გიორგი ქვილითაია: ტრავმის მიღების შემდეგ პირველად ის ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ყაზახეთთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა.

"ტრავმის შემდეგ "გენტში" გატანილი გოლები ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

როდესაც ტრავმა მივიღ​ე, პირველ რიგში ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?

ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობდი, რომ ეროვნულ გუნდში სწრაფად დავბრუნებულიყავი. იმ მოტივაციით ვვარჯიშობდი, რომ ნაკრებს დავხმარებოდი. მინდოდა, აქ ვყოფილიყავი და ეს გამომივიდა.

ჩვენს თაობას გაგვიმართლა, რომ ასეთი კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა პასუხისმგებლობა დიდია და ეს ყველას გვესმის.

ამასვე ფიქრობენ ყაზახები, თუმცა ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მხოლოდ ჩვენს შეჩერებაზე
იზრუნონ", - განაცხადა გიორგიმ.

altგიორგი ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და "ბრიუგეს" გოლი გაუტანა

altგიორგი ქვილითაია: ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი

alt ქვილითაია სადებიუტო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა, მაშინვე გოლი გაიტანა და გენტს გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
გოლი მინდა ქვილითაია გოლიიიი. წარმატებები და საუკეთესო თამაში მინდა გისურვოთ, ღმერთი ფარავეს სრულიად საქართველოს. ღმერთი ჩვენსკენ.
roma
10:33 05-09-2018
0
გიორგი რომ იძახის ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ რომ ჩვენ შეჩერებაზე იზრუნონო, მართალია, პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და სასურველი შედეგიც დადგება. წარმატებები გიორგის და მთელ ნაკრებს!!!
ნიკა
20:27 04-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული