"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ჩისკოსთან კონტაქტი გვაქვს. ის ნამდვილი დინამოელია, ძალიან გვახარებს მისი ამბები. ცოტა გულსატკენია, რომ ამ კაცმა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გული ვერ მოიგო (იცინის). "უოტფორდის" ფანებიც პირველი სკეპტიციზმის შემდეგ მისკენ შეტრიალდნენ. ისეთი ჩემპიონატიდან ჰქონდა მოწვევა, რომ ჩავთვალეთ, მისთვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა.

ჩვენც გვაქვს ბენეფიტი აქედან. ისეთ დონეზე გავიდა, რომ ფაქტობრივად, ევროპაში "დინამოს" ელჩია. მას ქართული ფეხბურთისა და ჩვენი აკადემიის შესახებ ამომწურავი ცოდნა აქვს.
ბოლო დროს ჩვენთან სპორტის ეს სახეობა ისე ვერ ვითარდება, როგორც გულშემატკივარს სურს და ასეთი ფაქტები ძალიან დაგვეხმარება.

ფარერებზე განცდილ მძიმე მარცხსაც დავუბრუნდები. ჩვენთვისაც ძალიან გულსატკენია და გვესმის გულშემატკივრებისაც, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, თუ გვინდა ევროპული სტანდარტების დონეზე ვიყოთ, პირველ რიგში, ეს გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს.

ხშირად მინახავს, როცა "უოტფორდის" "ფეისბუქზე" დაიდება ჩისკოს სურათი ან ინტერვიუ, ქართველი გულშემატკივარი ისე იქცევა, რომ ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება. შესაძლოა, ვიღაცას თბილისის "დინამო" არ უყვარდეს და სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, თუმცა შეურაცხყოფა მიუღებელია და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალონ.

დამოკიდებულება შესაცვლელია "დინამოს" მიმართაც. არ ვიმსახურებთ ჩვენ ამას. კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ ვინარჩუნებთ კლუბის გეზს, ვუნარჩუნებთ გუნდს საუკეთესო პირობებს ჩვენი ჩემპიონატის დონეზე, გვაქვს ქვეყანაში საუკეთესო აკადემია. არ ჩანდა ეკრანებზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ "რადნიკთან" შეხვედრას უამრავი სკაუტი ესწრებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "დინამო" სწორი გზით მიდის, თუმცა ეს ყველაფერი 1 და 2 წელში შედეგს არ იძლევა.

თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ხელმძღვანელობაზე მეტად არავის უნდა. უდიდესი სტრესი იყო ჩვენთვის ფარერებზე მარცხი, იქიდან შეურაცხყოფილები წამოვედით. თუმცა ამის გამო ფეხბურთსა და "დინამოს" ხომ არ მივატოვებთ?!

ქართველი ფეხბურთელების საკითხს რაც შეეხება, კაშიას თუნდაც, ის საქართველოს დონეს აღემატება და ცხადია, მისი პროფესიაა ეს და ვერ მოსთხოვ, მხოლოდ აქ თამაშის გამო ბევრ რამეზე უარი თქვას. სხვაობა ქართულ და ევროპულ ფეხბურთს შორის დიდია და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ჩვენთან სტაბილურობის მიუღწევლობაა.

ალი სისოკოსთან მე მქონდა მოლაპარაკებები, დუბაიში ცხოვრობს, იქ ემზადებოდა. დამირეკა შემდეგ და მითხრა, რომ იქ ერჩივნა კარიერის გაგრძელება, რადგან იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სახლი აქვს და ა.შ.

ერთი პრობლემა არსებობს, გულშემატკივართა შორის უკმაყოფილებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ეს მედიას ეხება და თუ ფეხბურთელს ვთხოვთ პროფესიონალიზმს, იგივე რამ მედიასა და გულშემატკივარსაც შეგვიძლია ვთხოვოთ. ჩემი ნომერი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჭორების გამოქვეყნებას ჯობს, ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ევროპიდან ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან ძნელია. არათუ რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სერბეთშიც ხელფასები ჩვენი ლიგის გასამრჯელოებს 10-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დიდი რისკია და გაუმართლებელიც ტოპ-ლიგიდან ფეხბურთელის მოყვანა, რადგან 1 ადამიანი ვერაფერს შეცვლის და არის შიში იმისა, რომ ჩვენს ლიგას ვერ შეეჩვიოს ან ტრავმა მიიღოს და ა.შ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათ დიდი ყურადღებით ვარჩევთ. მოგეხსენებათ, მათი ხელფასები ქართველებისას აღემატება და ნამდვილად არ გვინდა გუნდში ისეთი მოთამაშის მოყვანა, რომელიც ადგილობრივს კლასით არ აღემატება, ეს მხოლოდ ღალატი იქნება", - აღნიშნა დოლიძემ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ძალიან მაინტერესებს რა პრინციპით არჩევს ფიფია გენ.დირექტორებს?
gia jashi
25 იანვარი 2021 23:04
0
ეს იმ გუნდის მენეჯერია, რომელიც ყოველ წელს მიწასთან გვასწორებს სირცხვილით
reri
25 იანვარი 2021 21:03
0
გულშემატკივარი რომ მოიზიდო ჯერ უნდა აჩვენო რომ გუნდი ფეხბურთს თამაშობს და მეცხვარეებთან და მსგავს არაპროფესიონალებთან არ აგებს.თან სამარცხვინოდ. იმ გამოთქმისა არ იყოს მოგვენატრება ამათიო, ესენი ვერაფერს გუნდს ვერ გააკეთებენ. ნაცვლად იმისა გულშემატკივარს პატივი სცენ, აქეთ ნაგლად იაზობენ ეს სამარცხვინოები...
გულშემატკივარი
25 იანვარი 2021 23:18
1
გულშემატკივრებს ევროპული სტანდართი მოთხოვეთ და თქვენ სამოყვარულო დონემდე დაიყვანეთ ევროპული გუნდი!
ქომაგი
25 იანვარი 2021 21:11
1
ბიჯო ამაზე უნამუსობა არ არსებობს, ეს თახსირი!
b
25 იანვარი 2021 21:02
0
საოცარია ამ ადამიანის დამოკიდებულება, ამ სტატიაში კი ჩანს რომ ის კი არ ანაღვლებს რომ ფარერებთან სირცხვილი ჭამა, არამედ ის თუ რას გრძნობს თურმე გულშემატკივრების წინაშე.
იცი რას გეტყვი ? მოდი შენც და შენი საახლობლო, ფიფიადან დაწყებული მოშორდით გუნდს და ეშველება რაღაცა. თქვენ ხართ დროებით ფულის მყვლეფავები და ყველას გინდათ ეს სირცხვილი დაივიწყონ და ხმა არ ამოიღოს. ამისათვის თქვენ მხოლოდ ერთი რამე შეგიძლიათ:
გუნდი უნდა გახადოთ წარმატებული და მოახვედროთ ევროპა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე. სხვანაირად როგორ და რაზე უნდა გესაუბროთ გულშემატკივარმა ?
საოცარი ალექსი
26 იანვარი 2021 03:34
3
საოცარ ალექსს :) ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ? :)))
გადასარევი გიორგი
26 იანვარი 2021 04:38
1
აი ასეთი უტიფარი ტიპები რომ არიან და აქეთ რომ გიტევენ ეს ვაი მენეჯერები და ვაი პატრიოტები, ამ აბდაუბდას რომ ბლაყუნობენ, იმიტომაა დინამოსგან ის რომ დადგა რაც დადგა. საერთოდ რატომაა აი ეს ტიპი დინამოს სახელით რომ ლაპარაკობს ? ესაა ზუსტად პრობლემა და იმიტომაა ზუსტად დედა რომ ეტირა ქვეყანას და ფეხბურთს. წადით ბიძა იყიდეთ რამე უსახელო გუნდი, გაიყვანეთ შესარჩევზე და გინდა 28 ით ნოლი წაგიგიათ, დინამოს დაანებეთ თავი
გადასარევი გიორგი
26 იანვარი 2021 01:21
1
ბოდიში ბატონო ,თქვენი გამოსვლის შემდეგ ვაღიარებ რომ თქვენი ყველა მარცხი და წარუმატებლობა გულშემატკივრის ბრალია,მათი უღირსი საქციელის ბრალია რომ თქვენ ევროტურნირებზე ძალიან ცუდად გამოდიხართ, ბოდიში ბატონო. მაშინ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან მოიწვიეთ უცხოელი სპეციალისტები რომ დაგვატრენინგონ და ვისწავლოთ ქომაგობა.ამ სპეციალისტების მოსაწვევ თანხებს და მათ ანაზღაურებას ჩევენ გულშემატკივრები ვკისრულობთ,რომ ეს ხარჟები თქვენ და ბიუჯეტს არდააწვეს ტვირთად
gogia
25 იანვარი 2021 21:51
1
1-6 რომ წააგეთ, მერე რა ხდება? Მერე რას აკეთებთ გულშემატკივრისთვის? Დინამოსთვის?... Სცადეთ მაინც ერთი გულშემატკივრის გულის მოგება? Ნამუსი საერთოდ არ გაქვთ და შესაბამისად Ჩემპიონობაც თვენი მოპოვებულო გგონიათ ალბათ :) იქნებ უფულო და თქვენზე ცუდი გუნდების დამსახურებაა... Ამ დინამოს ნამუსი არ მოეკითხება...
Მახვში
25 იანვარი 2021 21:40
1
ეს უსინდისო კაციიი რაის გულშემატკივარი ? ან რა ფარერებიდან წამოხვედი იმედგაცრუებული რა გუნდით ჩახვედი მთელი წელი შეშინებულები ვიყავით რო გადმოიყვანე ქუთაისის ტორპედო ფიასკოსთვის იყავი განწირული და ეხლა გულშემატკივარიო საოცრებაა იმენააა ...
bejo
25 იანვარი 2021 21:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული