15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
VENI VIDI VICI მიველ ვნახე გავიმარჯვე. (ბრმა თუ ვერ დაინახავს, რომ გურული წააქციეს და დინამოელმა გააფორმა ჯამბაზივით)
TORPEDIUS
26 ნოემბერი 2017 21:41
2
სანამ ქვების სროლა და ტრიბუნების დარბევა არ დამთავრდება, არაფერს ფასი არა აქვს.

პ. ს. ჩემპიონებს მაინც გილოცავთ.
ვვვ
26 ნოემბერი 2017 21:04
2
სანამ ხალხი სტადიონზე არ მივა, არაფერი გამოვა. დინამოს უნდა ჩამოართვა ეგ სტადიონი და სადმე 5 000 კაციანი მოედანი გამოუყო
oceola
26 ნოემბერი 2017 22:17
1
ვინც პენალტს გამეორებაზე უყურა და მაინც იძახის კონტაქტი არ იყო და მოგონილი პენალი იყოო ის უპრალოდ ბრმაა ან მაგარი უნამუსო მატყუარა. ისე ერთი მედალი კიტეიშვილს მიეცით ცოდოა ბიჭი, რაც მაგან იჩალიჩა ვერც ერთი ტორპედოელი ვერ შეედრება
sord
26 ნოემბერი 2017 20:58
11
თუ მხედველობაში არ მვიღებთ იმ მომენტს რომ მანამდე დინამოელი იყო დასაჯარიმებელი მაშინ კი იყო პენალტი :)
გიორგი
27 ნოემბერი 2017 14:34
0
კიტეიშვილმა შუაში დაარტყა რაც უეჭველი გოლია, უბრალოდ კავასკვაძეს გაუმართლა რომ ფეხი დატოვა.
კანმა გააკეთა ეგეთი რამ, იმის მაგირვრად რომ კიტეიშვილი შეგეცოდოთ ცინიკურად დასცინით.
ამ ბიჭზე ეს პენალტი ცუდად იმოქმედებს, იმედია გაუძლებს ფსიქოლოგიურად ამ შემთხვევას
გულშემატკივარი
27 ნოემბერი 2017 00:38
4
ყველა გამოხმაურება
ჩაგი.GVით გამარჯვებაში
da
26 ნოემბერი 2017 20:49
21
პირველ რიგში ვულოცავ ჩემს ქუთათურებს გამარჯვებას.
ამავე დროს მინდა დროზე დავეშვათ მიწაზე და საქმეს მივხედოთ.
აქ რამდენიმე მოსაზრება ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველებს ყველაზე კარგად უაზრო ქიშპობა გამოგვდის. სიხარულით ხტუნავს ალბათ შაჰ-აბასი თავის დროზე როგორ სწორი დიაგნოზი დაგისვითო.
1, იმ ქართველების საყურადღებოდ ვისაც გინება და სკამების მტვრევა გონია საქმე და იქვე მეორე მხარეზე მყოფი ქართველების საყურადღებოდ ვისაც პროვოკაცია და გინება ღირსება გონია. თუ ასე მაგები ხართ კარგად მიიხედ მოიხედეთ საქართველოში მტერი სხვა ვერავინ ნახეთ ??
2. შეიძლება ვცდები და მაინც შარზე ვარ, მაგრამ თავად გადაამოწმეთ, მეორე ტაიმში რატომ მოხდა რომ გოლის გარდა არცერთი საკამათო ეპიზოდის გამეორება არ გვაჩვენეს დინამოს კართან? ალბათ მაგ მხარეზე კამერა ვერ იმეორებდა :). მგონია, რომ ვიდეო გამეორება ნათელს მოფენდა საეჭვო საკითხს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ყოველგვარ ეჭვებს გაფანტავდ, მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო არჩიეს სალაპარაკო დაეტოვებინათ.
3. როცა ხურცილავას აშკარად გამიზნულად მოარტყეს უკნიდან ფეხში, რატომღაც ჩაიფარცხა გაფრთხილების გარეშე, მსგავს და არა ანალოგიურ სიტუაციაში ტორპედოელი გააფრთხილეს. ამას რომ ზოგადად ცუდი სუნი ასდის ეს ნაკლები პრობლემაა მთავარი სხვა რამეა ეს ორივე გუნდის საყურადღებოდ ევროპაში მაგის გამო შეიძლება ულაპარაკო წითელი აგვიფრიალონ და მერე იწუწუნებთ მსაჯმა დაგვჩაგრაო. მსაჯები ახლა გაფუჭებენ მასეთი დარღვევებისათვის წითლებს რომ გაჩვევენ
მანდ ერთი კარგი რამეც მოხდა და გულშემატკივრები თუ ვისწავლით არ იქნებოდა ცუდი ჯერ სხვა ტორპედოელები სასწრაფოდ ჩაერივნენ და ჩხუბს გაარიდეს დამნაშავეები და მერე როგორ გადაეხვია კიტეიშვილს თუ არ ვცდები კაპანაძე და გაარიდა კონფლიქტს.
4, რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს თუ მხოლოდ ბოლო ეპიზოდს განვიხილავთ შეიძლებოდა პენალის დადება, მაგრამ იმას რა ვუყოთ წინასწარ მცველი ხელებით ძირს რომ დაიგდეს? ამ დროს მსაჯმა საათზე დაიხედა და ვეღარ შეამჩნია?
5. ტორპედოსთვის რათქმაუნდა კარგი იყო რომ კიტეიშვილმა ვერ გაიტანა, ყოჩაღ კვასხვაძეს და ძალიან შემეცოდა დინამოს კაპიტანი. იმ იდიოტების საყურადღებოდ კი ვინც ფიქრობს, რომ ამის გამო დინამოდან სასწრაფოდ უნდა გარიცხოთ, ვაი თქვენს პატრონს. თუ ვერ აფასებთ გამოუშვით ტორპედოში ჩვენ კარგი ფეხბურთელის დაფასება ვიცით.
6. განსაკუთრებული მადლობა კი ბატონ ფიფიას. თქვენია გენიალური გადაწყვეტილებები რომ არა დინამო ჩემპიონობას მესამე წრის ბოლოს თუ არა ასე 5 ტურით ადრე მაინც იზეიმებდა.
რა ფული აიღე ასეთი, რომ საათივით აწყობილი გუნდი დაშალე? და ვის იმედად ვითამაშებთ გაისად ევროთასებზე იმ გუნდებით გადამწყვეტ თამაშში 2 ტაიმის მანძილზე კარში (დინამომ ბოლოსკენ განსაკუთრებით კარგი არეკნები დაარტყა) ჯამურად (ორივემ ერთად) 10-ჯერაც რომ ვერ დაარტყეს.

ბოდიშს მოვითხოვ თუ ვინმეს ეწყინა, მაგრამ ვთქვი ის რაც მაწუხებს.
ქუთაისელი
26 ნოემბერი 2017 20:48
4
ოეე,მე წავიკითხე თავიდან ბოლომდე და 90%-ით ვეთანხმები,ის დარჩენილი 10% კი უფრო მაგარ მაგრები უნდა ეთქვა და იმიტომ არ ვეთანხმები.ტორპედო ცოდვაა ასეთი ვაი გულშემატკივრის გადამკიდე,რაც არ უნდა კარგად ითამაშონ და ფული გამოიმუშაონ,ვალებიდან მაინც ვერ ამოვა, თუ ჯარიმები ყოველ თამაშში იხადა.
სოსო
27 ნოემბერი 2017 17:13
0
რა ვიცი თავად კი წაგიკითხავს და თუ აბდაუბდა იყო რას კითხულობდი.
თან ერთი შენ ხარ ჭკვიანი და დანარჩენი 16 კაცი არაა
ეტყობა შენნაერებს აეწვათ და მიტომ მოგეჩვენა აბდაუბდად.
მე ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს.
oee-s
27 ნოემბერი 2017 13:49
0
ყველა გამოხმაურება
გილოცავტ ქუტატურებო გორიდან
liverpuli barselonas supermarketi.
26 ნოემბერი 2017 20:19
3
ქუთაისმა დამსახურებულად მოიგო და გახდა ჩემპიონი. სირცხვილი მსაჯებს!ვადაჩკორია უნამუსო მსაჯია! კობიაშვილი ცოდოა ამდენი უნამუსო ფეხბურთში მოღვაწე ხალხის ხელში!
Dragonfly
26 ნოემბერი 2017 20:18
9
ვადაჩკორია მანამდე ჯარიმა არ იყო, თუ არ დაინახე?
გიორგი
26 ნოემბერი 2017 21:16
2
ვულოცავ ტორპედოს და ქუთაისს გამარჯვებას, რაც შეეხება დინამოს,ბრავო ფიფია, უხელფასო და უფულო ტორპედომ დაგამარცხა,აი თქვენი წარმატებული სატრანსფეო პოლიტიკა, ბრავო ქუთაისს..
Chaachi
26 ნოემბერი 2017 20:14
1
სამარცხვინო ფიფია, ჩაკვეტაძე რისტვის გაუშვი 5 ცუტი არ უტამაშია ბელგიაში, ზოგი ირანში, ზოგი უნგრეთში, სამარცხვინო ადამიანი და პულის მონა
lolo
26 ნოემბერი 2017 20:11
2
ვულოცავ ტორპედოს ჩემპიონობას. მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ, ეს ყველაფერი ჩაწყობილი არ იყოს. მახსოვს პირველი წრე რომ დამთავრდა,ტორპედოს პრეზიდენტის ინტერვიუ წავიკითხე,სადაც ის სრული პასუხისმგებლობით პირდებოდა გულშემატკივარს ტორპედოს ჩემპიონობას.არადა დინამო მაშინ უსწრებდა 10 ქულით. დღეს რაც კოტეიშვილმა აკეთა ერთი ოქროს მედალი ტორპედოდან მასაც ეკუთვნის. რაც კარში დაარტყა ყველა გარდასახა. ბოლოს პენალტი პირდაპირ მეკარეს გაარტყა.ბოლო ტურებში ვინც ტორპედოს შეხვდა დასავლეთის კლუბები, არცერთმა ფეხბურთი არ ითამაშა.დინამომ კიდე საბურთალოსა გატეხა.იმ გუნდთან რომელსაც არანაირი მოტივაცია არ ქონდა.და ბოლოს ამ განლაგებით იხეირა ჩიხურამ.რომც ვერ მოიგოს თასის ფინალი,მაინც გადის ევროთასებზე.ძალიან მინდა ვცდებოდი და ეს ასე არ იყოს. პ.ს.მადლობა ტორპედოს 300 ლარი კი მოაგებინა:)
ალეკო
26 ნოემბერი 2017 20:00
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული