ლევან კუტალია: ეს ჩემი კარიერის პიკი არ არის, მეტი მსურს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია, ჩემპიონს კი ჰყავდა საუკეთესო ბომბარდირიც.

ლევან კუტალიამ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ყველაზე მეტი 20 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთსო მეგოლეც გახდა. კუტალიამ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა დინამოელებს.

ჩვენ ლევან კუტალიას დავუკავშირდით და სეზონის შეფასება ვთხოვეთ.

- გილოცავთ ჩემპიონობას, როგორ შეაფასებდით თბილისის "დინამოს" 2019 წლის სეზონს?
- რთული სეზონი გამოვიდა, ერთბაშად სამი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის. კონკრეტულ მომენტში ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით და მიზანდასახულები. რაც შეეხება ჩემპიონობას, "დინამოში" რომ მოვედი გუნდს სამი წელი არ ჰქონდა ეროვნული ლიგა მოგებული და
დაგვისახეს მიზნად ოქროს მედლების მოგება. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და საბოლოოდ მივაღწიეთ კიდეც.

- აქვს თბილისის "დინამოს" პოტენციალი, ევროპა ლიგის ჯგუფისთვის იბრძოლოს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. თუ გუნდი რამდენიმე კარგ კვალიფიკაციურ ფეხბურთელს დაიმატებს, "დინამოს" ექნება შანსი მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშოს.

- რას გვეტყოდით ესპანელ მწვრთნელებზე? როგორია მათთან მუშაობა?
- ჩისკოზე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია. პირველივე სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეს დიდი მიღწევაა. კარგი პიროვნებაა, კარგი ადამიანი და რაც მთვარია კარგი მწვრთნელია.

- ინდივიდუალურად შენთვის როგორი იყო სეზონი?
- ეროვნული ლიგის ბომბარდირი გავხდი. როდესაც ჩემპიონიც ხდები და საუკეთესო მეგოლეც, ეს ორმაგად სასიხარულო ფაქტია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში, შევედი როგორც 50-ე ბომბარდირი.

- ეს ლევან კუტალიას კარიერის პიკია თუ ჯერ წინ გაქვთ ყველაფერი?
- არა რა თქმა უნდა, ეს ჩემი კარიერის პიკი არ არის, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები, მე მეტი და მეტი მსურს. ამბიციური ფეხბურთელი ვარ და მინდა რომ უფრო მეტი ვიშრომო - გავაკეთო. თუ "დინამოში" დავრჩი, მინდა ევროპა ლიგის ჯგუფში მოვხვდე და ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში.

- იყო გარკვეული საუბრები, რომ ლევან კუტალიამ შეიძლება ეროვნული ლიგა დატოვოსო?
- არ დავმალავ, არის უცხოური კლუბებიდან შემოთავაზებები, მაგრამ მე ამ ეტაპზე "დინამოს" ფეხბურთელი და ბოლო სიტყვა "დინამოს" ეკუთვნის.

- როდემდე გაკავშირებთ კონტრაქტი თბილისურ კლუბთან?
- დეკემბრის ბოლოს მეწურება. ვნახოთ ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერაფერი ფეხბურთელი ეს ვერ არის.მითუმეტეს არაა დინამოს კალიბრის და გაქანების.
სიმართლე
13:25 16-12-2019
2
jordan beli პროფესორი კი არა ფრაერი ხარ! შენნაირი პროფესორები რო გვყავს იმიტოა ქვეყნის საქმე კარგად.d.d.
s..s
16:12 15-12-2019
3

სიახლეები პოპულარული