ნაოპერაციევმა ჯანო ანანიძემ მხარდაჭერისათვის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რომის "ვილა სტიუარტის" კლინიკაში ოპერაცია პროფესორმა პიერპაოლო მარიანიმ გაუკეთა - მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინა მყესის პლასტიკა.

ანანიძემ სოციალური ქსელით ქომაგებს მადლობა გადაუხადა:"სულ რაღაც ორი საათის წინ დასრულდა ოპერაცია, რომელმაც ექიმების თქმით, წარმატებით ჩაიარა. წინ რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს და ძალიან ვიმედოვნებ, რომ წარმატებით და რაც მთავარია, სწრაფად დასრულდება.

ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დამემართებოდა ის, რაც დამემართა. ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ დაბრუნებულმა ასეთი ტრავმა მივიღე.

თქვენი მხარდაჭერა და კეთილი სურვილები ჩემთვის სწორედ ახლა იყო მნიშვნელოვანი.
მინდა ყველას და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დღეებში ჩემი განცდები გაიზიარა, მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი უსაზღვროდ მადლობელი ვარ!"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოჯამრთელობას გისურვებ და ნუ გეწყინება ერთსაც გირჩევ: დაანებე ბოშო თავი ფეხბურთს, არ ხარ იმ აღნაგობის და ფიზიკური ძალის (ყველა ხომ ვერ იქნება) კიდევ გაქაჩო ფული კი გექნება საკმარისი, (თუმცა ამბობენ ფული საკმარისი არ არსებობსო) ხოდა აღზარდე ბოვშვები თორემ ღმერთმა დაგიფაროს და უარესი არ მოიწიო.
კოტე
16:00 30-03-2018
3
Gამოჯამრტელებას ჯანო გენატსვალე Dა მალე დაბრუნებას Gისურვებ ნაკრებში Dა მტსვანე მინდორზე
Roland
22:42 29-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული