15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
ღირსია ფიფია რომ გაყიდა მთელი გუნდი...თავიდან დინამო ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობდა ყოველ ტურში ღირდა ყურება...გაყიდა წამყვანი ფეხბურთელები და ამხელა ჰანდიკაპი ამოუქაჩა ტორპედომ...კარგია რო ვერ გახდა დინამო ჩემპიონი, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რომ არ უნდა გაყიდო დროზე ადრე წამყვანი ფეხბურთელები...ეხლა ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი განაცხადშიც ვერ ხვდებიან თავის გუნდებში და იკლავენ პერსპექტივას, როგორც ბევრმა სხვამ და აქ მაგათ გარეშე
(და არამარტო მაგათ გარეშე) დინამო დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობდა...ძალიან სამართლიანად მოხდა რო პენალი ვერ გაიტანა, მერე ეგონებოდა ფიფიას "სწორ გზაზე" ვდგავართო :(...ერთს იძახის ეს კაცი და მეორეს აკეთებს...3 წლიანი პროექტი 6 თვეში დაშალა :(
ოთო
27 ნოემბერი 2017 10:57
0
ვულოცავ ტორპედოს... / ეს ხალხი ვინ არიან??? გასახევები არიან ყველანი ერთად, თავის სახეს რო აჩვენებს და ყვირის დაწვით ,დაწვით და სხვები ლეწავენ და ამტვრევენ , ძლივს ერთი სტადიონი გვაქ თან ,როგორი ისტორიული და ეს ტიპი ყვირის დაწვითო , შენ ბიძია უკაცრავად და შიგ ხო არა გაქ აბა ნახე ერთი?! ყველამ უნდა აგოს პასუხი , არ ეხება მარტო ამათ, სხვა გუნდების ვითომ გულშემატკივრებიც უნდა დაისაჯონ როცა ცდებიან./ ეხლა ფედერაცია ფულად სანქციას დაუწესრბს ტორპედოს და ეგ კიდე უფრო უარესი , რა შუაშია მანდ ტორპედო დაითრიეთ ეს ხალხი და გააკეთებინეთ საკუთარი ჯიბიდან და აეკრძალოს სამუდამოდ სტადიონზე შესვლა./// წარმატებები ტორპედოს იმედია გადალახავს რამოდენიმე ეტაპს... / ბევრი ქუთაისელი ძმაკაცი მყავს და კარგად ვიცნობ ქუთაისელებს , და ამ ბაცნებს საერთო არაფერი აქვთ ქუთაისთან...
Vasili
27 ნოემბერი 2017 10:54
0
გეთანხმები ვასილი.ქუთაისელებს ვულოცავ ჩემპიონობა,მთელი მეოთხე წრე დადევნებული მგლებივით სდიეს დინამოს და ბოლოს მაინც დაიჭირეს.დინამომ კი ჩემპიონობის დაკარგვა მხოლოდ თავს უნდა დააბრალოს.რაც შეეხება გულშემატკივრებს,რა ვქნა და მე მაგათ გულშემატკივრებს ვერ დავარქმევ,რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ,მაგრამ ის ნაწილი,რომელიც სისტემატურად ასე სამარცხვინოდ იქცევა,სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და აეკრძალოთ სტადიონთან მიახლოებაც კი.რომ არ ვიცოდე როგორი ხალხია ნამდვილი ქუთაისელები,ამათი შემხედვარე სამუდამოდ შემეზიზღებოდა ქუთაისი და ქუთაისელები.
თუ ეს ვაი გულშემატკივრები,მხოლოდ ქუთაისის ვაი გულშემატკივრებს არ ვგულისხმობ,ყველა გუნდის ვაი ფანებზე ვამბობ,სრული სიმძიმით არ აგებენ პასუხს როგორც სამართლებრივად ისე მატერიალურად,ეს ძალადობა და უბედურება არ შეწყდება.საქართველოში ისედაც ბევრი ადამიანი იღუპება სხცადასხვა დარგში სრული მიშვებულობის შედეგად და არ მინდა ამას სპორტიც დაემატოს.
სოსო
27 ნოემბერი 2017 15:21
0
მართალი ხარ ვასილი,ეს როჟები ყველანი უნდა დააჯარიმონ და სტადიონზე შესვლა აუკრძალონ.სადაა კანონის დამცველები სხვის ქონებას რომ ანადგურებენ?პასუხი თუ არ მოეთხოვათ,
ხვალ უარესს გააკეთებენ.უპატრონობაა ქვეყანაში.
zas.
27 ნოემბერი 2017 13:02
0
სამარცხვინო მსაჯობა, პენლამდე ჯარიმა ვერ ,,დაინახა". ვულოცავ ქუთაისს
xobeli
27 ნოემბერი 2017 09:47
3
ეს ის ტორპედო არაა თათრებთან 0-5 რო გაასხეს? რა უხარიათ ეხლა 0-10 წააგებენ ევროთასებზე ((
ტორპედო
27 ნოემბერი 2017 09:43
20
ყველა ერთი ნაგავია, თავის ჩემპიონიან და ბოლო ადგილოსანიანთან ერთად. საერთოდ რა გასახარია გახდე საქართველოს ჩემპიონი..........!!!!! ვისზე უკეთსი ხდები???? ჭაობში მყოფებზე ცოტათი მაღლა? მოკლედ შეხედეთ, ვინ იყო მაგ მნიშვნელოვან თამაშზე?!!!
ლევანი
27 ნოემბერი 2017 17:03
1
დინამომ ხომ გახია ევროპული გუნდები :D
გიორგი
27 ნოემბერი 2017 14:29
0
ყველა გამოხმაურება
სამარცხვინო გულშემატკივარი ყავს ქუთაისს(ყველაზე არ მაქვს საუბარი). მართლა ჯუნგლები და სამარცხვინოები არიან. მაძულებენ ქუთაისს და ქუთაისელებს. არა და მიყვარს(მიყვარდა მგონი უკვე) ეს ქალაქი.
გაბრაზებული დასავლეთელი
27 ნოემბერი 2017 09:34
9
ქუთაისელი მაგას არ იზამდა დამიჯერე,ვინც ქუთაისში ცხოვრობს ყველას ქუთაისელი არ ჰქვია.ქუთაისელობის მენტალიტეტი სულ სხვაა, ჩამობრძანდი და შენი თვალით ნახავ თუ ამ ქალაქის ძველ მაცხოვრებლებთან მოგიწევს შეხვედრა.ძალიან გთხოვ იმ მხეცების გამო ნუ გალანძღავ ჩვენს ქალაქს.
zas.
27 ნოემბერი 2017 13:14
0
პენალტი იყოოო! არ გრცხვენიათ?! აი ჯარიმა კი იყო იმ ჭიდაობაში! და პენალტი, რომ გაეტანათ ჩემპიონები იყვნენ?!
mmg
27 ნოემბერი 2017 09:22
2
კვასხვა ტყუილად არ არის ნაკრებში,მას ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს,ვულოცავ ტორპედოს და მის ფანებს ჩემპიონობას! ფორცა ტორპედო!
calciofan
27 ნოემბერი 2017 09:09
1
ფუ რა ბაცნებივით იქცევიან ეს ფეხბურთელები. არანაირი სპორტული სული. შედგნენ მსაჯს ეს სამარცხვინოები. არა და პენალტი იყო, აბა რა იყო. მარტო ამიტომ არ მოგინდება ამათი ყურება. ამათ არც მოგება იციან კაცურად და ადამიანურად და არც წაგება.
odala
27 ნოემბერი 2017 04:15
13
აზრი არა აქვს თქვენთან კამათს. თქვენ რომ გკითხოთ, არც თამაშგარე იყო და როცა თვალხილულ ადამიანს დანახვა არ უნდა, იმას რაზე უნდა ელაპარაკო.
odala
27 ნოემბერი 2017 12:03
0
მანდ იმაზე არ იყო აქცენტი იყო თუ არა პენალტი. უბრალოფ ბოლო წამზე დანიშნულ პენალტს მოყვა რეაქცია. მასე ის პირველი გოლი არ იყო თამაშგარე და უნდა ჩაეთვალა. მაგას რატომ არ ამბობ.
ANI
27 ნოემბერი 2017 08:59
5
ყველა გამოხმაურება
ვინც უფრო მოტივირებული იყო იმან მოიგო სამართლიანად. ერთი ეგაა რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედო სავარაუდოთ პირველივე წრეში გაასხამს, დინამოს კი გაძლიერების ხარჯზე იქნება რაღაცისთვის მიეღწია.დაანარჩენი ვნახოთ აღდგომა და ხვალეო
mamuka
27 ნოემბერი 2017 03:51
7
ფიფიან სულ გაყიდა ნორმალური ფეხბურთელები. რაც დახარჯა ამოღება დაიწყო. მერამდენე ტურია დიანმო ვერ იგებდა. მოჰამედ ალიუ რომ მოიყვანეს და სკამზე იჯდა. გვენახა რას წარმოადგენდა. ფინალში უნდა ეთამაშებიბა
lado
27 ნოემბერი 2017 09:01
0
ჩემპიონატის ფინალს რომ ცარიელი სტადიონით შეხვდები რისი იმედი უნდა გქონდეს. ან როგორ უნდა მოსთხოვო გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა, როცა ვინც ღირებული იყო დინამოში ფიფიამ უსინდისოდ გაყიდა...ფეხბურთელების გაყიდვას ჯობია გუნდი გაყიდო! დიახ ბატონო, მოგვშორდი თავიდან, გაყიდე გუნდი. დინამოს მორმალური ინვესტორი ნამდვილად გამოუჩნდება, გაყიდე და ფულსაც გააკეთებ. რაც დახარჯე იმაზე ბევრად მეტად გაყიდი. გააკეთე ეს სიკეთე, სანამ დინამოს გულშემატკივარი არ გაიძულებს დინამოდან კი არა, საერთოდ საქართველოდან აბარგებას. არა ხარ ბატონო რომან შენ დინამოს ღირსი, ნუ დაგვაწყვიტე ნერვები. ფუი შენს კაცობას!
გილოცავთ ქუთაისლებო ჩემპიონობას, ნამდვილად აჯობეთ თამაშით ამ დაბეჩავებულ დინამოს და ალალად გეკუთვნოდათ ეს გამარჯვება. ვაიგულშემატკივრები კი თქვენ თვითონ უნდა დასაჯოთ, თორემ რაც დრო გადის უფრო და უფრო უღირსად იქცევა მავანი. გრცხვენოდეთ ქვასროლია "გულშემატკივრებო", ცოტა ტვინი გაანძრიეთ თუ შეგრჩენიათ. თავად ქუთაისმა და ტორპედოს ნამდვილმა გულშემატკივრებმა უნდა გააკეთოთ ეს, თუ არა და ე.ი. ყველანი ერთი ...თ ხარ გაკეთებული.
სამწუხაროა რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ დიდი ხანი არაფერი ეშველება.
emigranti
27 ნოემბერი 2017 02:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული