თბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"დინამო თბილისში" ორი ახალწვეულია. კოტდ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი.

სანგარე საფეხბურთო აკადემია "რაით თუ დრიმის" აღზრდილია. თამაშობდა დანიური "ნორდსიელანდის" ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის "ჟალგირისში" და ასევე, დანიურ "ნესტვედში". ბოლოს კი მუსა სანგარე სლოვაკური "პოდბრეზოვას" ღირსებას იცავდა. კოტდ’ივუარელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 ფორმატით გაფორმდა.

რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი "უნიონ დუალას" აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატით გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
კამერუნელი ფეხბურთელი "დინამო თბილისში" სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით გადმოვიდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ზოგადად ახლა გადავხედე transfermarket-ზე და თითოეულ პოზიციაზე ევროპის მასშტაბით 70მდე თავისუფალი აგენტია.დინამოებს შეუძლიათ თავისუფლად ევროტურნირებამდე 2თვით ადრე დაიწყონ ფიქრი ვისი დამატება შეიძლება და ვინ ხდება თავისუფალი აგენტი.ინტერნეტის ეპოქაში ეს ძალიან მარტივია.კვასხვაძის,ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსანი კლუბიდან, განის და კამერუნის ჩემპიონატიდან ხალხის მოყვანას ევროტურნირების წინ,ბოლობოლო transfermarket-ზე მოძებნო საინტერესო თავისუფალი აგენტები და შეისწავლო 2თვით ადრე უკეთესი იქნება.ბევრი სხვა ქვეყნის კლუბები ასე იქცევიან.საუბარია ისეთ ფეხბურთელებზე ვისი ფასიც 500დან 350ათას ევრომდეა,აბა 2მილიონიან და თუნდაც მილიონიან ლეგიონერებს ჩვენ ვერ ჩამოვიყვანთ.
მეზღვაური
10 ივლისი 2023 22:52
1
წავიდა იგივე აფიორა. ფულს ათეთრებს ეს რუსაპეტა ძალად-ბიზნესმენი. მიხედავს ცოტა ხანში ამასაც ბიძო. თუ არა და ნახავთ.
odala
10 ივლისი 2023 22:49
6
სად ვბანაობთ საერთოდ?! საკლუბო ფეხბურთის რუკაზე აშკარად აღარ არის ჩვენი ადგილი
საქართველო
10 ივლისი 2023 22:58
1
ტურისტებია ტურისტები
ოპე
11 ივლისი 2023 03:56
0
ნაღდი ხარ. მესი უნდა ჩამოეყვანათ. აზრზე არ არიან.)))
წოპე
11 ივლისი 2023 10:17
2
ბრწყინვალეა,დიდებულია.ოთხშაბათს ლიგაზე პირველი თამაშია და ორშაბათს დაიმატეს ფეხბურთელები.ესენი გვიშველიან ყაზქხეთში.ვაი თქვენს პატრონს უბედურს ფიფიებო...
Master
11 ივლისი 2023 15:39
0
მამარდაშვილი, აზაროვი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ყველა დინამოს ბიჭებია. ნაკრების სხვა წევრები, ზოგი რუსული ფეხბურთის აღზრდილია, ზოგი უკრაინულის, ზოგი ფრანგულის. ფიფიას უკოცნეთ ფეხები. დანარჩენ საქართველოს თითი თითზე არ დაუკარებია.
ქუთაისი
11 ივლისი 2023 00:10
15
მთავარი რუსაპეტა და ფულის გამთეთრებელი ეგ შენი ბიძოა
odala_s
10 ივლისი 2023 23:45
15
მაგათ ღამის თავი რო ქონოდათ იმ ნორდსიელანდში და სადაც იყვნენ იქ გაიქაჩებოდნენ.
ალბათ რამე დაფარული ტალანტი შეატყვეს რაც სხვებმა ვერ შენიშნეს
Levani
11 ივლისი 2023 01:00
0
ამ ფეხბურთელებს არ ვიცბობ, რა დონის ძალაა დრო გვიჩვენებს. ერთი კი ვიცი, დინამოს პოლიტიკა არ შეცვლილა, მოყავთ თავისუფალი აგენტები (დიდად საინტერესო რომ არ არის ისეთი ფეხბურთელები) ან იაფად შეძენილი, თან ეს ხდება ევროტურნირების წინადღეებში. არანაირი შეთამაშება გუნდთან. ვეჭვობ სიახლეს ვერც წელს ვეღირსებით. წარმატებები გუნდს.
მერაბ1970
11 ივლისი 2023 14:32
0
ამ დონის ფეხბურთელები აქაც მოიძებნებიან თუ მოგყავთ მაგრები მოიყვანეთ, მოხვეტავენ ხოლმე სადაც იაფად ვინც შეხვდებათ და აქეთ მოერეკებიან 3 თვეში კი უკან გაუშვებენ, ეს არის ფიფიას სტრატეგია
მიხო
11 ივლისი 2023 11:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული