ეროვნული ლიგა. XXXV ტური: სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგის XXXV ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის ყველა შეხვედრა ერთ დროს 14:00 საათზე დაიწყო.

"სამტრედიამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" ესტუმრა და ანგარიშით 5:2 გაანადგურა. ამ წაგების შემდეგ "ლოკომოტივმა" ევროთასებზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.


ფოთის "კოლხეთმა" "პარკი არენაზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და სტუმრებისგან 4 გოლი მიიღო, ხოლო საპასუხოდ ვერაფერი მოიმოქმედა.


ქობულეთის "შუქურა" გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილას" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ქობულეთელებმა
მნიშვნელობა 3 ქულა მოიპოვეს. ამ დროისთვის "შუქურას" 21 ქულა აქვს და მე-9 ადგილოსან "კოლხეთს" სულ ორი ქულით ჩამორჩება. "შუქურას" აქვს შანსი ეროვნული ლიგიდან პირდაპირ გავარდნას გადაურჩეს და პლეი აუტში ჩაებას.


თბილისური დერბი "საბურთალოსა" და "დინამოს" შორის უგოლო ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამოელებმა ტურით ადრე გაჩემპიონების შანსი დაკარგეს.


ხოლო "დინამოს" მდევარმა ქუთაისის "ტორპედომ" საკუათრი შეხვედრა ბათუმის "დინამოსთან" 2:0 მოიგო და თბილისელებს უკვე ორი ქულით ჩამორჩება.


ბოლო ტურის მატჩში "დინამო არენაზე" სწორედ დინამო-ტორპედოს მატჩი გაიმართება. "ტორპედოს" მოგების შემთხვევაში, ქუთაისელები ჩემპიონობას იზეიმებენ.

კოლხეთი-ჩიხურა 0:4
გოლები: 0:1, 0:3 დიმიტრი ტატანაშვილი (პენ. 42, 56), 0:2, 0:4 გიორგი გაბედავა (47, პენ. 64)

ტორპედო-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0, 2:0 თორნიკე კაპანაძე (48, 53)

საბურთალო-დინამო (თბ) 0:0

დილა-შუქურა 0:1
გოლი: 0:1 კობა შალამბერიძე (58)

ლოკომოტივი-სამტრედია 2:5
გოლები: 1:0 ვატო არველაძე (24), 1:1 ლაშა კასრაძე (1:1), 1:2, 2:5 გიული მანჯგალაძე (37, 87), 2:2 ლუკა კიკაბიძე (57), 2:3, 2:4 დავით რაჟამაშვილი (66, 70)
მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა სტადიონის ტენდერებში ვინ გვაჯობებს ბათუმელებს....ჩვენ ოთხი დავაგროვეთ:):)
ლაშა
24 ნოემბერი 2017 22:09
0
cecadze iyo da aris umagresi treneri. rac cecadze gaagdes samtrediidan samtredia carieli tribunebis winashe tamashobs. da ase iqneba. xalxi yvelapers xvdeba da ar gvinda zgaprebs ro avcelebt. tqveni zgaprebi tqventvis sheinazet
nacris sheyra
23 ნოემბერი 2017 13:17
0
ასეთი უმსგავსო ტყუილს როგორ ამბობ? ხალხმა სტადიონზე სიარული უკვე პირველივე წრეში შეწყვიტა ცეცაძის გმირულად შეკრული კლუბის "წარმატებების შემდეგ", შემდეგ კი ინერციით მიდის კლება.
სამტრედიელ გულშემატკივრას აქვს 2 ვარიანტი:
1) უვადოდ და სამუდამოდ მოითმინოს რომ შალამბერიძე -ომანაძის იდიოტური დუეტი დასცინის მთელს რაიონს.
2) მოითხოვოს კლუბის დაბრუნება მუინიციპალიტეტისათვის და შემდეგ მუნიციპალიტეტმა გასაყიდად გაიტანოს.

ალბათ სამტრედია 2019 წლის სეზონს მეორე ლიგაში შეხვდება, ახლა კი კალა-სპილენძის შენადნობის ჯართით კისერზე მოიწონონ თავი.
Chikhurski
24 ნოემბერი 2017 15:07
0
სამტრედია და ცარიელი ტრიბუნები აწი ნახეთ. გორის დილასთან თამაშზე იქნება ალბათ 100 მაქსიმუმ 200 კაცი. ხოდა დაჯდნენ მერე ომანაძე და შალამბერიძე და ჩამოიკიდონ ბრინჯაოს მედლები თავმომწონეთ, კმაყოფილი სახეებით. მოკლედ სამტრედიაში ამ ხელმძღვანელობის ხელში საფეხბურთო მატარებელმა ჩაიარა და ისღა დარჩენია სამტრედიელებს მომავლის იმედზე იყვნენ.
samtr.
23 ნოემბერი 2017 21:45
0
არა მგონია დიდი განსხვავება იყოს ტორბედოს და დინამოს შორის. ისე დინამო ღირსია რომ ჩემპიონობა ტორპედომ იზეიმოს, რადგან აქამდე საქმე არ უნდა მიეყვანა. ერთ გადამწყვეტ თამაშს ყველა ითამაშებს, თან ამ შემთხვევაში მოტივაცია და ფსიქოლოგიური უპირატესობა ტორბედოსკენ იქნება
ვასო
22 ნოემბერი 2017 21:07
0
Ra samarcxvinod ikcevian poti kobuletis xelmdzgvanelebi.roca sami kula achukes kobulets vitom moednis gamo ikedan daicko es farsi
Barbare
22 ნოემბერი 2017 18:11
3
gorma ukadrebeli ikadra shuquras chaudo jibeshi 3 qula da torpedos chempions gaxdian ai naxet
vaivai
22 ნოემბერი 2017 17:42
3
ტორპედო არ იმსახურებს ჩემპიონობას და ვერც გახდება,არაა ეს სწორი, მოგვწონს ეს თუ არა, მაგრამ ჩემპიონობის ღირსი დღეისათვის მხოლოდ დინამოა.
Chikhurski
22 ნოემბერი 2017 20:31
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული