ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

AutoSharing Option
"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ვერ ხვდება ეს ხალხი რომ დღეს ქართულ ფეხბურთში ფულის ჩამდები გიჟი ცოტა მოიძებნება
გია
20 ივლისი 2022 20:40
38
მადლობა აკადემიისთვის. სხვა მართლა არაფერი უკეთებია. და ახლა ნუ გადაგვაყოლებს მაგას რა.. და რაც დახარჯა ამოიღებდა იმ ფულს. რამდენი ტალანტი გაყიდა .. და თუ მართლა ვერ ამოიღო, ნამდვილად გასაშვები ყოფილა ეს. Go Home
ილია
21 ივლისი 2022 00:24
0
ამას თუ იზამს ეს კაცი და მე დინამოს ყურებაზე ვეტო მომეხსნება - იმ წაგებებსაც დავივიწყებ :)) და სულით და გულით წარმატებებს ვუსურვებ რაც რამე კარგს გაამეთებს . რაც მთავარია იმედია ჭორი არაა
კაპიტან გარდენბურგი
21 ივლისი 2022 02:20
1
როცა ხალხი დაინახავს, რომ დინამოს გვერდში დგომის აუცილებლობაა, ხალხი შეიძენს აბონიმენტს.
ამო
20 ივლისი 2022 21:04
0
კარგია აკადემია კარგია ბაზა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია რომ არის და გააკეთა ფიფიამ ამაზე ორი აზრიც არ არსებობს მაგრამ სამწუხაროდ ეგ აკადემია არ ადგება დინამოს ვინც კი იყო ნიჭიერი დინამოში ერთი სრული სეზონიც კი არ უთამაშია არავის ყველა წავიდა და რა აზრი აქვს ისეთ აკადემიას რომელსაც ვერ გამოიყენებ?
ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდმა უნდა შეუქმნას კარგი პირობები უნდა მისცეს კარგი ხელფასი და გუნდიც უნდა იყოს ისეთი სადაც იმ ბავშვს ენდომება თამაში უამბიციო გუნდში რომელიც ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და არ აქვს ამბიცია სადმე ევროტურნირზე გასვლის ასეთ გუნდში ახალგაზრდა ტალანტებს არ უნდათ თამაში.
რაც შეეხება ევროტურნირებს დღეს თუ არ დახარჯავ ფულს არ მოიყვან გამოცდილ მაღალი დონის ლეგიონერებს არ მოიყვან კარგ მწვრთნელს რომელსაც უმუშაოვია მაღალ დონეზე და უთამაშია ევროტურნირები და არ ჩადებ ინვესტიცია არაფერი გამოვა რასაც მე ვუყურებ ფიფიას დინამოს ყოველ წელს ახალი წმვრთნელი ახალი ტაქტიკა ახალი ფეხბურთელები 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით 4 მწვრთნელი შეცვალა და ერთი მაღალი დონის ლეგიონერიც არ მოუყვანია გუნდში აბა ასეთი მიდგომით რა შედეგი უნდა დადგეს და კიდევ ამ ფეხბურთელების გაჩუქება ხომ შეიძლება რომ იმ ნიჭიერ ფეხბურთელებს 18-19 წლის ბიჭებს ისეთი კონტრაქტები გაუკეთო რომ 2-3 წელი დარჩნენ გუნდში და დაეხმარონ გუნდს მარა ეგეც არ გაუკეთებიათ.ერთი სიტყვით ცუდი პრეზიდენტია ცუდი შედეგები აქვს ცუდი მენეჯმენტია და გუნდს სჭირდება ახალი მენეჯმეტი და სრული განახლება ყველა დონეზე თორე ისეთი შედეგები გვაქვს განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელში რომ ფსქერიც კი ჩავხვრიტეთ ისეთ გუნდებთან ვაგებთ ყველას ვაწერინებთ ისტორიას უკვე ყველა გუნდისთვის ვართ საოცნებო მეტოქეები.
გოჩა
21 ივლისი 2022 07:38
2
ვაშა, ვაშა და ვაშა თუ ეს მართალია და მორიგი ბლეფი არ აღმოჩნდება! ოღონდ მაგან ეგ სიკეთე ჰქნას და ასჯერ ვეტყვი მადლობას. თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია რომ სასწაული ფასი არ დაადოს - ისეთი, რომ ვერავინ იყიდოს და მერე სათქმელი ჰქონდეს, აჰა ბატონო, მე ვცადე გაყიდვა და არავინ გამოჩნდა მყიდველიო
fani
21 ივლისი 2022 01:39
2
ერთი ეს გამაგებინეთ, ბავშვების გაყიდვით ფულს აკეთებსო, რომ ამბობთ, აბა რა უნდა ქნას? თავიდან აკადემია რომ გააკეთა, გაგიჟებული იყო ხალხი, რა მაგარიაო. აბა ჩამოთვალეთ, ვინც იცით, დინამოს აკადემიის გაზრდილები ვინ არიან, არ გაინტერესებთ? მაგრამ მთავარი გუნდი რომ ვერ დააყენა, რა თქმა უნდა, მთავარი მინუსია. ამიტომ ამ ქვეყანაში ხალხი ,საქმის სწორად კეთებას როდის ისწავლის, აი ეს არის ყველაზე საინტერესო...
ქომაგი
20 ივლისი 2022 22:48
14
ფიფიამ ბევრი იწვალა ფულიც დახარჯა მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში!!! და ამიტომაც არ აქვს დინამოს შედეგი!!!
lebron
21 ივლისი 2022 10:55
1
რას ერჩიან ამ საწყალს, პაიდესთან ერთი მაინც ხომ მოვიგეთ. ეგდოს რა
მოკვდეს
20 ივლისი 2022 22:01
13



ფიფიას მთავარი მინუსი ის არის რომ ეგრევე უნდა მილიონები ამოიღოს ( უმრავლეს ქართველსაც ბიზნესი ასე წარმოუდგენია) ამიტომ იწყებოდა მოწინააღმდეგეზე გამაზვა თუნდაც ფეხბურთელების ზედ ევროტურნირებზე წინ გაყიდვა ფიფიას თვის მთავარი ფულის ამოღება იყო მართლაც კარგი ბაზაგააკეთა და გარკვეულწილად წვლილიც მიუძღვის ფეხბურთელების აღზრდაში თუმცა ვერ ვიტყვი რომ კვალიფიციურ კაებსიზიდავდა ბოლოს ეტყობა ამდენმა ლანძღვა გინებამაც თავისი შედეგი გამოიღო. ეხლა მთავარი ვინც დინამოს იყიდის უნდა გაითავისოს რომ დინამო არი ქართული წარმატების სიმბოლო იმხელა მახინჯი სისტემაში იყო მოწინავე პოზიციებზე ულევ ენერგიას და დიდ ფიზიკურ გაძლებას მოითხოვდა მახსოვს ქეცბაიამ მოყვა როცა დინამოში მიწვევა მიიღო ემოციები იმოდენა იყო რომ ბაზაზე მისული კარებთან იდგა და შიგნით ვერ შედიოდა. დინამოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მისი მფლობელისთვის ყველაზე ნაკლები დებილი შვილი რომ გაზარდო იმის ტოლფასია.




კახა
20 ივლისი 2022 22:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული