ჯუნეტ ჩექირმა მსაჯებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, დავით მუჯირს და ზოგადად, სფფ-ის ხელმძღვანელობას. ჩვენ შორის შედგა შესანიშნავი კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც შემომთავაზეს ეს პოზიცია. სფფ-ის ხელმძღვანელობამ გამიზიარა თავისი ხედვა, გეგმები და
სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საუბრისას მადლობა გადაუხადა მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ მიხეილ მაზიაშვილს, რომელიც ამ მიმართულებას 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.
სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილებას ფიფას გამოცდილი არბიტრი ჯუნეტ ჩაქირი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ თურქი სპეციალისტი საქართველოში იცხოვრებს და ყველა იმ პროექტს ჩაუდგება სათავეში, რომლებიც სფფ-ს მსაჯთა მიმართულების განვითარებისთვის ხორციელდება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომლებიც მასთან ერთად დაინერგება. დარწმუნებული ვარ, ის გამოცდილება, რომელიც მან წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე დააგროვა, დადებითად გამოადგება ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში”.
14 აგვისტოდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ხუთდღიან საწვრთნელ, გაცნობითი სახის შეკრებას გაივლიან.
“Პირველი შეხვედრა ტოპ დივიზიონის მსაჯებთან ჯუნეტ ჩექირმა დღეს უკვე გამართა. 14 აგვისტოდან კი 5 დღიანი საწვრთნელი შეკრება გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. Როგორც იცით, გასული წლიდან ეროვნულ ჩემპიონატში ვიდეო რეფერის სისტემა დავნერგეთ. Სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა მატჩი ვიდეო რეფერის თანხლებით გაიმართება. Აღნიშნულ შეკრებაზე ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები კიდევ ერთ გადამზადებას ბატონი ჯუნეტთან ერთად გაივლიან და სიახლეებს გაეცნობიან, - განმარტა დავით მუჯირმა.
მსაჯებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი - ზაზა ზამთარაძე და მსაჯთა განყოფილების წარმომადგენლები.
ცნობილი თურქი არბიტრი 2010 წლიდან რეგულარულად მსაჯობდა უეფას და ფიფას ეგიდით გამართულ მაღალი დონის მატჩებს. მათ შორის:
2012 | ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი
ესპანეთი - პორტუგალია
2012 | ფიფას საკლუბო ჩემპიონატის ფინალი
კორინთიანსი - ჩელსი
2014 | მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი
ნიდერლანდები - არგენტინა
2015 | ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ბარსელონა - იუვენტუსი
2018 | მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი
ხორვატია - ინგლისი
ამას გარდა, ჯუნეტ ჩექირი უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ მატჩებზე დამკვირვებლის სტატუსით მუშაობს, ასევე წლების განმავლობაში სტაბილურად მსაჯობდა ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩებს. ჯამში, მის გამოცდილებას ზურგს 204 საერთაშორისო და 2001-2022 წლებში თურქეთის სუპერლიგაში განსჯილი 385 თამაში უმაგრებს.
GFF.GE