ეროვნული ლიგა. VII ტური: "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯია" კლასით დაჯაბნა - გიორგი კოხრეიძემ "თამაში გააკეთა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯიას" 3:0 მოუგო.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ დაეუფლა, აშკარა საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა, უგოლოდ დასრულდა და ვინ იფიქრებდა, თუ შესვენების შემდეგ თამაში ასე მკვეთრად შეიცვლებოდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო. ჯერ შინდაგორიძეს გოლის გატანა მეკარე შეროზიამ არ დაანება, შემდეგ კი კოხრეიძემ ნახევარბრუნში ბურთი "ვეტერინართა" კარის ცხრიანში გაიტანა.

72-ე წუთზე ვასაძის დარტყმული ბურთი ლაკვეხელიანმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას კოხრეიძემ მთელი მოედანი დრიბლინგით
გადალახა და მისი პასით შინდაგორიძემ მეორე გოლი გაიტანა.

ცოტა ხანში ისევ აქტიური კოხრეიძის გადაცემით შეროზია კაკუბავამ დაამწუხრა და შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

მოკლედ, ძალიან ლამაზი შეხვედრა გამოვიდა. "საბურთალომ" მეტოქე მეორე ტაიმში კლასით დაჯაბნა და არ შეიძლება არ აღინიშნოს კოხრეიძის ჩინებული ასპარეზობა. თამამად შეიძლება ითქვას, მან "თამაში გააკეთა" და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

საჭირო კი არა, აუცილებელია, ეროვნული ლიგის მატჩებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწროს და ასეთი გამორჩეული ფეხბურთელები უყურადღებოდ არ დატოვოს. მით უმეტეს, "ჯვაროსნები" შემოქმედი შემტევების მწვავე დეფიციტს განიცდიან.

"საბურთალო" 18 ქულით პირველ ადგილზეა და მდევრებს 5 ქულით უსწრებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - საბურთალო 0:3
გოლები: 0:1 გიორგი კოხრეიძე (52), 0:2 ლაშა შინდაგორიძე (72), 0:3 ლევან კაკუბავა (76)

ვიტ ჯორჯია (3-5-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე (დავით მუჯირი 70), რევაზ ჩიტიშვილი, ვანო კურდღელაშვილი, გიორგი ვასაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (გიორგი ლაცაბიძე 60), კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური, ზურაბ მუსელიანი (ცოტნე მოსიაშვილი 60)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი დიასამიძე (თორნიკე გორგიაშვილი 73), ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი (ბექა გვარაძე 77), გიორგი კოხრეიძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ოგნიენ როლოვიჩი 73)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული