"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ჩისკოსთან კონტაქტი გვაქვს. ის ნამდვილი დინამოელია, ძალიან გვახარებს მისი ამბები. ცოტა გულსატკენია, რომ ამ კაცმა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გული ვერ მოიგო (იცინის). "უოტფორდის" ფანებიც პირველი სკეპტიციზმის შემდეგ მისკენ შეტრიალდნენ. ისეთი ჩემპიონატიდან ჰქონდა მოწვევა, რომ ჩავთვალეთ, მისთვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა.

ჩვენც გვაქვს ბენეფიტი აქედან. ისეთ დონეზე გავიდა, რომ ფაქტობრივად, ევროპაში "დინამოს" ელჩია. მას ქართული ფეხბურთისა და ჩვენი აკადემიის შესახებ ამომწურავი ცოდნა აქვს.
ბოლო დროს ჩვენთან სპორტის ეს სახეობა ისე ვერ ვითარდება, როგორც გულშემატკივარს სურს და ასეთი ფაქტები ძალიან დაგვეხმარება.

ფარერებზე განცდილ მძიმე მარცხსაც დავუბრუნდები. ჩვენთვისაც ძალიან გულსატკენია და გვესმის გულშემატკივრებისაც, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, თუ გვინდა ევროპული სტანდარტების დონეზე ვიყოთ, პირველ რიგში, ეს გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს.

ხშირად მინახავს, როცა "უოტფორდის" "ფეისბუქზე" დაიდება ჩისკოს სურათი ან ინტერვიუ, ქართველი გულშემატკივარი ისე იქცევა, რომ ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება. შესაძლოა, ვიღაცას თბილისის "დინამო" არ უყვარდეს და სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, თუმცა შეურაცხყოფა მიუღებელია და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალონ.

დამოკიდებულება შესაცვლელია "დინამოს" მიმართაც. არ ვიმსახურებთ ჩვენ ამას. კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ ვინარჩუნებთ კლუბის გეზს, ვუნარჩუნებთ გუნდს საუკეთესო პირობებს ჩვენი ჩემპიონატის დონეზე, გვაქვს ქვეყანაში საუკეთესო აკადემია. არ ჩანდა ეკრანებზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ "რადნიკთან" შეხვედრას უამრავი სკაუტი ესწრებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "დინამო" სწორი გზით მიდის, თუმცა ეს ყველაფერი 1 და 2 წელში შედეგს არ იძლევა.

თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ხელმძღვანელობაზე მეტად არავის უნდა. უდიდესი სტრესი იყო ჩვენთვის ფარერებზე მარცხი, იქიდან შეურაცხყოფილები წამოვედით. თუმცა ამის გამო ფეხბურთსა და "დინამოს" ხომ არ მივატოვებთ?!

ქართველი ფეხბურთელების საკითხს რაც შეეხება, კაშიას თუნდაც, ის საქართველოს დონეს აღემატება და ცხადია, მისი პროფესიაა ეს და ვერ მოსთხოვ, მხოლოდ აქ თამაშის გამო ბევრ რამეზე უარი თქვას. სხვაობა ქართულ და ევროპულ ფეხბურთს შორის დიდია და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ჩვენთან სტაბილურობის მიუღწევლობაა.

ალი სისოკოსთან მე მქონდა მოლაპარაკებები, დუბაიში ცხოვრობს, იქ ემზადებოდა. დამირეკა შემდეგ და მითხრა, რომ იქ ერჩივნა კარიერის გაგრძელება, რადგან იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სახლი აქვს და ა.შ.

ერთი პრობლემა არსებობს, გულშემატკივართა შორის უკმაყოფილებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ეს მედიას ეხება და თუ ფეხბურთელს ვთხოვთ პროფესიონალიზმს, იგივე რამ მედიასა და გულშემატკივარსაც შეგვიძლია ვთხოვოთ. ჩემი ნომერი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჭორების გამოქვეყნებას ჯობს, ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ევროპიდან ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან ძნელია. არათუ რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სერბეთშიც ხელფასები ჩვენი ლიგის გასამრჯელოებს 10-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დიდი რისკია და გაუმართლებელიც ტოპ-ლიგიდან ფეხბურთელის მოყვანა, რადგან 1 ადამიანი ვერაფერს შეცვლის და არის შიში იმისა, რომ ჩვენს ლიგას ვერ შეეჩვიოს ან ტრავმა მიიღოს და ა.შ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათ დიდი ყურადღებით ვარჩევთ. მოგეხსენებათ, მათი ხელფასები ქართველებისას აღემატება და ნამდვილად არ გვინდა გუნდში ისეთი მოთამაშის მოყვანა, რომელიც ადგილობრივს კლასით არ აღემატება, ეს მხოლოდ ღალატი იქნება", - აღნიშნა დოლიძემ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ეს დინამო აგარაა და მარტო ხელფასი არაა ჯიგარი არა აქვთ რაც ძველ დინამოს ქონდა,ეზოში მოაგროვეთ ბავშვები უკეტესად ითამაშებენ,ყველაპერს ფულით რო უყურებთ ამაშია საქმე
oto
26 იანვარი 2021 12:28
1
ვინც არ უნდა მოვიდეს დინამოში ფიფიაზე უარეს შედეგს უბრალოდ ვერ დადებს, ფსკერზეა გუნდი , უფროსწორად ფსკერის ქვემოთ რო სინესტეა , აი კიდე იმის ქვემოთ!!! / ამხელა იმფრასტრუქტურა დაითრია ტიპმა, და არაფრის კეთება არ უნდა! ნუ ქმნით ისეთ ილუზიას რო აი ფიფო თუ წევიდაა აქანა, მერე რა ვაჭამოთ ბაღნებს??? ეს თქვენ გაქვთ პრობლემა ფიფია რო მიბრძანდეს მერე თქვენც გიწევთ დინამოს დატოვება და ეგ გადარდებთ ზუსტად,/ თორე გამოჩნდება აუცილებლად მსურველი რათქმაუნდა, ბოლოსდაბოლოს ამხელა სტადიონი აქ გუნდს, საკუთარი აკადემია, ისტორია, და რა ჭირდება? ნორმალური სელექცია და მოტივირებული მწვრთნელი. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელს კიდე რო არ მიუკლან იმედი და არ გაყიდონ საზიზღარ გუნდებში...
Vasili
26 იანვარი 2021 10:47
0
fifias xelshi dinamo meti uketesi ver ikneba,daivitket((( mizezi ubraloa,ara aakvs sakmarisi finansebi, rom normaluri xelfasi shestavazos legionerebs, sxva kidev aravinaa vinz met fuls daxarjavda Dinamostvis da arz gamochndeba am gatak kvekanashi,mainz madloba fifias akademiisatvis,bolos da bolos ik agzrdili bavshvebi gamogvdgomia nakrebistvis da kidev gaizrdebian tito orola, kvarazxelia, chakvetaze!
qomagi
26 იანვარი 2021 03:38
1
მე მაინც მგონია, რომ დინამოს სა ქართული ფეხბურთის გარშემო ჩაბუდებული მხედრიონელებისა და მაგიოზების მოსპობით უნდა დაიწყოს ეგ ეღმავლობა...
საღოლ ჯიგარო
26 იანვარი 2021 01:46
1
აბა კიᲭები დაკრიᲭეეეეე
ვენდი
26 იანვარი 2021 23:17
0
თბილისელებს ჯერ მეცხვარეები არ მოუნელებიათ, და ამ ინტერვიუთი უკვე წინასწარ გაიმართლა თავი - სხვები 10-ჯერ მდიდრები არიან, ჩვენ იმათთან რას მივალთო..
ქუთაისელი
26 იანვარი 2021 15:46
0
უოტფორდია გვერდზე შედიან ქართველები და იქ აგინებენ ჩისკოსო და ეს მიუღებელია ჩემთვისო, რა თქვა ეხლა ისეთი რომ ატეხეთ აურზაური. ამ კომენტარების და კიე მანამდე როცა არერთი დაწერილა, მაგრად მინდა რომ ფიფია ადგეს ერთ დღეს და აი უბრალოდ დაგიტოვოთ ეს გუნდი. ვინაა მიმხედავი და წელიწადში რამდენიმე მილიონის დამხარჯავი ძალიან მაინტერესებს და რასაც დაემსგავსება გუნდი მერე, თქვენ აგეთ პასუხი ყველამ.
DAVE
26 იანვარი 2021 08:37
19
და რა უნდა მოხდეს ფიფიას ე.წ. მილიონების გარეშე იმაზე უარესი რაც ახლა ხდება?? დინამო ევროსარბიელზე თავს მოიჭრის? :D "ბეეეე, ბეეეე" ასე აღნიშნა ექვსივე გოლი ფარერელმა მეცხვარემ ;)
ფიფიას ტროლო
26 იანვარი 2021 11:53
2
გავლენ და იბრძოლებენ ირბენენ მაინც ფეხბურთელებთან შედარებით.
კახა
26 იანვარი 2021 21:06
0
am batons samedizino aakvs damtavrebuli,normaluri saxelmtifo rom ikos sakartvelo es ekimi unda ikos,am postze rogor danishnes? araprofesionalizmis bumia sakartveloshi...
kote
27 იანვარი 2021 13:33
0
ალბათ აქ უფრო კომპეტენტურია, მედიცინა უფრო სერიოზული სფეროა ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ფეხბურთში ისეთი არაფერია, ფანების ნერვებს ეთამაშები.
დოქტორი
27 იანვარი 2021 15:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული