კახა კაჭარავა: გოლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოსთან" მარცხის (1:0) შემდეგ თბილისის "დინამოს" დამრიგებელ კახა კაჭარავას დავუკავშირდით და მატჩის შესახებ ვესაუბრეთ.

თბილისელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, მათ გაშვებული გოლის შემდეგ ნერვიულობა დაიწყეს და ამიტომ საკუთარი თამაში ვერ აჩვენეს.

"უპირატესობა ჰქონდა "ტორპედოს". გოლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და ის თამაში არ გამოგვივიდა, რაც გვინდოდა.

შეგვეძლო ფრე გვეთამაშა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ასეთ თამაშში არავინ მოგცემს 5 და 10 მომენტს. გექნება 1-2 მომენტი, რომელიც უნდა გამოიყენო.

რომ მოგვეგო, სხვაობა "საბურთალოსთან" 2 ქულამდე მცირდებოდა. კიდევ არის თამაშები დარჩენილი. ანალიზი უნდა
გავაკეთოთ, ეს თამაში დავივიწყოთ და ვიფიქროთ შემდეგი თამაშის მოგებაზე", - უთხრა კახა კაჭარავამ Sportall.ge-ს.

თბილისის "დინამო" ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-2 ადგილზეა და ლიდერ "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩება. თბილისელები 4 ნოემბერს ისევ "ტორპედოს", ამჯერად ქუთაისში შეხვდებიან.

altეროვნული ლიგა. XXII ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

alt"ტორპედოს" "ტიკი-ტაკა" "დინამოსთან", რომელსაც გულშემატკივრის ტაში მოჰყვა [VIDEO]

altკახა ჩხეტიანი: "ტორპედომ" სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და პლუს, სამი ქულა აიღო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანდაბას ქუთაისში მოუგეთ
5
დილა გორი
გელა
14:00 01-11-2018
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული