"ჩიხურასთან" ნამატჩევს (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსა და კლუბს სავარაუდოდ დატოვებდა. თუმცა, შემდეგ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ წასვლას არ აპირებს:
"არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის "დინამოს" წარმატებას, ბათუმის "დინამოს" განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.
ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით
უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.
ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.
ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.
დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად - იმისთვის, რომ "დინამოს" წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია."
ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე იხილეთ
წინ ბათუმის დინამო!!!
გარდა ამისა რამდენჯერ მინახია ავტობუსში 50 თეთრს რო არ იხდიან ტიპები, სტადიონზე წასვლას და 2 ლარის გადახდას რო თავი დავანებოთ, საერთოდ ძალიან პრეტენზიები რო აქვთ ხოლმე ადამიანებს თვითონ 1 ლარი თუ გაუციათ ოდესმე რომელიმე სახალხო საქმისთვის ძალიან საინტერესოა. ადამიანს უკვე დახარჯული აქვს რამდენიმე ათასი და უნამუსობაზე პრეტენზიაც არ გამოთქვას.
ბერიძეს რაც შეეხება რა თქმა უნდა უნდა დარჩენილიყო და ბოლომდე უნდა იბრძოლოს ბათუმელებთან და თავის გუნდთან ერთად რა თქმა უნდა. უნდა გაუძლოს ასეთ გამოწვევებსაც და ხანგრძლივ ვადაში წარმატებების მიღწევა უნდა გათვალოს და შეძლოს.