"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

AutoSharing Option
როგორც იცით "რუსთავს" ვარლამ კილასონიას ნაცვლად უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის.

მის სამწვრთნელო შტაბში იქნებიან თამაზ სამხარაძე და გიორგი გაბიდაური, ვისაც სხვადასხვა დროს საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

სამწვრთნელო შტაბში ადგილი შეინარჩუნა არმაზ ჯელაძემ.

მთავარი სიახლე კი ის არის, რომ 'რუსთავში' კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იგი ამ სეზონში ფოთის 'კოლხეთის' თავკაცად დაინიშნა, მაგრამ ზღვისპირა გუნდში მისი მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა.

lelo.ge

alt"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსთავი მაქსიმალურად გადავიდა ფულის კეთებაზე!!! ძოძუაშვილიც კი იქ მიიყვანეს!!! უნამუსობაა,ქალაქი გეზიზღებათ? ტაბაღუა კლუბი ხომ თვითმმართველობის ბალანსზეა? რა ხდება? თუ მანდაც სახალხო კონტროლი გამოვუშვათ?
zura
14:16 02-09-2018
0
ძოძუაშვილი არის კორუმპირებული. ყველგან სადაც მუშაობდა ფულს ითხოვდა რომ მოთმაშე ძირითადში დაეყენებინა. შეიძლება თეორიულად ესმის ფეხბურთი და იცის ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოიქცეს მაგრამ როცა საქმე ფულს ეხება ყველაფერი ავიწყდება.
ჰიუგო
15:28 02-09-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული