ლევან კორღალიძე: ამ მოგებით ორმაგად გახარებული ვარ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ლოკომოტივის" 2:0 დამარცხების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი "საბურთალოს" მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა:

"რთული თამაში გამოდგა. არც ველოდი იოლ შეხვედრას. პირველი ტურია და მხოლოდ "საბურთალო" არა, სხვა გუნდებიც ვერ იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში. შედეგით კმაყოფილი ვარ, დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. მოგება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა ამ მოგებით ორმაგად გახარებული ვარ.

ახლა მორიგი მატჩისთვის მოვემზადებით. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ მინდორზე, დანარჩენს კი დრო აჩვენებს.

კარგია, რომ სტარტი წარმატებული გამოგვივიდა და სასიამოვნო ტრადიცია გრძელდება - მეშვიდე სეზონს ატარებს "საბურთალო" უძლიერესთა
რიგებში და ყველა სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული