თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ფაბიან სპორკსლეიდი გაიფორმა.

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო.

ცოტა ხნით "ვილემ II"-სა და "ლუპა კასტელიში" ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი "ბრედას" და ბოლოს "ვალვაიკის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელსა და "დინამოს" შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აქვე გეტყვით, რომ თბილისელთა რიგებში ითამაშებს მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან წოწონავაც. მანაც დედაქალაქელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გუშინ კი თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფიფიამ რომ იყიდა დინამო, ყველა გულშემატკივარს იმედი ჩაესახა თავიდან მართლაც წინ გადადგა ნაბიჯი გუნდმა შემადგენლობაც კარგი იყო და ბავშვთა ფეხბურთსაც მიხედა, ასე 2-3 წელი გაგრძელდა და დაიწყო გუნდმა უკუ სვლა, დღეს უკვე ევროპის მაშტაბით თუ ავიღებთ არარაობა გუნდი გახდა, ფიფიას დამსახურებით
ალეკო
07 იანვარი 2021 11:19
0
ამის აიაქსში ნათამაშები არ გაიშვა.ვინმეს გაგიგონიათ?მე პირველად გავიგე ნამდვილად.
master
06 იანვარი 2021 13:26
3
2 წუტი აქ ნათამაშები ზირითადში
oto
06 იანვარი 2021 12:27
1
კლაქსვიკთან გამოადგება?!,აბა საქ. ჩემპიონატს სულ იგებს ბავარიის დარად
KOKA
06 იანვარი 2021 10:05
1
ვაი თქვენს პატრონს
ანონიმური
06 იანვარი 2021 09:31
1
დენის რომედალი მომწონდა კაი ფეხბურთელი იყო, გამახსენდა რა :D
vazha
06 იანვარი 2021 01:53
0
მაგდანას ლურჯა ხომ გახსოვთ? „„წვივმაგარი და კაი მუშა საქონელი იყო““! შემდეგა არც ვაჭმევდით, არც ვასმევდდით, ბევრი ჯაფისაგან ჯანი გავარდა, ძია მიტომ მიტხრა აიღე და ხრამში გადააგდეო. მეც ავიღე და ხრამში გადავაგდე. ეეე, ვინ იცის რამდენი ეგეთი გადაგვიგდია““!
ამ ფეხბურთელის საქმეც ეგრეა... ჯერ ბრედაში გაუშვეს, ჰეროინს შეეშვებაო, მაგრამა კოკაინიც დაუმატა და ვალვაიკში უკრეს თავი. იქაც რო ვერ ივარგა ქუჩაში რჩებოდა და აგერ არაა დინამო?!! სახელოვანი და დიდი მიზნების მქონე გუნდო... გავარდნით ვეღარსად გავარდება, იმის ქვემოთტლაპოა... საკვალიფიკაციოში, თუ ცოტას ირბენს და იფლსაც გამაიდენს, იქნება შახის ცოლობას თუ არა, გმირობას მაინც გამაკრას ხელი,.. აპაა!
მიდი ყაიმაზ, ძუნძულს მალე აითვისებ და შეუბერეეე......
კ ო მ ბ ლ ე
06 იანვარი 2021 04:59
0
ნემსაძეს დინამოში მისვლა თავის შემოულაწუნეთი არის ყველაზე დიდი შეცდომა..
largo
06 იანვარი 2021 07:54
2
ერთ-ერთ წამყვანს დავესესხები და ვიტყვი: აბა რაა, აბა რაააა
გიორგი გორგაძე
06 იანვარი 2021 17:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული