ვლადიმირ ვაისი: ახლა დროა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს მეტოქეთა ვინაობა დღეს ლოზანაში გაირკვა. შვეიცარიაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

საქართველო D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება, წილისყრის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წილისყრა და უეფას ახალი გათამაშება შეაფასა:

"რასაკვირველია, ჩვენი სურვილია მიზნის მიღწევა, თუმცა, პატივი უნდა ვცეთ ყველა მეტოქეს, რომელიც დღევანდელი წილისყრის შედეგად შეგვხვდა.

ყაზახეთის ფეხბურთს კარგად ვიცნობ, ლატვიასაც
საკმაოდ მცირე ხნის წინ ვეთამაშეთ და არც ანდორა იქნება იოლი მეტოქე. იმედია, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის 2018 წლის სეზონის დასაწყისი წარმატებული იქნება და საშემოდგომოდ მზად იქნებიან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის.

ჩვენი ნაკრების ყველა წევრი, ისევე როგორც ყველა ქართველი, ოცნებობს დიდ ტურნირზე თამაშის უფლების მოპოვებაზე. ეს ახალი ტურნირი ყველა ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესანიშნავ შანსს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სანახაობრივი იქნება მოწინავე ჯგუფებში მოასპარეზე წამყვან გუნდებს შორის ბრძოლა. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, მიმაჩნია, რომ ყველა გუნდს გააჩნია გამარჯვების და წარმატების შანსი.

შემოდგომისთვის თანმიმდევრობით მოვემზადებით ყველა მეტოქესთან შესახვედრად, - გასულ საკვალიფიკაციო ციკლში ჩვენ ხშირად კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა, სასურველი შედეგების მოპოვება ვერ შევძელით. ახლა დროა, გავიმარჯვოთ. რადგან თუ გსურს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, აუცილებლად უნდა მოიგო და გაიმარჯვო ჯგუფში", - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.

"ერთა ლიგის ფორმატი ძალიან საინტერესოა,ამხანაგურ თამაშებს, რეალურად ეს ფორმატი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება წილისყრას და ჯგუფს. ვფიქრობ რომ საინტერესო ჯგუფია, იოლი თამაშები არ იქნება, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო ვინ შეგვხვდებოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტემბერში , როდესაც დაიწყება თამაშები, ისეთი გუნდი გვყავდეს მოედანზე,რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან თამაშისას შეძლებს, შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დაასრულოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ამისკენ უნდა წავიდეთ და ვიმუშაოთ. როგორც ჩვენ ვთვლით,რომ ეს არის შანსი, დარწმუნებული ვარ ყველა ის გუნდიც ასე ფიქრობს ერთა ლიგაზე", - განაცხდა ლევან კობიაშვილმა.




მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვითომ გულშემატკივრებმა დაიწყეთ ეხლა ჩვენი ფეხბურთელების და ნაკრების დაცინვა და ღადავი და უეჭველი მოვიგებთ.

წარმატებები ბიჭებს!
2
შარშანაც ვთქვი და ეხლაც ვამბობ ევროპაზე ვერ გახვალთ და ვაისი კიდევ თუ იმართლებს თავს კობიაშვილთან ერთად არის გადასაყენებელი!!
პოეტი
20:14 24-01-2018
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული