ეროვნული ლიგა. IX ტური: 6 ქულისთვის მატჩში "დილამ" "რუსთავს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "დილამ" საკუთარ მოედანზე "რუსთავს" 2:1 მოუგო.

გორში აუტსაიდერები შეხვდნენ ერთმანეთს და ეს ფაქტიურად 6 ქულისთვის მატჩი იყო.

პირველ ტაიმში მასპინძლები გოშთელიანმა დააწინაურა. მეორე ტაიმში სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და შეცვლაზე შესულმა ჩოგაძემ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში კი ქოჩლაძის დარტყმული ბურთი მეკარე გუგეშაშვილმა მოიგერია, თუმცა შესაძლოა, იმ მომენტში ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა კიდეც.

75-ე წუთზე კი ფორტესის დარტყმული ბურთი ტაკულოვს მოხვდა და რიკოშეტით კულუას კარში გავიდა.

კომპენსირებულ დროში მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა კოუგბენია და
ჯაფიაშვილი გააძევა.

"დილა" 8 ქულით მერვე ადგილზეა, "რუსთავი" კი 3 ქულით უკანასკნელ, მეათეზე.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - რუსთავი 2:1
გოლები: 1:0 გურამ გოშთელიანი (33), 1:1 თემურ ჩოგაძე (64), 2:1 ალვინ ფორტესი (75)
გაძევება: დიდიე კოუგბენია (90+3), ზურაბ ჯაფიაშვილი (90+3)

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი (კ), ისიფუ ლემპტი (ამოს ნონდი 68), ნუგზარ სპანდერაშვილი (დიდიე კოუგბენია 67), გურამ გოშთელიანი (ჯეიკობ ნჯოკუ 84)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

რუსთავი (4-2-3-1): გოგი კულუა, ცოტნე კაპანაძე (პაატა კიტეიშვილი 79), სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, პაპუნა ფონიავა (თემურ ჩოგაძე 57), ლუკა სილაგაძე (კ), ლაშა ქოჩლაძე (ავთანდილ გუჯაბიძე 72), ფარხად გისტაროვი, ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული