 წლისაა და ვარჯიშობს ბოხუმის გუნდში SG WATTENSCHRID 09. აქ გაიზარდნენ ძმები ალტინტოპები, ტორრენ ფინკ და კიდე სხვა ბევრი ვარსკვლავი. აქ მოხვედრა ადვილი არაა, არჩევით აყავთ ბავშვები. მანამდე პატარა გუნდში დაიწყო, შემდეგ მოეწონათ და აიყვანეს, ყველგან სკაუტები არიან. ძალიან განვითარებულია ნებისმიერი მიმართულებით აქ ბავშვთა ფეხბურთი. საქართველოში 2 წელი დინამოს აკადემიის სკოლაში ვარჯიშობდა, ტექნიკური ბავშვია მაგრამ აქ უკვე დაიწყო ძალისმიერი თამაში, გახდა უფრო სწრაფი და მებრძოლი. 1 წელში ბავშვმა ძალიან მოუმატა და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. მე ვფიქრობ თუ ვინმეს საშვალება აქვს ჯობია ევროპაში გაისინჯოს, 13-14 წლის როცა იქნება და აუცილებლად გაიზრდება ევროპის დონის ფეხბურთელი.. ენა აუცილებელია, რთულია ენის გარეშე.. ძალიან ნიჭიერები ვართ ქართველები დამერწმუნეთ, უბრალოდ უსაზსრობის და პირობების გარეშე ბევრი ტალანტი იკარგება სამწუხაროდ..
Ako
13 სექტემბერი 2017 16:55
0
მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა მანუპილურებს ფაქტებით-ყენია დაღუპა მაგათმა და მისმა ზედმეტმა დატვირთვებმა ჯერ კიდევ ტრამვირებულ ფეხბურთელზე...და ვინ გაძლევს გარანტიას,რომ გენტის მწვრთნელი მეტად კვალიფიცირებულია,ვიდრე იმ კლუბის ,სადაც აიერნი გაუშვებდა?
ზაზა
13 სექტემბერი 2017 16:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული